აქტუალური თემის ანალიზი 19/2020

დაეში კორონას პერიოდში ხელმეორედ აღდგენას ცდილობს

1413435
აქტუალური თემის ანალიზი 19/2020

აქტუალური თემის ანალიზი 19/2020

დაეში კორონას პერიოდში ხელმეორედ აღდგენას ცდილობს

 

ბოლო კვირების განმავლობაში ერაყსა და სირიაში ტერ-ორგანიზაცია დაეში-ს თავდასხმები საგრძნობლად მოიმატა…

თემასთან დაკავშირებით  პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, დოცენტი მურათ იეშილთაშის შეფასებებს გთავაზობთ...

შეიძლება ითქვას, რომ ამ ამაღლების უკან ტერ-ორგანიზაცია დაეში-ს სტრატეგია გახლდეთ. ტერ-ორგანიზაცია კორონავირუსს, ახალი თავდასხმების ორგანიზებისთვის იყენებს, რათა მისი მიმდევრების მოტივაცია  და  განმტკიცება შესძლოს, რომ იგი ალტერნატიული მოთამაშეა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და აზიის არამდგრადი რეგიონებისთვის. ეს,  უდაბნოს პარტიზანულ სტრატეგიადაც შეიძლება შეფასდეს.  ეს სტრატეგია, შესაძლოა ასევე ტერ-ორგანიზაცია დაეში-ს მხრიდან მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილის დაბრუნების სტრატეგიადაც იყოს.

ტერ-ორგანიზაცია დაეშ-ს კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რის გამოც მრავალ რეგიონში არასტაბილურობაა შექმნილი, ხელმეორედ აღდგენის სურვილი გაუჩნდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, დაეშ-მა  ოპერაციები ავღანეთში, დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ აფრიკაში, საჰელში, ეგვიპტეში და იემენში დააჩქარა, რადგან მისი უსაფრთხოების პრაქტიკის შესაძლებლობები  მსოფლიოს დანარჩენ კუთხეებში საგრძნობლად  შესუსტდა. ერაყში, მალდივებში და ფილიპინებში თავდასხმებიდან ასევე ჩანს, რომ ეპიდემიით გამოწვეული უფსკრული გამოიყენოს. ამ ქვეყნების გარდა, მან ასევე, აგრესიულად გამოაცხადა დასავლეთზე თავდასხმის შესახებ აზრი.

დაეშ-მა, კორონას პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის გამო   ტერორისტული თავდასხმების ახალ სტრატეგია დაისახა და ამისათვის შესაბამისი გეგმებიც შეიმუშავა. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით, ერაყსა და სირიაში მათ წინააღმდეგ კოალიციური ძალების მიერ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალების ელემენტებთან ერთად განხორციელებული ოპერაციების ცვლილებების შემდეგ გახდა ცნობილი. ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაიწყო ამ სიტუაციის სწრაფად გამოყენება და ამით, მან ხელახლა შეასრულა ადაპტაციის ახალი სტრატეგია, რომელიც მან  ტერიტორიის გარეშე-ხალიფატის პერიოდის შემდეგ გაატარა. მაშინ როდესაც საფრანგეთი, ერაყთან  ჯარების გაყვანის თაობაზე შეთანხმებას აფორმებდა, აშშ ზოგიერთ სამხედრო ბაზას ათავისუფლებდა და წვრთნებს აჩერებდა, ერაყში დაეში-ს მიერ თავდასხმების სერიამ სწორედ მაშინ იმატა. მეორეს მხრივ, დაეში ასევე სირიაშიც YPG-SGD-ის კონტროლის ქვეშ მყოფ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერაყში გატარებული სტრატეგიის მსგავსი სტრატეგიით მოქმედებს. ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ზრდა ერაყში ხდება, სუნიტურ არაბულ მიწებზე, რომელიც გავრცელებულია ფართო გეოგრაფიულ მხარეში. თავდასხმებთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ამ ყველაფერს ნათელყოფს.

2020 წლის აპრილის განმავლობაში, ტერორისტულმა ორგანიზაცია  დაეშ-მა გამოაქვეყნა ორი ინფოგრაფიკა, სახელწოდებით („მეომრების მოსავალი“), რომელშიც შეჯამებულია მისი საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.  2020 წლის 2-8 აპრილს, გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა მოიცავს ამ პერიოდში განხორციელებულ 60 განსხვავებულ თავდასხმას. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი თავდასხმები მიუხედავად იმისა, რომო დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში განახორციელეს, ერაყსაც სერიოზული ზიანი მიაყენეს. 2020 წლის 9-15 აპრილს, ტერ-ორგანიზაცია დაეშ-მა უფრო გლობალური შინაარსის ინფოგრაფიკა გამოაქვეყნა. ამ ხნის განმავლობაში მთლიანობაში 49 თავდასხმა განახორციელა, რომელთაგან 33 მხოლოდ ერაყში იქნა შესრულებული.

ერაყში თავდასხმები სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც კორონავირუსის გამო კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული. ამასთან, ერაყში ხელისუფლების ტერიტორიის გარშემო არსებული კონფლიქტების გამო წარმოქმნილი არასტაბილურობა, პანდემიის გამო  ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება და აშშ-ის ცვალებადი პოზიცია,  დაეშ-ს უქმნის საფუძველს დაკარგულ პოზიციებზე კონტროლი ხელმეორედ დაამყაროს. როგორც უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშებშია აღწერილი, დაეშ-ს ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე 3000-მდე ბოევიკი ჰყავს. სირიის საპყრობილეებიდან გაქცეული დაახლოებით 500-მდე დაეში-ს ბოევიკი, რომლებიც ამჟამად ერაყში აფარებენ თავს, ახალი ტერორისტული საქმიანობების განსახორციელებლად საკმარის რაოდენობად მიიჩნევიან. კორონას გავრცელებამდე, დაეში-ს მიერ თვიურად განხორციელებული თავდასხმების რაოდენობა, ყველაზე მეტი 20-ით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად იმისა რომ თავდასხმების  უმრავლესობა ერაყში ხორციელდებოდა, მაღალი საფრთხის შემცველ კატეგორიიდან იქნენ აღიარებული. 

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ დაეშ-მა თავდასხმების სტრატეგიაც შეცვალა და ადგილობრივების დაშინებების ნაცვლად, უფრო ბუნდოვანი თავდასხმების სტრატეგიას მიმართა. პანდემიის შემდეგ ტერორისტულმა დაჯგუფებამ პოლიციელებზე და სამხედროებზე ხელნაკეთი ბომბებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა. შესაძლოა, თავდასხმების სტრატეგიის შეცვლის მიზეზთგან ერთ-ერთი 2019 წელს აშშ-ს მხრიდან მოკლული აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ ლიდერის პოზიციაზე დანიშნულ,  აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაიშის გავლენის გაძლიერება გახლავთ.

ტერ-ორგანიზაცია დაეშ-მა მსგავსი თავდასხმების რაოდენობა,  როგორც ერაყში ასევე სირიაშიც გაზარდა. სირიაში მსგავსი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდასხმა 9 აპრილს სუქას რაიონთან რეჟიმის ძალების მიმართ განხორციელებული თავდასხმა გახლდათ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ თავდასხმის დროს სულ მცირე რეჟიმის 32 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდასხმის შემდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს კი დაეში-ს 26 ბოევკი იქნა ლიკვიდირებული. ასევე დაკვირვებებიდან ნათელი ხდება, რომ დაეში-ს  ახალი  სტრატეგია, წინასწარ დანაღმული ბომბის აფეთქება, ჩასაფრება, ხელნაკეთი ბომბით და შეიარაღებული თავდასხმების სტატეგიაც აქვს შემუშავებული რათა, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი გამოიყენოს და დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნოს - წერს  პოლიტიკის, ეკონომიკისა  და  საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, დოცენტი მურათ იეშილთაში.


საკვანძო სიტყვები: #აღდგენა , #კორონავირუსი , #დაეში

მსგავსი ინფორმაციები