აქტუალური თემის ანალიზი 49/2020

ფაჰრიზადეს მკვლელობა

1539092
აქტუალური თემის ანალიზი 49/2020

აქტუალური თემის ანალიზი 49/2020

ფაჰრიზადეს მკვლელობა

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

ახლო აღმოსავლეთი, ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ არქიტექტორად ცნობილი მეცნიერის, მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობამ შესძრა. 

მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ, მრავალი ბრალდება გაკეთდა და ყველა ისარი ისევ ისრაელზე მიუთითებს. საინტერესოა რა იქნება ირანის შესაძლო რეაქცია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავდასხმა მოხდა მანამ, სანამ ბაიდენი, რომელიც ირანის მიმართ შედარებით ტოლერანტული პოლიტიკით არის ცნობილი, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

თუ გავიხსენებთ უახლოეს ისტორიას, ვნახავთ, რომ ირანის ბირთვული ამბიციები სერიოზულად აწუხებდა აშშ-ს გარდა ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ირანის ბირთვული იარაღის მასშტაბების ფლობის თავიდან ასაცილებლად. ერთის მხრივ, აშშ-ს სანქციის მუქარები, მეორეს მხრივ, საბოტაჟის სხვადასხვა მცდელობები და დროდადრო მეცნიერების მკვლელობები. თუმცა ობამას პერიოდში ამ პოლიტიკაში „ფრჩხილები“ გაიხსნა და ირანთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მხარეებმა ევროკავშირის მხარდაჭერითაც შეთანხმებას მიაღწიეს. ირანი ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობასთან ერთად სხვადასხვა შეზღუდვებსაც დათანხმდა. მაგრამ ამ სიტუაციამ ვერ დააკმაყოფილა ვერც ისრაელი და ვერც საუდის არაბეთის მსგავსი სპარსეთის ყურის ქვეყნები. ისინი ირანს ბირთვული შეთანხმების გამოყენების გზით რეგიონში ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელებაში  ადანაშაულებდნენ. ამ კონტექსტში მათ დაიწყეს სერიოზული ლობისტური სამუშაოები ობამას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ მათ შედეგი მიიღეს, მანამ სანამ ტრამპი არ მოვიდა ხელისუფლებაში.

როდესაც ისრაელმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ტრამპი სათანადო საშუალებებით წაახალისეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და დაიწყო მაქსიმალური ზეწოლისა და ძალიან მძიმე სანქციების პოლიტიკის გატარება ირანის წინააღმდეგ. ირანმა კი თავის მხრივ ბირთვული პროგრამის გაგრძელებით და წინა შეზღუდვების გადალახვით უპასუხა. ისრაელისა და საუდის არაბეთის მხრიდან ზეწოლა და ძალისხმევა ტრამპზე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, უშედეგო აღმოჩნდა.

ახლა ტრამპმა წააგო არჩევნები და ბაიდენი მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც ობამას პერიოდის მსგავსი მიდგომა აქვს ირანის მიმართ.  ამ მოვლენამ ისრაელი და სპარსეთის ყურის ბლოკი ირანის კონტექსტში მნიშვნელოვნად შეაშფოთა. ვითარება, სადაც ბირთვული მოლაპარაკებები შეიძლება თავიდან დაიწყოს და ირანის წინააღმდეგ მძიმე სანქციები მოიხსნას, ამ კოალიციას ძალიან აშინებს. ასეთ პერიოდში მოხდა მეცნიერის, მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის ერთ – ერთი მთავარი არქიტექტორია. მისი მიზანია ბაიდენის მოსვლამდე დაძაბულობის გაზრდა და თუ შესაძლებელი იქნება კონფლიქტის სპირალის შექმნა, რაც ირანს აიძულებს რეაგირება მოახდინოს. ირანი კი როგორც ჩანს, განაგრძობს თავის "სტრატეგიულ მოთმინებას", მიუხედავად იმისა, რომ იგი საზოგადოების წინაშე შურისძიების რიტორიკას აყენებს. თუმცა ამ კოალიციამ შესაძლოა გადადგას ახალი ნაბიჯი ისე, რომ არ დაელოდოს ირანის პასუხს.



მსგავსი ინფორმაციები