ანატოლიის კულტურული საგანძურები 10

კარიას ბილიკი

1729258
ანატოლიის კულტურული საგანძურები 10

ანატოლიის კულტურული საგანძურები 10-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

კარიას ბილიკი

რას ნიშნავს თქვენთვის შვებულება? დადიხართ პოპულარულ ტურისტულ ცენტრებში, რომლებსაც ადამიანები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას, თუ იკვლევთ ადგილებს, რომლებიც არავინ იცის? სასტუმროში ჩერდებით თუ კარავში? ზღვა გეძახით, ტყე თუ მთები? მრავალი განსხვავებული კითხვა შეიძლება დაისვას ხალხის სადღესასწაულო პრეფერენციების დასადგენად. იმის გამო, რომ შვებულების იდეა და მისი მოლოდინი განსხვავდება ადამიანიდან ადამიანზე, ამ მხრივ გადამწყვეტია ხალხის ინტერესები, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ზოგი წიგნებშია ჩაფლული, ზოგი სპორტით არის დაკავებული, ზოგი მზით ტკბება და ზოგიც თოვლით... ვიღაცას აინტერესებს არქეოლოგიური ძეგლები, ვიღაცას მკურნალობა სურს, ვიღაცას უყვარს ზამთრის სპორტი, ვიღაც ირჩევს ზღვას.  ანატოლიის მიწები გაძლევთ საშუალებას დაგეგმოთ დასვენება იმ ადგილას, რაც გაინტერესებთ. დღეს გვინდოდა გვესაუბრა საფეხმავლო მარშრუტებზე, დასვენების სახეობაზე, რომელსაც თავისუფლების მოყვარული და საკუთარი თავის რეალიზება სურს; დღევანდელ პროგრამაში, თურქეთის ყველაზე გრძელი საფეხმავლო, კარიას ბილიკზე გავამახვილებთ ყურადღებას.

რეგიონი, რომელიც დღეს აიდინის, მუღლას და დენიზლის ნაწილს მოიცავს, ანტიკურ ხანაში „კარიას რეგიონს“ ეძახდნენ. კარიას რეგიონი თავისი ჩაჭრილი პორტებით, ნაყოფიერი დაბებით, ტყეებითა და ციცაბო მთებით, ისევეა, როგორც იმ პერიოდის სხვა თვალსაჩინო რეგიონები, როგორიცაა ფრიგია, ლიკია და იონია... დღეს კარიას რეგიონი ძირითადად ცნობილია ქალაქ ჰალიკარნასის გამო. იმიტომ, რომ ქალაქი გამოირჩევა როგორც ანტიკურობის ცნობილი ისტორიკოსის ჰეროდოტეს სამშობლო და ადგილი, სადაც მდებარეობს ჰალიკარნასის მავზოლეუმი, რომელიც გახლავთ ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. თუმცა კარიას რეგიონში არის რამდენიმე უცნობი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უძველესი ქალაქი. ამ ქალაქების შესწავლა შესაძლებელია თურქეთის ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკით. კარიას ბილიკზე, რომელიც 820 კილომეტრია, არ შეგაშინოთ ამ სიგრძემ, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე თურქეთის მანძილის ნახევარია! რადგან ეს გზა შედგება ბილიკებისგან სხვადასხვა მარშრუტით. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ მარშრუტი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე! თუ თქვენ იკვლევთ უძველეს ქალაქებსა და ფარულ ყურეებს, ან გადიხართ სოფლებში, რომლებიც ინარჩუნებენ თავდაპირველ სტრუქტურებს.

გასეირნებისას იქნება მომენტები, როცა  ვერ დაინახავთ ცას ცაცხვისა და ფისტოს ხეების გამო და მომენტები, როცა ნუშისა და ასწლოვანი ზეთისხილის ხეებიდან ამოსული ბრწყინვალე ცისფერი გარემო მიგიყვანთ სხვა ადგილებში! კარიასკენ მიმავალ გზაზე აღმოაჩენთ როგორც წარსულს, ასევე იმ მომენტს, რომელშიც ცხოვრობთ.

კარიას რეგიონი რეალურად არის პოპულარული ტურისტული კურორტების მეზობლად, მაგრამ ის გარკვეულწილად მათ ჩრდილშიც არის მოქცეული. საერთაშორისო სტანდარტებით მონიშნულ ამ საფეხმავლო მარშრუტით, თქვენი არდადეგები ისტორიასა და ბუნებაში განსხვავებულ მნიშვნელობას იპოვის, ხმელთაშუა ზღვიდან ეგეოსამდე, ბილიკების გადაკვეთით და ფერდობებზე დაშვებით.

თურქეთის ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტი, კარიას ბილიკი, 2021 წელს გამოცხადდა „მსოფლიოს 35 საუკეთესო საექსკურსიო“ და „მსოფლიოს 6 საუკეთესო სათავგადასავლო მარშრუტად“.  ამ გზაზე 46 ეტაპია და შედგება 4 ძირითადი მონაკვეთისგან: ბოზბურუნი, დათჩას ნახევარკუნძულები, გოქოვას ყურე და შიდა კარია.

მოდით აქვე, რამდენიმე შეხსენება გავაკეთოთ მათთვის, ვისაც კარიას ბილიკის გასეირნება სურს. ვინაიდან ზაფხული ძალიან ცხელია, ექსპერტები გაზაფხულზე და შემოდგომაზე გასეირნებას გვირჩევენ. ასევე გვირჩევენ ვიცოდეთ საკუთარი საზღვრები, შესაბამისად ავირჩიოთ მარშრუტი, რომელსაც გავივლით და რაც მთავარია, თუ გამოცდილი მოლაშქრე არ ხართ, ლაშქრობაზე აუცილებლად გუნდთან ერთად უნდა წახვიდეთ და არა მარტო...

ტბისა და ზღვის თვალწარმტაცი ხედები, ტყეები, სოფლები, ათობით უძველესი ქალაქის ნანგრევები, ბილიკები, საქარავნო მარშრუტები ქვის ტროტუარებით... ეს არის საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც გადაჯაჭვულია კულტურასთან, ისტორიასთან და ბუნებასთან დახვეწილი თავისი ლამაზმანებით, სადაც შეგიძლიათ წარსულის მიკვლევა. სიურპრიზებით სავსე ამ გზაზე შეგიძლიათ ეწვიოთ 6000 წლის წინანდელ კლდოვან ნახატებს, რომლებიც ნაპოვნია გამოქვაბულში ბეშფარმაქის (ხუთი თითის) მთებში, უძველესი ქალაქი კაუნოსი თავისი ბრწყინვალე ფასადებით კლდეებში გამოკვეთილი. უძველესი ქალაქი კაუნოსი, მარმარილოს ქალაქებს შორის ერთ-ერთია მსოფლიოში. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ანტიკური ქალაქი სტრატონიკეია რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებითი სიაშია შეყვანილი.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, კარიას ბილიკზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 

 



მსგავსი ინფორმაციები