„წყალი და კაცობრიობა“ 24/2021

საუნები

1580657
„წყალი და კაცობრიობა“ 24/2021

„წყალი და კაცობრიობა“ 24/2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

კიდევ არის რამე, რაც დღის დაღლილობას ცხელ წყალზე უკეთესად იღებს? ცხელი წყლით, რომელსაც აბაზანაში ადვილად შევწვდებით, დღის დაღლილობას იღებს და სიმშვიდე იკავებს ადგილს ჩვენს ორგანიზმში… უძველესი დროიდან ხალხი აშენებს სხვადასხვა შენობებს დასაბანად. მათ შორის ყველაზე ცნობილი აბანო (ჰამამი) არის პაკისტანში, რომელიც „დიდი აბანო“-ს სახელითაა ცნობილი და  4500 წლით თარიღდება.

ანატოლიაში აბანოს კულტურა იწყება რომაული აბანოებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტიც არის. მაგალითად, შუმერები ერთ-ერთი პირველი ცივილიზაციები იყვნენ, რომლებმაც ბანაობას მნიშვნელობა მიანიჭეს. მეორეს მხრივ, ხეთები იყვნენ ასევე პირველი ცივილიზაციები, რომლებმაც ანატოლიაში აბანოების კულტურა დაამყარეს. მათ წყალთან სულ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ რა, ისინი წყალს წმინდად მიიჩნევდნენ. დასუფთავებას და დაბანას რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ლიდიელები, ასურელები, ფრიგიელებ და ურარტუელები, რომლებიც ხეთების შემდეგ მოვიდნენ...

როდესაც საუბარი იწყება აბანოებზე, შეიძლება გაგახსენდეთ საუნები და ფინური აბაზანები. ამასთან, აბანოები თურქული კულტურის შეუცვლელი ელემენტებია. აბანოები აუცილებელია არა მხოლოდ სისუფთავესა და ჯანმრთელობის კულტურისთვის, არამედ არქიტექტურული კულტურისთვის წყლის სტრუქტურების თვალსაზრისით ... ჩვენს დღევანდელ პროგრამაში კი  „თურქულ აბანოზე“, გავამახვილებთ ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწებზე (ანატოლია) დასუფთავებისა და დაბანის კულტურა უძველესი დროიდან იწყება, ეს კულტურა თურქებთან ერთად სხვა წერტილში გადადის. ისლამის რწმენის მიღებამდე თურქები წყალს ძალაუფლებისა და სიუხვის წყაროდ მიიჩნევენ და თავიანთ ლეგენდებში ამბობენ, რომ წყალი მაშინაც კი არსებობდა, როდესაც არაფერი იყო შექმნილი. მას შემდეგ, რაც თურქებმა ისლამი მიიღეს, ნახეს, რომ მათ წმინდა წიგნში (ყურანში) ნათქვამია:  „ჩვენ ყველა სულიერი წყლისგან გავაჩინეთ.“ წყალი ნახსენებია, როგორც ყველაფრის არსი ... ისლამის რელიგია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წყლით სისუფთავეს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელ ნაწილს.

ამასთან, მათი რწმენის მიხედვით, არ შეიძლება ალაჰის წინაშე წარდგენა სხეულის განწმენდის გარეშე.

ითვლება, რომ შუასაუკუნეებში ევროპაში ფართოდ გავრცელებული ეპიდემიების განსაკურნად წყალმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სასულიერო პირები კრძალავენ დაბანას სხვადასხვა მიზეზის მითითებით. ამასთან, ეს პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ბრწყინვალე წლები იყო რა, ყველა შენობაში, წყლის ნაგებობებსაც თავიანთი წილი აქვთ ამ ბრწყინვალე პერიოდიდან; რა თქმა უნდა აბანოებსაც ... დასავლელი მოგზაურები და ელჩები, რომელთაც ამ დროს ამ დიდებულებებს ნახულობდნენ, გაოცებულები რჩებოდნენ. ისინი თავიანთ ქვეყნებს აწვდიდნენ ინფორმაციებს თურქული აბანოების, სისუფთავის და  სიწმინდის შესახებ.

აბანოები, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ოსმალეთის წყლის არქიტექტურაში, განსაკუთრებით კონცენტრირებულია სტამბოლსა და ბურსაში. სტამბულის აღებამდე ბურსა იყო ოსმალეთის იმპერიის პირველი დედაქალაქი, ანუ სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ოსმალეთის აბანოს ტრადიციის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბურსას. ამიტომ, ამ ქალაქში მრავლად გვხვდება სპები და აბანოები.

მას შემდეგ, რაც თურქებმა ანატოლია სამშობლოდ აქციეს, სელჩუკებმა იქ სადაც დასახლდნენ, მრავლად ააშენეს აბანოები. მაგრამ, ჰამამებს უფრო მეტ ყურადღებას ოსმალეთი აქცევს თავისეული არქიტექტურით, გათბობის და სხვა მრავალმხრივი მეთოდებით. ოსმალეთის პერიოდში აბანოები სცილდება დასუფთავების ადგილს საზოგადოების დახურული სტრუქტურის გამო და ხდება ადგილები, სადაც  სოციალიზაციაა. ქორწინების ასაკის გოგონები აქ აღფრთოვანებულები არიან. დაქორწინებამდე ერთი ან ორი დღით ადრე, ისინი მიდიან „საქორწილო აბანოში“, მშობიარე ქალები მიჰყავთ „მშობიარობის აბანოში“ რათა გარკვეული დრო ერთად გაატარონ.

მეორეს მხრივ, სტამბოლში წყლისა და შეშის მზარდი საჭიროების გამო, სულთან მაჰმუთ I-მა   ქალაქში დიდი აბანოს აშენება აკრძალა. აქედან გამომდინარე, 300 წლიანი ისტორიული ჯაღალოღლუს აბანო გამოირჩევა სტამბოლის ბოლო დიდ აბანოთ. ეს აბანო, რომელიც დღეს ნანოტექნოლოგიური მეთოდით არის ჰიგიენის სიმბოლოდ ქცეული, ყურადღებას იპყრობს, როგორც ერთადერთი თურქული აბანო, რომელიც შედის New York Times-ში სათაურით, „ათასი ადგილი, რომელიც სიკვდილამდე უნდა ნახოთ“.


საკვანძო სიტყვები: #საუნა , #წყალი და კაცობრიობა

მსგავსი ინფორმაციები