5 აგვისტო  ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

1247576
5 აგვისტო  ისტორიაში

1583 წლის 5 აგვისტო -  ინგლისელმა მკვლევარმა ჰამფრი გილბერტიმ ჩრდ. ამერიკაში პირველი ინგლისური კოლონია დაარსა. აღნიშნული ტერიტორია დღეისათვის ნიუფაუნდლენდის სახელით არის ცნობილი.

1858 წლის 5 აგვისტო - აშშ-სა და ევროპას შორის პირველი ტრანსატლანტიკური ტელეგრაფის კაბელი იქნა გაყვანილი.

1921 წლის 5 აგვისტო - თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული კანონით მუსტაფა ქემალ ფაშა (ათათურქი) ამ ქვეყნის არმიის მთავარსარდლად იქნა დანიშნული.

1944 წლის 5 აგვისტო - რუმინეთიდან გასული და ნაცისტების მიერ გატაცებული ებრაელებით სავსე გემი,  დაუდგენელი წყალქვეშა ნავის მხრიდან,  შავ ზღვაში ჩაძირულ იქნა. ამ დროს 372 ადამიანი დაიღუპა.

…      

1949 წლის 5 აგვისტო - ეკვადორში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50 სოფელი დაინგრა და 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

1962 წლის 5 აგვისტო -  ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მსახიობთაგან მერილინ მონრო ჰოლივუდში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით,  დადგინდა, რომ 36 წლის მონრომ თავი მოიკლა.

1962 წლის 5 აგვისტო - ნელსონ მანდელა დააპატიმრეს. 28 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი ციხიდან 1990 წელს გაათავისუფლეს.

…      

1971 წლის 5 აგვისტო - თურქეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ოფიციალურად სცნო.

1998 წლის 5 აგვისტო - ბულგარეთის დიდი ხნის მანძილზე დიქტატორული მეთოდით მმართველი, ტოდორ ჟივკოვი სოფიაში გარდაიცვალა.

 


საკვანძო სიტყვები: #5 აგვისტო , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები