აქტუალური თემის ანალიზი 59

თურქული არმიის ოპერაციები ერაყის ჩრდილოეთში

1581810
აქტუალური თემის ანალიზი 59

 

 

კარგა ხანია რაც თურქეთის არმიის ბრძოლა ტერორიზმთან, ორ ფრონტზე გრძელდება. ამათგან პირველი საკუთარ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე კი საზღვრისიქითა, ე.ი. მეზობელი ქვეყნების, კონკრეტულად კი სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში რა, მუსრს ავლებენ PKK-სა და მისი მხარდამჭერების ბოლო ნარჩენებს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებით, მათმა ნაწილებმა რამდენიმე დღის წინ ერაყის ჩრდილოეთში მორიგი ოპერაცია დაიწყეს სახელწოდებით-“Pençe Kartal/კლანჭი არწივი 2“ და ამ ოპერაციით თურქეთის საჰაერო ძალები მიზნად ისახავენ ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში განლაგებული ქურთი ტერორისტების სრულ განადგურებას და მის ფარგლებში ერთის მხრივ ბომბავენ მათ ობიექტებს, ხოლო მეორეს მხრივ მთის ბორცვებზე  ჩამოსხმული კომანდოსებით მოულოდნელ დარტყმებს აყენებენ სეპარატისტებს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

თურქეთმა, ამ ბოლო წლებში საგრძნობლად გაზარდა PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების რაოდენობა. ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ყველა სფეროში ხორციელდება დიდი ზეწოლები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მის საზღვრებს გარეთაც და ამით ანკარა, ასე მოულოდნელად განხორციელებული ოპერაციებით ცდილობს ხელი შეუშალოს სეპარატისტებს უსაფრთხო ზონის შექმნა. ამ კონტექსტში, ქურთულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ დიდი დარტყმა მიიღო ასევე კლანჭი-ვეფხვის ოპერაციისგანაც, რომელიც რამდენიმე დღეა რაც წარმატებით გრძელდება ერაყის ჩრდილოეთში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპერაციების მეოხებით აღმოფხვრილია როგორც  ტერორისტების დომინირება ხსენებულ რეგიონში, ასევე მთლიანად განადგურებულია სეპარატისტების ბრძანება-კონტროლისა თუ სწავლების რამდენიმე ცენტრი და ობიექტი, რომლებიც ორგანიზაციამ ამ უსაფრთხო ადგილებში რამდენიმე წლის წინ შექმნა. თურქი სამხედროები თუ ადრე ე.წ. “შესვლა-გამოსვლის“ სამხედრო სტრატეგიით სარგებლობდნენ, ახლა მისგან განსხვავებით, მეჰმედჩიკები, ე.ი. თურქი ჯარისკაცები დიდხანს რჩებიან შესულ ადგილებში და ტერორისტებისაგან მთლიანად წმინდავენ რა, ამით თანაც  ხელს უშლიან სეპარატისტების ამ ადგილებში ახლიდან განლაგებას.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე მათ დაიწყეს კლანჭი ოპერაციის მორიგი საბრძოლო მოქმედებები გარას რეგიონშიც. აქაც, ისევე როგორც ჩრდილოეთ ერაყის სხვა რეგიონებში, თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ძლიერი დარტყმები მიაყენეს ტერორისტების სამიზნეებს, ხოლო ამის პარალელურად, სპეცნაწილების ვერტმფრენებმა დაიწყეს კომანდოსების გადასხმა რეგიონში, რომლებიც პარტიზან პკკ-ელებს ანადგურებენ ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი და ამ ოპერაციების დროს მეჰმედჩიკები აქტიურად იყენებენ “ატაკის“ ტიპის მოიერიშე ვერტმფრენებსაც და უპილოტო საფრენ აპარატებსაც. სხვათაშორის, გარას მაღალმთიანეთის ზოგიერთი რეგიონის კონტროლი უკვე ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის სპეცნაწილების - ფეშმერგების ხელშია და ეს ადგილები მათ პკკ-ლებს ლოკალური ბრძოლების შედეგად წაართვეს. ახლაც კი, დროდადრო  კონფლიქტი ხდება პკკ-სა და ფეშმერგებს შორის. შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ  ამ რეგიონში ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ  სეპარატისტებისათვის სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი გარას მთები არ გაიწმინდება მათგან. საბოლოო ჯამში, თუ გავითვალისწინებთ ფეშმერგების წინა საბრძოლო მოქმედებებს, შეიძლება ითქვას, რომ PKK–ს წინააღმდეგ ანკარასა და ერბილს შორის კოორდინაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ეს ხელს უწყობს თურქული არმიის მხრიდან ოპერაციების წარმატებით განხორციელებას

ანკარა-ერბილ-ბაღდადის ხელშეკრულების კონტექსტში ნაბიჯები გადაიდგა ასევე პკკ-ას მხრიდან სინჯარის რეგიონის დატოვების საკითხშიც. მოკლედ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს თვეებში თურქეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებს ოპერაციებს არა მხოლოდ გარას რეგიონში, არამედ ჩრდილოეთ ერაყის სხვა რეგიონებშიც და საბოლოოდ სეპარატისტული ორგანიზაციის ქმედების არეალი საკმარისად შეიკვეცება რა, ბოლო სამიზნე კანდილის მაღალმთიანეთი გახდება, სადაც თავს აფარებს პკკ-ას სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობა. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ საზღვრის იქითა ოპერაციებით  შეიძლებასაბოლოო წერტილი დაესვას სეპარატისტების მრავალწლიან ძალადობას, რასაც 10 ათასობით თურქი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები