იცით თუ არა, რომ 14-2021

ყარსის გრუიერი

1746791
იცით თუ არა, რომ 14-2021

იცით თუ არა, რომ 14-2021

ყარსის გრუიერი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უგემრიელესი ყველი არის ყარსის გრუიერი?

გრუიერის ყველის, რომლის სახელწოდებაც შვეიცარიის ქალაქ გრუიერედან მოდის, ერთ-ერთი სახეობა თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში ყარსში იწარმოება. ამ ყველის გემო, რომლის სახელიც ყარსის გრუიერია, მსოფლიოში ცნობილია.

1878 წლის ოსმალეთ-რუსეთის ომის დროს ყარსი რუსებმა დაიკავეს. შვეიცარიელმა დევიდ მოზერმა, რომელიც ამ პერიოდში მეფის მიწვევით ჩავიდა ყარსში, დაინახა, რომ რეგიონს ჰქონდა შესაფერისი გარემო შვეიცარიული ყველის წარმოებისთვის და დააარსა პირველი რძის პროდუქტების ქარხანა სოფელ ბოღათეფეში, რომელიც მდებარეობს მაღალ იალაღზე. 1918 წელს დევიდ მოზერმა თავისი რძის ქარხანა გერმანელ ალექსანდრე კაიზერს მიჰყიდა და ყარსი დატოვა. კაიზერმა ახალ ექსპერიმენტები განახორციელა ყველის წარმოებაში რეგიონში და ასე გაჩნდა ყარსის გრუიერი. რესპუბლიკის პერიოდში ყველის დამზადების ცალკე ბიზნეს ხაზად ჩამოყალიბებით, სოფელი ბოღათეფე მთლიანად ყველის წარმოებაზე გადავიდა.

დღეს ბოღათეფეში წარმოებული ყარსის გრუიერი მსოფლიოში ერთ-ერთ უგემრიელეს და ნოყიერ ყველად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები