ანატოლიის კულტურული საგანძურები 35-2022

აია-სოფია

1819551
ანატოლიის კულტურული საგანძურები 35-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 35-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანატოლიის უდიდესი პირველი რელიგიური ნაგებობები-აია-სოფია

რა გსურთ ნახოთ იქ, სადაც პირველად იმყოფებით? ღია სივრცეები, სკვერები, მუზეუმები თუ ისტორიული შენობები? ეს თქვენი პრიორიტეტია. ამ კითხვებზე პასუხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პირად უპირატესობებზე. თუმცა, კულტურული ტურიზმის ფარგლებში შეფასებისას, რელიგიური შენობების მონახულება პირველ ადგილზეა. ეს შენობები, რომელთა უმეტესობა ინტეგრირებულია ქალაქთან და ზოგჯერ ქალაქის წინ გადის, რელიგიისგან დამოუკიდებელ ადგილად იქცევა, იზიდავს ხალხს თავისი არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რელიგიურ შენობას სხვადასხვა სარწმუნოების ან ურწმუნო ადამიანები სტუმრობენ, არის შენობის ბრწყინვალება. იმის გამო, რომ ეს სტრუქტურები აგებულია იმ იდეით, რომ იყოს შთამბეჭდავი და შეუსაბამო, სწორედ ამიტომ ტაძრები, ეკლესიები და მეჩეთები დღეს დამთვალიერებლების დიდ ყურადღებას იპყრობს.

შუა საუკუნეებში, ევროპის ქალაქებში ძალიან დიდი ტაძრები და გოთიკური არქიტექტურის მრავალი მაგალითი გვხვდება, რათა ხაზი გაუსვას ღმერთის სიდიადეს, ეკლესიის ხელშეუხებლობას და ადამიანის უმწეობას. თუმცა მათზე საუკუნეებით ადრე ამ მიწებზე შენდება ბრწყინვალე არქიტექტურული ნამუშევარი: აია-სოფია!

აია-სოფია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კულტურული ფასეულობაა. იგი აშენებულია სტამბოლის გულში, რომელიც ისტორიის ყველა პერიოდში პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური მოვლენების ცენტრში იყო. იგი როგორც ეკლესიას ცხრაას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, შემდეგ ხუთასი წლის განმავლობაში მეჩეთის როლს ირგებდა, შემდეგ 86 წლის განმავლობაში მუზეუმის სტატუსი ჰქონდა. 2020 წელს ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

აია-სოფია, აღმოსავლეთ რომის, ან როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ბიზანტიის იმპერიის მიერ აშენებული უდიდესი ეკლესიაა... იმ დროს, აია-სოფია იყო ყველაზე დიდი ნაგებობა პირამიდების შემდეგ და ინარჩუნებს ამ თვისებას ათასი წლის განმავლობაში. იგი ერთსა და იმავე ადგილას ზუსტად სამჯერ არის აგებული. როდესაც პირველად აშენდა, მას ეწოდა მეგალე ეკლესია,  ანუ „დიდი ეკლესია“. ხელმეორედ აღდგენის შემდეგ მას ჰაგია სოფიას უწოდებენ, რაც ნიშნავს „წმიდა სიბრძნეს“.

ეს შენობა იმდენად დიდებული და ლამაზია, რომ მე-6 საუკუნეში პოეტმა პაველ სილენტიარიუსმა მასზე დაწერა ათასზე ეტი სტრიქონიანი ლექსი.  პავლეს მიერ დაწერილი ეს ნაშრომი ხმას აძლევს სტრუქტურას, რომელსაც ენა არ აქვს და წლების შემდეგ საცნობარო წყაროდ იქცევა.

აია-სოფია თვალშისაცემია ყველა ასპექტში, მისი უნიკალური და დიდი ზომის გუმბათით, რომელმაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე სტრუქტურის წოდება მოუტანა.  მისი მაღალი და ფართო გუმბათი ქმნის შესანიშნავ ეფექტს გარედან და იძლევა უჩვეულო ზომის მოცულობას შიგნით. კვადრატულ გეგმაზე მოთავსებული ერთი და უზარმაზარი გუმბათი  ბიზანტიის იმპერიის ძალასა და სიდიადეზე მიუთითებს. ის იმდენად თვალშისაცემია, რომ მისი აშენების დროს მსოფლიოს მერვე საოცრებად ითვლებოდა.

აია-სოფია აშენების დღიდან ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, სხვადასხვა კულტურისა და განსხვავებული რწმენის მოწმეა. იშვიათია მსოფლიოში ასეთი ღირებული და მნიშვნელოვანი ნაგებობების პოვნა, როგორც მხატვრულად, არქიტექტურულად და რელიგიურად. აია-სოფია ატარებს წარმართობის, ქრისტიანობისა და ისლამის კვალს. აქედან გამომდინარე, იგი ხდება ერთ-ერთი წამყვანი ძეგლი მსოფლიოში, როგორც სტრუქტურული, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით.

აია-სოფია ცხრაას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბიზანტიის იმპერიის უდიდეს რელიგიურ სტრუქტურად რჩება. ყველა იმპერატორის ტახტზე ასვლის და სამეფო გვირგვინის დადგმის ცერემონია აქ ტარდება. 1453 წელს ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ სტამბულის აღების შემდეგ იგი სხვა იდენტურობას იძენს. ფათიჰს სურს, რომ შენობა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული სამყაროსთვის, მეჩეთად გადაკეთდეს და დაემატოს ისლამური ელემენტები, როგორიცაა მინარეთი, ამბიონი და მიჰრაბი.

აია-სოფიას ოსმალეთის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესტავრაცია სულთან აბდულმეჯიდის პერიოდში ჩაუტარდა.

1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ აია-სოფია კიდევ ერთხელ იცვლის იდენტობას და მნახველებს უხსნის კარებს, როგორც მუზეუმი. აია-სოფია „არქეოლოგიური პარკის“ ფარგლებში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

აია-სოფია ამ მიწების ორი უდიდესი იმპერიის ხელოვნების, არქიტექტურისა და ისტორიის ყველაზე მონუმენტური ნამუშევარია.  ეს არის მარადიული ნაგებობა თავისი ელემენტებით, რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული არქიტექტურის ისტორიაში.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ანატოლიის უდიდეს პირველ რელიგიურ ნაგებობებიდან აია-სოფიაზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები