27 იანვარი ისტორიაში

27 იანვარი ისტორიაში

1347490
27 იანვარი ისტორიაში

1937 წლის 27 იანვარს პირველი მსოფლიო ომის შედმეგ დაკარგული და სირიის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსის მქონე ჰათაის ოლქს,  ერთა ლიგამ დამოუკიდებლობა მიანიჭა. 1936 წელს სირიის, საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თურქეთის მხრიდან საფრანგეთზე განხორციელებული ზეწოლით ჰათაის ოლქზე დამოუკიდებლობის მინიჭება განხორციელდა. 1938 წლის 12 სექტემბერს ჩამოყალიბებული ჰააის რესპუბლიკა, 1939 წლის  23 ივნისს თურქეთის რესპუბლიკას  შეუერთდა.

1958 წლის 27 იანვარს კვიპროსში ათასობით თურქმა, კუნძულის თურქულ და ბერძნულ მხარედ გაყოფის მოთხოვნით აქცია გამართა. დიდი ბრიტანეთის ჯარებმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც 8 თურქი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.

1967 წლის 27 იანვარს აპოლო ერთი აფეთქდა. აპოლო ერთი ამერიკის მიერ მთვარის გამოკვლევის მიზნით დაწყებული პროგრამის პირველი საფეხური იყო. სამწუხაროდ აპოლო ერთი ჯერ კიდევ დედამიწაზე ტესტირების დროს აფეთქდა და სამი ასტრონავტი დაიღუპა.

1973 წლის 27 იანვარს, თურქეთის ლოს-ანჯელესის გენერალური კონსული მეჰმედ ბაიდარი და საკონსულოს პერსონალი,  ბაჰადირ დემირი სომხური ტერ-ორგანიზაცია, ASALA-ს წევრის წარმოშობით სომეხი, აშშ-ს მოქალაქე გურგენ იანჩკიანის  მხრიდან იქნენ მოკლული.

 

 


საკვანძო სიტყვები: #27 იანვარი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები