4 მარტი ისტორიაში

4 მარტი ისტორიაში

1371254
4 მარტი ისტორიაში

4 მარტი ისტორიაში

 

1193 წლის 4 მარტს ეგვიპტისა და სირიის სულთანი, აიუბიდების სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი სელაჰათთინ აიუბი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. სელაჰათთინ აიუბმა 1187 წელს იერუსალიმი ჯვაროსნებისგან გაანთავისუფლა და 88 წლიან მათ ბატონობას ბოლო მოუღო.

 

1923 წლის 4 მარტს თურქეთის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის მითითებით დაწყებული იზმირის ეკონომიკური კონგრესი დასრულდა. კონგრესზე გადაწყდა, რომ რესპუბლიკის რეჟიმის ეკონომიკური მოდელი სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობაზე დამყარებული შერეული მოდელი იქნებოდა.            

                       

1964 წლის 4 მარტს თურქეთის მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კვიპროსში „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. სამშვიდობო ძალებმა 27 მარტს მისიის შესრულება დაიწყო.

                                          

1981 წლის 4 მარტს თურქეთის ატაშე პარიზში რეშათ მორალი და სასულიერო პირი თეჯელი არი სომხური ტერ-ორგანიზაცია ASALA-ს მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

                                          


საკვანძო სიტყვები: #4 მარტი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები