ანატოლიის კულტურული საგანძურები 37-2022

სუმელას მონასტერი

1825998
ანატოლიის კულტურული საგანძურები 37-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 37-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

სუმელას მონასტერი

ერთი ბერი სიზმარს ხედავს, რომ შორს მიემგზავრება, კვეთს ზღვებს, მთებსა და ბორცვებს. ეს ბერი სიზმარში წმ. იესოს და წმ. მარიამს გამოქვაბულში ხედავს. ასევე ხედავს, რომ წმ. მარიამმა წმინდა ლუკას ხატი დაამზადა, რომელიც ანგელოზებმა გამოქვაბულში მიიტანეს. ათენიდან წამოსული ბერი ტრაპიზონის პორტში სხვა ბერს ხვდება. იგივე სიზმარი ნახა სტამბოლელ ბერმაც, რომელიც გამოქვაბულს ეძებს. გამოქვაბულს პოულობს ორი ბერი, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ; უფრო მეტიც, მათ მიერ სიზმარში ნანახი ხატი იმ გამოქვაბულშია. ისინი მაშინვე შეუდგნენ მუშაობას, რომ ეს ადგილი ეკლესიად გადაექციათ. ასე აშენდა სუმელას მონასტერი, რომელიც შემდგომში ქრისტიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა. სინამდვილეში, ეს არის მოთხრობილი ამბავი. მართლაც მოხდა თუ არა ეს მოვლენა, უცნობია, რადგან ისტორიულ წყაროებში ამ თემაზე ჩანაწერი არ არის. შესაძლოა, ეს უბრალოდ მოთხრობილია რელიგიური მიმზიდველობის მიზნით. დღეს მოგითხრობთ ტრაბზონში მდებარე სუმელას მონასტერზე…

პირველი მონასტრები აშენდა მთების მწვერვალებზე, მსოფლიოს უკაცრიელ კუთხეებში, რათა ხალხისგან შორს და სამყაროს შემოქმედთან ახლოს ყოფილიყო. მონასტერი სიტყვა მომდინარეობს „მონოსისგან“, რაც ნიშნავს მარტოობას ან მარტო ყოფნას. სამონასტრო ცხოვრება პირველად იწყება და ვითარდება ინდური წარმოშობის რელიგიებში. ითვლება, რომ ცხოვრების გასაგებად და სრულყოფილი ცხოვრების მისაღწევად აუცილებელია მატერიალურზე უარის თქმა. ამიტომ, მონასტრებს დიდი გაჭირვებით აშენებენ უდაბნოებში, კლდეების თავზე, იმ ადგილებში, სადაც ქარავანი არ გაივლიდა. რაც დრო გადის, ეს აზროვნება ასევე ჩანს სხვადასხვა გეოგრაფიებსა და რელიგიებში. თუმცა მონასტრები ქრისტიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ. მონასტრები იქცევა ადგილებად, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს ამზადებენ თავიანთი რელიგიის გასავრცელებლად. ისინი აშენებულია ცხოვრების ნორმალური დინებისგან მოშორებით, ისეთ ადგილებში, წვდომა რთულია.

ტრაპიზონში აშენებული სუმელას მონასტერი არის შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც აშენდა გეოგრაფიული პირობების გამოწვევით რა, იგი აოცებს მის მნახველებს. სუმელას მონასტერმა სახელი მიიღო სიტყვიდან „მოლისანი“, რაც „შავს“ ნიშნავს. ზოგი ამბობს, რომ მონასტერმა სახელწოდება მიიღო ბნელი მთიდან, რომელზედაც იგი აშენდა, ზოგი კი ამბობს, რომ ღვთისმშობლის ხატი აქ შავად იყო მოხატული, ამიტომ ეწოდა მას ეს სახელი...

სუმელას მონასტერი ზღვის დონიდან 1150 მეტრზე მდებარეობს. იგი ასევე ცნობილია როგორც ღვთისმშობლის მონასტერი. ნაგებობა, რომელიც ქალაქგარეთ, ტყეში ციცაბო კლდეების ნაწილს ჰგავს, შემდგომ პერიოდში განაგრძო მონასტრების ადგილის არჩევის ტრადიცია თავისი მდებარეობით. სუმელა, ბერძნულ-მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ის იყო ბერების მომზადების სკოლა. მისი აშენება პირველად კლდეში არსებული მღვიმის ეკლესიად გადაკეთებით დაიწყეს. დროთა განმავლობაში იგი გაფართოვდა კლდეებში გამოკვეთილი სტრუქტურებით, ისევე როგორც მისი კოლეგები კაბადოკიაში. მონასტერმა დღევანდელი ფორმა მიიღო 1000 წლის განმავლობაში.

სუმელას მონასტრის მონახულების მსურველებს გარკვეულწილად რთული გზის გავლა ელის. ჩვენ გირჩევთ, დატკბეთ შთამბეჭდავი პეიზაჟებითა და ბუნებით, დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის კიბეებზე ასვლისას. შავი ზღვის რეგიონისთვის უნიკალური როდოდენდრონების სურნელითა და გიგანტური რცხილნარებით გარშემორტყმული გარემოთი. ამ გზას შეუძლია მიგიყვანოთ იმ ჯადოსნურ ზღაპრებამდე, რომლებსაც ბავშვობაში წაიკითხავდით. როდესაც ვიწრო კიბეების დასრულების შემდეგ მონასტრის ეზოში ჩახვალთ, სულ სხვა ჯადოსნური ადგილი დაგხვდებათ. შესასვლელთან არის შენობის დაცვის ოთახები, რომელიც ძალიან დიდ ფართობზეა გაშლილი. მონასტერი, რომელიც შედგება 72 ოთახისაგან, ეკლესიად გადაკეთებული გამოქვაბულით, ბერების ოთახებით, სამლოცველოებით, სტუდენტური ოთახებით, სასტუმრო სახლითა და ბიბლიოთეკით, მთელი თავისი ბრწყინვალებით დგას თქვენს წინაშე, თითქოს ზღაპრიდან გამოსულიყო! მონასტრის შუაგულში ასევე არის წმინდა წყარო. ეს წყალი საუკუნეების მანძილზე არ შეწყვეტილა. ითვლება, რომ აიაზმა კურნავს და წმინდად ითვლება. ამიტომაც მას დღესაც ხშირად სტუმრობენ როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები.

სუმელას მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაშია და ადამიანებზე შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ბრწყინვალებით. ის, რომ გეოგრაფიის მიუხედავად ამხელა კომპლექსი აშენდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს იმის გულისთვის, რისიც სწამს. სუმელა, შთამბეჭდავი არქიტექტურის გარდა, ყურადღებას იპყრობს მისი ფრესკებითაც. იმ დროს, როცა ცოტას შეეძლო წერა და კითხვა, ფრესკები კეთდებოდა, რათა ხალხს ბიბლიის შესახებ გაეგო. სამყაროს შექმნა, ბიბლიის სცენები და ზოგიერთი სასწაული, წმ. მარიამის და წმ. იესოს ცხოვრებიდან სექციები სწორედ რომ ამ ფრესკებზეა გამოსახული. ეს ფრესკები დროთა განმავლობაში დაიშალა. თუმცა, კედლების ნახატებიდან, რომლებიც შემორჩენილია, იმის გაგება რთული არ არის, თუ რამდენად დიდებული იყო ისინი ოდესღაც. ბოლო წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს ასევე  აღმოაჩინეს ახალი ფრესკები, რომლებშიც  გამოსახულია „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ და „სიკვდილი და სიცოცხლე“.

მონასტრები კომპლექსური ნაგებობებია, სადაც საჭიროებების შესაბამისად ემატება ახალი ოთახები და შენობები. იმისათვის, რომ არ მოახდინონ მათზე გავლენა სხვადასხვა კულტურებმა და სხვადასხვა რწმენამ, ხალხისგან მოშორებით, ხალხის მხრიდან შენდება. შავი ზღვის რეგიონში ბევრი მონასტრის ნახვაა შესაძლებელი.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ტრაპიზონში ციცაბო კლდეებში აშენებულ სუმელას მონასტერზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები