აქტუალური თემის ანალიზი 34/2020​​​​​​​

თურქეთის ბრძოლა PKK-ს ტერორთან​​​​​​​

1476429
აქტუალური თემის ანალიზი 34/2020​​​​​​​

აქტუალური თემის ანალიზი 34/2020

თურქეთის ბრძოლა PKK-ს ტერორთან​​​​​​​

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნი

 

ერაყში ზედიზედ მოკლული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ლიდერების შესახებ პრესაში ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, როგორც ჩანს, თურქეთმა დაიწყო ტერორიზმან ბრძოლში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შეცვლილი სტრატეგიის ნაყოფის მიღება. 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა უსაფრთხოების ახალი დოქტრინით საფრთხის საძირკველშივე განადგურების სტრატეგია გაატარა და ამავდროულად ადგილობრივი შესაძლებლობებით შექმნილი ახალი ტექნიკური უნარებით და ძლიერი სადაზვერვო ინფრასტრუქტურით PKK ისე დაასუსტა, როგორც არასდროს.

თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია  PKK-ს წინააღმდეგ სრული პრესის სტრატეგიით ძალიან აგრესიულ ბრძოლას აწარმოებს. მან, ტერორისტული ორგანიზაციის თურქეთში, ერაყსა და სირიაში არსებობაზე მუდმივად ზეწოლის, ლიდერების კადრებზე თავდასხმის და სარდლობის კონტროლის სტრუქტურის დასუსტების მოქმედების სტილი შეიმუშავა. თურქეთმა 15 ივლისის შემდეგ ოპერაცია „ევფრატის ფარი“ და  საზღვრის მიღმა ოპერაციები დაიწყო, ოპერაციებით „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“, „სტაბილურობა“ და ამჟამადაც მიმდინარე „კლანჭი- ვეფხვით“ ტერორისტულ ორგანიზაციას ერაყ-სირიაში ტერიტორიებს ართმევს, ზეწოლას ახორციელებს და მისი მოქმედების უნარის მინიმალიზებას ახდენს. თურქეთმა უფრო ადრე საზღვრის მიღმა ჩატარებული ოპერაციების დასრულების შემდეგ ამ რეგიონებიდან გასვლიასას, მუდმივი კონტროლის დამყარებით ტერორისტული ორგანიზაციის მიერ შევსება-დაცვლისათვის ხელის შეშლა დაიწყო.

ამ ყველაფერთან ერთად თურქეთმა უკვე უფრო ეფექტურად დაიწყო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერბზე თავდასხმა და სარდლობის კონტროლის სტრუქტურის სტრატეგიით განეიტრალებას ცდილობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში KCK–ს აღმასრულებელი საბჭოს ბევრი წევრი, ასევე თურქეთში, ერაყსა და სირიაში საველე მეთაურების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანეიტრალეს. აქ ეფექტურ  დაზვერვასთან ერთად დიდი გავლენა აქვს თურქეთის საკუთარი შესაძლებლობებით შექმნიილ უპილოტო საფრენ აპარატებს.

თურქეთში შექმნილმა TB2 და Anka-ს მსგავსმა შეიარაღებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედების შესაძლებლობა თითქმის დაასრულა და უდიდესი დარტყმა მიაყენა ტერორგანიზაციის მოტივაციას. თურქეთში ამჟამად არსებული ტერორისტების რიცხვი სამასის ფარგლებში შემცირდა, ტერორისტული ორგანიზაცია დაცვაზე გადავიდა ერაყსა და სირიაში, ხოლო მოქმედებისა და თავდასხმის მოწყობის უნარი დიდწილად დაკარგა. 



მსგავსი ინფორმაციები