წყალი და კაცობრიობა 21/2021

ანატოლიაში მდებარე ისტორიული ხიდები და მიმარ სინანი

1567467
წყალი და კაცობრიობა 21/2021

წყალი და კაცობრიობა 21/2021

ანატოლიაში მდებარე ისტორიული ხიდები და მიმარ სინანი

 ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანატოლია ხიდია აზიასა და ევროპას შორის ... არაჩვეულებრივად ლამაზი ხიდი, რომელსაც იყენებენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადასასვლელად... მთელი ისტორია ცივილიზაციებთან ერთად ამ ხიდზე გადის საუკუნეების განმავლობაში... არა მდინარეზე, არამედ ორ კონტინენტს შორის ათასობით წელია მას ხიდის ფუნქცია აქვს...

ხიდები უძველესი დროიდან აერთიანებს ხალხს, ქალაქებს, ქვეყნებს... წყნარად ან ყვირილით ჩამოდინებულ მდინარეებზე მდებარე ხიდები მრავალი ომის, განშორების და შეხვედრების მოწმეა... ზოგი გამოიყენებოდა მძვინვარე მდინარეების გადასაკვეთად, ზოგი კი ხეობების გადასალახად. ანატოლია სავსეა ხიდების საუკეთესო მაგალითებით, რომლებიც მათი დროის ჩუმი მოწმეები არიან.

წყალზე დამოკიდებული და წყალთან ერთად ცხოვრება, ამან უძველესი დროიდან სავალდებულო გახადა ნაგებობის ტიპი როგორიცა: ხიდი... ადამიანები თავდაპირველად მდინარეების და ხეობების გადაკვეთას ცდილობდნენ ხეებით ან სუროებით. ამასთან, ეს მეთოდი არ ვრცელდებოდა ყველა მდინარეზე ან ხეობაზე, საჭირო იყო სხვადასხვა გამოსავლის პოვნა. ადამიანები ხიდების საყრდენებად იყენებდნენ კლდეებს ან ხეებს და ხის ბოჭკოების გამოყენებით აკეთებდნენ პრიმიტიულ დაკიდულ ხიდებს. დროთა განმავლობაში რკინის ჯაჭვებმა ჩაანაცვლა ბოჭკოები, ფოლადის თოკებმა კი ჯაჭვები... იმის გამო, რომ ხის ხიდები არ იყო გამძლე, დაიწყეს ქვის ხიდების აგება, მოგვიანებით კი ბეტონის, რკინის ან ფოლადის ხიდების. ხიდები გახდა წყლის სტრუქტურა, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ კაცობრიობის პროგრესს ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში.

წყაროები გვეუბნებიან, რომ პირველი ხიდები ჩინეთში აშენდა, მაგრამ ამ ხიდების ნანგრევები ნაპოვნი არ არის. ამიტომ აღიარებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ყველაზე ძველი ხიდი შუმერებმა ააშენეს. ეს 5000 წლის ხიდი, რომლის ნანგრევებმაც დღემდე მიაღწია, ერაყში მდებარეობს. შუმერები ასევე პირველები იყვნენ, ვინც ფართო ადგილებზე გადასასვლელად თაღოვანი ხიდები გამოიყენეს... მაგრამ ამ საკითხში ისინი ძალიან წარმატებულები არ ყოფილან. რომის იმპერიის ინჟინრებმა გადაჭრეს სტატიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემა და ააგეს თაღოვანი ქვის ხიდები, არიან ისეთებიც, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ. ანატოლიის ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ადანაში მდებარე თაშქოფრუს ხიდი, ქერვანის ხიდი იზმირში და ჯენდერეს ხიდი ადიამანში. ეს ხიდები ასევე განიხილება რომაული პერიოდის ხიდების უძველეს ნიმუშებად მსოფლიოში.

ხიდების, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა მხოლოდ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად, დროთა განმავლობაში კომერციული და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება დაიწყეს. მე-18 საუკუნეში, როდესაც მოხდა გამოგონებები და აღმოჩენები, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა და ხელი შეუწყო ჩვენს ცხოვრებას, ხიდების გაკეთება ხისგან დაიწყეს. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ რკინის წარმოების ზრდამ საშუალება მისცა აშენებულიყო რკინის სტრუქტურული ხიდები. ამრიგად, ბევრად უფრო დიდი და გამძლე ხიდების მშენებლობები დაიწყო. დღეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი, ფართო ან ყველაზე მაღალი ხიდების მშენებლობა ძალიან ადვილია, რადგანაც მასალებიც, ტექნოლოგიაც და ცოდნაც ძალიან განვითარდა.

ანატოლიაში შესაძლებელია რომაული და ბიზანტიური პერიოდების მრავალი ხიდის ხილვა. თუმცა, თურქების ანატოლიაში მოსვლასთან ერთად ხიდების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. თურქებმა ხიდები ააშენეს ჯერ აღმოსავლეთ ანატოლიაში, შემდეგ კი ცენტრალურ ანატოლიაში. ერთ-ერთი ასეთი ხიდია, მალაბადის ხიდი... ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღოვანი ხიდი. ამას მალაბადის ხიდი 39 მეტრის თაღს უნდა უმადლოდეს. ამ სიფართოვის წარმოსადგენად ერთ მაგალითს მოგიყვანთ... სტამბოლის სულეიმანიეს მეჩეთის გუმბათი, რომელსაც მიმარ სინანი უწოდებდა "ჩემი მოწაფეობის ნამუშევარ"-ს, რომლის დიამეტრი 27 მეტრია, ადვილად მოთავსდება ამ თაღში!

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მონუმენტური ხიდი, მალაბადის ხიდი... დიარბაქირში სილვანში მდებარე ხიდი, ართუქიდების დროს იქნა აგებული. მდინარე ბატმანზე მდებარე ხიდს მგზავრებისთვის ორი ოთახი აქვს. ანუ ხიდი აშენდა არა მხოლოდ გადასვლისთვის, არამედ საცხოვრებლისთვისაც. მალაბადის ხიდი, რომელიც 900 წლის განმავლობაში ფეხზე დგას, დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეტანილი.

ოსმალეთის პერიოდში ხიდების მნიშვნელობა თანდათან გაიზარდა. ოსმალეთის ჯარები ხშირად დადიოდნენ საბრძოლველად, რადგანაც დაპყრობების გზით მიზნად ისახავდა სახელმწიფოს გაფართოებას. როდესაც მდინარე შეხვდებოდა, ამ დაბრკოლებას ხიდის აშენებით ლახავდა. სულთან სულეიმან კანონმდებლის ლაშქრობისას მოლდავეთში, ლაშქარს უნდა გადაელახა მდინარე პრუტი. იენიჩართა შორის ერთი არქიტექტორი აღმოჩნდა, რომელმაც ცამეტ დღეში ააშენა ძალიან გამძლე ხის ხიდი სრიალა ნიადაგზე. ოსმალეთის ჯარმა ეს ხიდი გადაკვეთა თავისი ჯარისკაცებით და მძიმე იარაღით. ხიდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლაშქრობის წარმატებით დასრულებაში და ხიდის არქიტექტორი სულეიმან კანონმდებელმა მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ იმ დრემდე აშენებული შენობები კარგად არ არის ცნობილი, ეს ადამიანი, რომელიც ლეგენდად გადაიქცა იმ დღის შემდეგ, არის მიმარ სინანი!

სინანი ერთ-ერთი არქიტექტორია, რომელმაც კვალი დატოვა არა მხოლოდ თურქულ არქიტექტურაში, არამედ მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში... მას უწოდებენ არქიტექტურის გენიოსს... ლე კორბუზიე მე -20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი, მას უწოდებს "ორიდან ერთ-ერთ არქიტექტორს, რომელსაც ისტორიის მანძილზე სრულად ესმოდა სივრცე"... მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად ცნობილია მეჩეთებით, მიმარ სინანს აგებული აქვს 16 სხვადასხვა სახეობის ოთხასზე მეტი ნაგებობა. ხიდებს, რომლებიც სამოქალაქო არქიტექტურის ნიმუშებია, ამ თექვსმეტ ტიპს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მიმარ სინანის პერიოდამდე ხიდები იყო სტრუქტურა, რომელზეც ადამიანები და ცხოველები და ზოგჯერ ცხენშებმული ეტლები გადიოდნენ, მათ მძიმე ტვირთის გადატანა არ შეეძლოთ. პირველად მიმარ სინანმა ააგო ისეთი ხიდები, რომლებმაც გაუძლეს ოსმალეთის არმიის მძიმე ზარბაზნებს.

სულთან სულეიმანის სახელობის ხიდი, რომელიც სტამბოლის ბუიუქჩექმეჯეს ტბაზეა აგებული, მიმარ სინანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. სინანმა ააშენა ოთხი ცალკეული ხიდი ტბის ზღვასთან დაკავშირებულ ნაწილზე გადასასვლელად. ”ეს ხიდი შედევრია ჩემს ნამუშევრებს შორის” - ამბობდა ის ამ ხიდიზე. ქირქლარელში „სინანლის ხიდი“, რომელიც შეფასებულია, როგორც "მონუმენტური", მიმარ სინანის ყველაზე დიდი თაღის სიგრძის მქონე ხიდია. ამ კვირაში ჩვენ ვსაუბრობთ ხიდების შესახებ, მაგრამ მოდით გვერდს ნუ ავუვლით მიმარ სინანის მიერ აგებულ წყლის ნაგებობას, მოღლოვას წყლის თაღს. ეს დახვეწილი, მაგრამ ბრწყინვალე თაღი მდებარეობს ქემერბურგაზში, ალიბეის მდინარეზე და იგი მსოფლიო წყლის არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრია. მიმარ სინანმა ეს ორსართულიანი თაღი, რომლის სიმაღლეც 36 მეტრია, პირამიდის ფორმის ბურჯის სისტემით გაამაგრა წყალდიდობებისგან დასაცავად. ეს თვისება მას უნიკალურს ხდის მსოფლიოში.

გეოლოგიის, ნიადაგის მექანიკისა და სტატიკის დიდი ცოდნით სინანი ზომებს იღებდა მიწისძვრების საკითხზე და ზუსტი გათვლებით მეჩეთების ჰაერის ცირკულაციას და გათბობას უზრუნველყოფდა. იგი ასევე თავის ქმნილიბებში ითვალისწინებდა აკუსტიკას და გაგკვირვებას იწვევდა ჰიდრავლიკის საკითხზე თავისი კომპეტენციით. მთელს მსოფლიოში არქიტექტორები და ინჟინრები იკვლევენ მიმარ სინანის ნამუშევრებს და აღფრთოვანებული არიან მისი დახვეწილი დიზაინით და გათვლების სრულყოფილებით.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ედირნეში მდებარე უზუნქოფრუ ყველაზე გრძელი ქვის ხიდია მსოფლიოში. ჩიფთეს ხიდი, რომელიც შავი ზღვის მღელვარე მდინარეებზე ორ სანაპიროს აკავშირებს ერთმანეთთან... თექგოზის ხიდი პირველი ხიდია, რომელიც ანატოლიელმა სელჩუკებმა ქიზილირმაქზე ააგეს... რომელ ქალაქშიდაც არ უნდა ჩახვიდეთ, აუცილებლად შეგხვდებათ ხიდი, ზოგი დიდი, ზოგიც პატარა, ზოგიც გიგანტური. ხიდები არის სამოქალაქო არქიტექტურის მაგალითი, რომელიც ავლენს მათი აშენების პერიოდის ტექნოლოგიას. მაგრამ მათი მოვალეობა არ იყო მხოლოდ ადამიანების გადასვლის უზრუნველყოფა, ისინი ასევე ჩვენი კავშირია წარსულსა და მომავალს შორის. ამ გადაცემაში ჩვენ შევეცადეთ გვესაუბრა ანატოლიაში არსებულ ხიდებსა და არქიტექტორ მიმარ სინანზე, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს. 



მსგავსი ინფორმაციები