26 აგვისტო ისტორიაში

26 აგვისტო ისტორიაში

1479151
26 აგვისტო ისტორიაში

26 აგვისტო ისტორიაში

 

1071 წლის 26 აგვისტოს, სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანსა და ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ IV დიოგენეს შორის მალაზგირთში (მანასკერტი) ბრძოლა დაიწყო. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლად მიჩნეული მალაზგირთის ბრძოლა ალფ-არსლანის გამარჯვებით დასრულდა.

 

1922 წლის 26 აგვისტოს თურქეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის მთავარი „დიდი იერიში“ დაიწყო და მუსტაფა ქემალ ფაშას სარდლობით თურქეთის არმიამ საბერძნეთის არმია დაამარცხა და 9 სექტემბერს იზმირს მიაღწია.

 

1972 წლის 26 აგვისტოს, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-მ, პირველი  საზღვარგარეთული პირდაპირი ტრანსლაცია მიუნხენის ოლიმპიადიდან განახორციელა. ეს ოლიმპიადა დაუვიწყარია 11 ებრაელი სპორტსმენის დაღუპვითა და ამერიკელი მცურავის მარკ სპიტცის მიერ 7 ოქროს მედლის მოგებით.

 

1974 წლის 26 აგვისტოს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი, რომელმაც დედამიწაზე დაუშვებლად პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.

 


საკვანძო სიტყვები: #26 აგვისტო , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები