იცით თუ არა? რომ 24-2021

პირველი სამედიცინო ფაკულტეტი

1657115
იცით თუ არა? რომ 24-2021

იცით თუ არა? რომ 24

პირველი სამედიცინო ფაკულტეტი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი სამედიცინო ფაკულტეტი  მე-13 საუკუნეში კაისერიში დაარსდა?

სელჩუკთა მმართველის, ქილიჩასლან II-ის ქალიშვილის გევჰერ ნესიბე სულთანის ანდერძის მიხედვით,  ყიას ად-დინ ქეიჰუსრევ I-მა 1206 წელს ააშენა, მსოფლიოში პირველი ცენტრი, რომელიც ერთადროულად უზრუნველყოფდა სამედიცინო განათლებას და სამედიცინო მომსახურებას.

გევჰერ ნესიბე სულთანს შეუყვარდა სასახლის მთავარი მხედარი. მისმა უფროსმა ძმამ, ყიას ად-დინ ქეიჰუსრევმა მათ დაქორწინების უფლება არ მისცა. ყიას ად-დინ ქეიჰუსრევი ამ მხედარს აგზავნის ომში და იწვევს მის სიკვდილს. ამის შემდეგ ავადმყოფი გევჰერ ნესიბე სულთანი ძმას ანდერს უტოვებს, რომ მისი სახელით აეშენებინა საავადმყოფო, რომლითაც ხალხს უფასოდ შეეძლებოდა მკურნალობა.

აღნიშნული დაწესებულება,  1204-1206 წლებში საავადმყოფოს, ხოლო 1210-1214 წლებში სამედიცინო მედრესეს ფუნქციას ასრულებდა.  ამ მედრესეში განათლებას იღებდნენ და ასწავლიდნენ იმ პერიოდის ცნობილი თურქი ექიმები.

ბოლოს, ერჯიესის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მედრესე, 1982 წელს გევჰერ ნესიბეს მედიცინის ისტორიის მუზეუმად გადაკეთდა.



მსგავსი ინფორმაციები