აქტუალური თემის ანალიზი 48/2020

„ირინი“-ს სკანდალი

1535701
აქტუალური თემის ანალიზი 48/2020

აქტუალური თემის ანალიზი 48/2020

„ირინი“-ს სკანდალი        

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ორგანიზაციის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი მურათ იეშილთაში

გასულ კვირაში მოხდა სკანდალი, რომელმაც თურქეთის ევროკავშირთან და განსაკუთრებით გერმანიასთან ურთიერთობებზე სერიოზული ფორმით უარყოფითად იმოქმედა. თურქული დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი Roselina-A, რომელსაც ლიბიაში საღებავი და ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა, ოპერაცია „ირინი“-ს ფარგლებში გააჩერა გერმანულმა ფრეგატმა სახელწოდებით „ჰამბურგი“. თურქეთის ნებართვის გარეშე ფრეგატზე მყოფი სამხედროები გემზე ვერტმფრენით დაეშვნენ და ჩხრეკა ძალით ჩაატარეს.

ევროკავშირის მიერ ამ წლის დასაწყისში ლიბიის მიმართ დაწესებული იარაღის ემბარგოს შემოწმების ფარგლებში შექმნილი ოპერაცია „ირინი“-ს ცენტრში გაკეთებული განცხადების მიხედვით, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში თურქული დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემზე Roselina-A მოხდა ჩხრეკის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ დროშის მფლობელი სახელმწიფოდან ნებართვის საკითხზე პასუხი არ მოვიდა ბენღაზის პორტიდან დაახლოებით 160 მილით ჩრდილოეთით საერთაშორისო წყლებში მცურავ გემზე ავიდნენ, გემის კაპიტანმა და ეკიპაჟის წევრებმა ითანამშრომლეს და მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დროშის მფლობელი ქვეყანა ჩხრეკის წინააღმდეგი იყო, ოპერაცია შეჩერდა, გემი დატოვეს და უფლება მიეცა მის მარშრუტზე სვლა გაეგრძელებინა. განცხადების მიხედვით, ჩხრეკის დროს გაირკვა, რომ გემს რაიმე არალეგალური ტვირთი არ გადაჰქონდა.  

მედიაში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ, ისე ეპყრობიან, როგორც დამნაშავეებს. მნიშვნელოვანია ის გამონათქვამი, რომ დროშის მფლობელი ქვეყნის, თურქეთის, ნებართვის არ არსებობის გარკვევის შემდეგ ჩხრეკა შეჩერდა და გემი გათავისუფლდა. ეს იმის ღია გამოხატულებაა, რომ ისედაც დროშის მფლობელი ქვეყნის ნებართვის გარეშე გემზე ჩხრეკა ვერ ჩატარდება. ირკვევა, რომ გერმანული საბრძოლო გემის Hamburg-ის ეკიპაჟმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ჩამოთვლილი წესები არაფრად ჩააგდო და თურქული დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემზე Roselina-A არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა. დროშის მფლობელი ქვეყნის ნებართვა არ აქვთ, გემის კაპიტნის ნებართვა არ აქვთ, მეკობრეების მსგავსად გემზე ავიდნენ, უნებართვო ჩხრეკა ჩაატარეს და ბოლოს გააკეთეს განცხადება, რომ „თურქეთის ნებართვის არ არსებობის გამო ჩხრეკა შეაჩერეს და გემი დატოვეს.“

აღნიშნულ ჩარევაში გერმანული გემის მიერ საკუთარი წესების დარღვევაც რომ გვერდზე გადავდოთ, ოპერაცია „ირინი“-ს ფარგლებში, რომელსაც თურქეთი „მიზნისა და სარგებლობის კუთხით საკამათო“ და „მიკერძოებულ“ მცდელობად აფასებს, მის წინააღმდეგ სანქციის დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რადგანაც ყველამ იცის, რომ ამ მცდელობის უკან მდგომი ქვეყნების სათავეში საფრანგეთია, რომელიც ლიბიის მიმართ დაწესებულ ემბარგოს ყველაზე ხშირად არღვევს და ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მსურველთა სათავეში დგას.   

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ლიბიისათვის იარაღის ემბარგოს გადაწყვეტილების მომიზეზებით დაწყებული ოპერაცია „ირინი“-ს, საფრანგეთის მსგავსი ევროკავშირის ქვეყნების მიერ საკუთარი ინტერესების შესაბამისად დიზაინირებული აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკის გატარების საშუალებად გადაქცევას და მისთვის გერმანიის მხარდაჭერას როგორც ბერლინისთვის ასევე ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. როგორც ჩანს, ევროკავშირი, რომელმაც 2004 წლის 1 მაისს მცდარი ფორმით სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობა ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პრობლემების ნაწილი გახადა, ახლა ლიბიის საკითხზეც იგივე მცდარი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები