ანატოლიის კულტურული საგანძურები 23-2021

კაპადოკია

1685408
ანატოლიის კულტურული საგანძურები 23-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 23-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

კაპადოკია

ოდესმე ყოფილხართ სხვა პლანეტაზე ან ისეთ ადგილას, სადაც გეგონათ თითქოს ზღაპრების სამყაროში იყავით? ოდესმე გიჭირდათ სუნთქვა და მხედველობა? მოულოდნელად დაშორდით დროისა და სივრცის ცნებებს?

ვინც კაპადოკიას ნახავს, ​​ზემოთ დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს „დიახ“! ასობით ზღაპრული საკვამლურები, რომლებიც ქარის სკულპტურებს ჰგავს, გვირაბები მდინარეების მიერ წარმოქმნილი ხეობებში... კაპადოკია, რომელიც ხიბლავს ხალხს თავისი ბუნებით, რომელიც ფანტასტიკურ პლანეტას გვაგონებს... ადგილი, სადაც ყოველდღიური საზრუნავი ქრება და გაკარგვინებს ყოველგვარ სტრესს ... ეს არის ათასობით წლის ჩვენება, რომელიც ჩუმად დგას თქვენს წინაშე. შენი მზერა იპყრობს გამოქვაბულთა ცხოვრებას, უძველესი ცივილიზაციების კვალს, შენ გინდა ნახო მეტი, ისწავლო მეტი, დარჩე მეტი, არ შეგიძლია დატოვო ის ჯადოსნური ატმოსფერო ...

კაპადოკიის ისტორია 60 მილიონი წლით თარიღდება. კლდეები წარმოიქმნა ლავისგან, რომელიც რეგიონში ვულკანებმა გაანადგურეს. წვიმა და ქარი ანგრევს ამ კლდეებს მილიონობით წლის განმავლობაში. ეს კლდეები იცავს ადამიანებს სიცხისგან, სიცივისგან და მტაცებლური ცხოველებისგან. უფრო მეტიც, რეგიონში არის შესანიშნავი მდინარე, რომელიც ადვილად აკმაყოფილებს წყლისა და საკვების საჭიროებებს: მდინარე ქიზილირმაქი! ვულკანების ხელახალი გააქტიურება წყვეტს დასახლებას გარკვეული დროით, მაგრამ შემდეგ ხალხი ისევ აქ მოდის, რადგან მათ მარტივად შეუძლიათ ტუფის გამოქვაბულების გაფართოება მარტივი იარაღებით. ამრიგად, ანატოლიაში პირველი ხალხის დასახლების კვალი შეიძლება ნებისმიერ ადგილას აღმოჩნდეს.

კაპადოკიაში დასახლებული პირველი ცივილიზაცია, ასურელები გახლდათ. ასურელები ანატოლიაში აყალიბებენ პირველ სავაჭრო კოლონიას. ლურსმული ტექსტები, რომლებიც ისტორიაში შედის „კაპადოკიის ტაბლეტების“ სახელით, შეიცავს წესებს ვაჭრობის, სამართლის,  ქორწინების და სხვა ცხოვრებისეული ადათ-წესების შესახებ. მათ შემდეგ რეგიონში დასახლდნენ ხეთები. ხეთები გახდნენ პირველი ცივილიზაცია, რომელმაც გახსნა მიწისქვეშა გადასასვლელები კაპადოკიაში თავდაცვის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კაპადოკია მოიცავს ქალაქებს ნევშეჰირს, ნიღდეს, კაისერსა და ქირშეჰირს შორის მყოფ ტერიტორიებს, ის წარსულში გაცილებით ფართოდ იყო გავრცელებული. კაპადოკია იყო რეგიონის სახელწოდება, რომელიც გადაჭიმული იყო ტავრის მთებიდან, მალათიასა და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთამდე. კაპადოკია ოდითგანვე მდებარეობს სტრატეგიულ პუნქტში, სადაც სავაჭრო გზები იკვეთება. რეგიონი, რომელიც მასპინძლობს პოლითეისტურ რელიგიებს, ასევე იფარებს ქრისტიანებს, რომლებიც გაიქცნენ იერუსალიმიდან, სადაც მათ დევნიდნენ. ასე, რომ კაპადოკია ანატოლიის პირველი ქრისტიანების თავშესაფარი ადგილი გახლავთ.

1700-იანი წლების დასაწყისში მეფის სასახლის დავალებით რეგიონში ჩამოსული ფრანგი მოგზაური პოლ ლუკასი, კაპადოკიაში ნანახს ასე აღწერს: „ეს იყო ყველაზე მშვენიერი რამ, რასაც ადამიანი თვალებით შეძლებს დანახვას.“ მას წინ შეექმნა წარმოუდგენელი სამყარო, რომელიც მანამდე არასდროს ქონდა ნანახი, ხალხი ცხოვრობდა კლდეში გამოკვეთილ სახლებში, ეკლესიებსა და გვირაბებში, რომლებიც მორთული იყო ფერადი ფრესკებით.

უფრო მეტიც, პოლ ლუკასის ჩანაწერების დასაზუსტებლად რეგიონს ჯერ საფრანგეთის შემდეგ კი ინგლისის ელჩიც ეწვია, რომლებმაც  ნანახის შემდეგ მისი ჩანაწერები დაადასტურეს.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ვისაუბრეთ კაპადოკიაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქრისტიანობის გავრცელებაში. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები