16 მაისი ისტორიაში

16 მაისი ისტორიაში

1201181
16 მაისი ისტორიაში

16 მაისი ისტორიაში

1919 წლის 16 მაისს მუსტაფა ქემალ ფაშა განმანთავისუფლებელი ბრძოლის დასაწყებად სტამბოლიდან სამსუნში გაემგზავრა.

 

1929 წლის 16 მაისს დღევანდელი სახელით ოსკარის, კინო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯილდოების გადაცემა ლოს ანჯელესში დაიწყო. საუკეთესო ფილმის ჯილდო უხმო ფილმმა 'Wings'-მა დაიმსახურა. ჯილდოს ოსკარის სახელით 1931 წლიდან იცნობენ.

 

1926 წლის 16 მაისს ოსმალეთის სახელმწიფოს 36-ე და ბოლო ფადიშაჰი და 115-ე მუსლიმი ხალიფა მეჰმედ მეექვსე ვაჰდეთთინი იტალიაში გულის შეტევის შედეგად, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

1952 წლის 16 მაისს ინგლისში ქალებისათვის თანაბარი ანაზღაურების გაცემა დაკანონდა.

 

1969 წლის 16 მაისს საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „ვენერა 5“ პლანეტა ვენუსის ატმოსფეროში შევიდა.

 

1975 წლის 16 მაისს იაპონელი იუნკო ტაბეი გახდა პირველი ქალი მთასვლელი, რომელიც ევერესტზე ავიდა.  



მსგავსი ინფორმაციები