ანატოლიის კულტურული საგანძურები 34-2022

სალდას ტბა

1815749
ანატოლიის კულტურული საგანძურები 34-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 34-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

სალდას ტბა

ცა, ათასობით წლის განმავლობაში იპყრობდა ადამიანების ყურადღებას.  ვარსკვლავების ყურება უმეტეს შემთხვევაში უღრუბლო ღამეშია დვილი. ცაზე ყურებით შესაძლოა მის სიბნელეში ჩავიძიროთ რომანტიული გრძნობებით, შესაძლოა ფანტასტიკური ისტორიების ეფექტით. მაგრამ მეცნიერები კარგა ხანია აკვირდებიან ცას, რათა გამოიკვლიონ სხვადასხვა სამყარო და გაარკვიონ, არის თუ არა სიცოცხლე ჩვენი სამყაროს გარეთ.

კოსმოსური რბოლა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, მთვარეზე ადამიანების გაგზავნით სხვა განზომილებაში გადადის. მთვარის გარდა იმ წლებში კვლევები სხვა პლანეტებზეც ტარდება. მარსი ამ პლანეტების დასაწყისშია, რადგან მარსი ასევე არის ხმელეთის პლანეტა, როგორც ჩვენი დედამიწა და არ არის ძალიან ახლოს მზესთან. იმ წლებიდან მოყოლებული იკვლევდნენ არის თუ არა სიცოცხლე მარსზე. თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან, წყლის რესურსების საშიშროებასთან და მყინვარების დნობის სიჩქარის მატებასთან ერთად, მარსის გამოკვლევები 90-იანი წლების დასაწყისიდან დაჩქარდა. დღეს ამ კვლევებმა უკან მოიტოვა მეოთხედი საუკუნის მრავალი საძიებო მანქანა სხვადასხვა დანიშნულებით იმის გასარკვევად, გვაძლევდა თუ არა წითელი პლანეტა სიცოცხლის შანსს. ამ გზით შესაძლებელი გახდა წითელი პლანეტის შესახებ უამრავი ინფორმაციის შეგროვება. NASA-მ, (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში), 2020 წელს მარსზე ჯეზეროს კრატერზე საძიებო მანქანა გააგზავნა, რომელიც მეცნიერებას მრავალი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. NASA სანამ ამ მანქანას გააგზავნიდა,  სოციალური მედიის ანგარიშიდან გაავრცელა მესიჯი, რომელშიც ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, სალდას ტბა, რომელიც მდებარეობს თურქეთში, გეოლოგიური მსგავსება აქვს მარსზე ჯეზეროს კრატერთან. მკვლევარებმა საველე სამუშაოებიც კი ჩაატარეს ამ ტერიტორიაზე მარსისთვის მოსამზადებლად“. ამ მესიჯმა თურქეთის უნიკალურ ტბაზე, სალდაზე გაამახვილა ყურადღება.

ბურდურში მდებარე სალდას ტბა ცნობილია როგორც „თურქეთის მალდივები“ თავისი თეთრი ქვიშითა და ღრმა ლურჯი ზღვით. მართლაც, როცა სალდას ტბის და მალდივის ფოტოს გვერდიგვერდ დააყენებთ, ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან რთულია! სალდას ტბა არის კრატერული ტბა კუროს მთებში. იგი მიწისძვრების შედეგად ჩამოყალიბდა, ორი მილიონი წლის წინ! ვინაიდან ის ვულკანური ტბაა, მისი წყლები ასევე მდიდარია სოდით და მაგნიუმით. აქ არის მაგნიუმი, რომელიც ხელს უწყობს იმ თეთრი ქვიშის წარმოქმნას, რომელსაც ადამიანები თვალს ვერ აშორებენ. სწორედ ტბაში არსებული ბაქტერია შთანთქავს მაგნიუმს და ქმნის განსხვავებულ ფენას. სალდას ტბაზე არის ბაქტერიები, რომლებიც გამოიმუშავებენ ჟანგბადს 24 საათის განმავლობაში. ეს ბაქტერიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტბის ჟანგბადს, მსოფლიოში პირველ ცოცხალ არსებად ითვლება. ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ეს ფენები დროთა განმავლობაში იშლება და წარმოიქმნება არაჩვეულებრივი თეთრი ქვიშა. სწორედ ბაქტერიული წარმოშობის ეს თეთრი ქანები ანიჭებენ ტბას ბრწყინვალე ფირუზის ფერს. ცნობილია, რომ ამ ქანებმა პირველად წარმოქმნა 3,5 მილიარდი წლის წინ დაიწყეს. აქვე ვლინდება ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც სალდას ტბას სხვა ტბებისგან განასხვავებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ წარმონაქმნებში დაფიქსირებულია ინფორმაცია მსოფლიოში უძველესი და პიონერული ცხოვრების ფორმების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თეთრი ქანები არა მხოლოდ ვიზუალურ დღესასწაულს გვთავაზობენ, არამედ შეიცავს უაღრესად ღირებულ ინფორმაციას სამეცნიერო სამყაროსთვის. იმის გამო, რომ ისინი დედამიწაზე უძველესი ნამარხი წარმონაქმნებია და მხოლოდ ორ ადგილას გვხვდება მსოფლიოში, ერთი სალდას ტბაზე თურქეთში და მეორე ალჩიჩიკას ტბაზე კანადაში, სწორედ ამიტომ NASA აცხადებს, რომ კვლევითი ჯგუფი ჩავიდა სალდაში და ჩაატარა წინასწარი სამუშაოები მარსზე ჯეზეროს კრატერზე ექსპედიციის წინ.

ჯეზეროს კრატერში დელტას საბადოების გამო, მკვლევარები ფიქრობენ, რომ აქ ოდესღაც ტბა იყო. ისინი თვლიან, რომ კრატერში ნაპოვნი კარბონატული მინერალები ამ ტბაშიც იყო. სალდას ტბა ამ ეტაპზე შედის მოქმედებაში. რადგან სალდა ერთადერთი ტბაა მსოფლიოში, რომელიც შეიცავს კარბონატულ და დელტას მსგავს სტრუქტურებს კრატერში. იმის გამო, რომ კარბონატები აკავებენ ყველაფერს გარემოში, მიკროორგანიზმების ჩათვლით, ისინი ასევე ადასტურებენ ოდესღაც არსებული სიცოცხლის ფორმებს. გარდა ამისა, სალდას შთამბეჭდავი თეთრი სანაპირო და ტბის გეოლოგიური სტრუქტურა ჯეზეროს მსგავსია. სწორედ ამიტომ, სალდაში მისულმა მკვლევართა ჯგუფმა თქვა, რომ მათ ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს მარსზე კრატერს უყურებდნენ.

სალდას ტბა გვაგონებს მარსს თავისი გეოლოგიური სტრუქტურით და მალდივებს თეთრი ქვიშებითა და ფირუზისფერი წყლით. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ სალდას ტბა. ამ შთამბეჭდავ ტბას, რომელიც თურქეთის ყველაზე ღრმა ტბებს შორისაა, მასში შემავალი ენდემური სახეობების გამო, „მნიშვნელოვანი ბუნების ზონის“ სტატუსი აქვს. ის ასევე არის მსოფლიოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ერთადერთი ადგილსამყოფელი. ტბა ასევე გამოირჩევა მცენარეთა და ფრინველთა მრავალსახეობის თავშესაფრით.

ასე, რომ სალდა ხასიათდება, როგორც მარსის კვლევის ბუნებრივი ლაბორატორია, მასში შემავალი წარმონაქმნების გამო. სალდა გასცემს პასუხს კითხვაზე; „არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზე“, რომელიც დიდი ხანია აწუხებს ადამიანებს? დიახ, შესაძლოა ერთ დღეს ადამიანებმა იპოვონ მარსზე ცხოვრების გზა. მაგრამ, სანამ ეს დღე დადგება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალურად დავიცვათ ის, რაც გვაქვს.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, სალდას ტბაზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები