2 იანვარი ისტორიაში

2 იანვარი ისტორიაში

1332933
2 იანვარი ისტორიაში

 

1951 წლის 2 იანვარს, თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს,  რომლის დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი გახლავთ,  დროებითი წევრი გახდა. თურქეთი გაეროს უშიშროების  საბჭოში 1954-1961-2009 და 2010 წლებში დროებითი წევრი გახლდათ.

1975 წლის 2 იანვარს, თურქეთის რადიოებმა TRT1, TRT2 და  TRT3-მა მაუწყებლობა დაიწყეს.

                                  

1971 წლის 2 იანვარს საზარელი ტრაგედია მოხდა ფეხბურთის ისტორიაში. შოტლანდიაში  „რეინჯერსი“ თავის უპრინციპულეს მეტოქე, „სელტიკს“ მასპინძლობდა და პირველი ტაიმს  0-1-ს აგებდა რა,  იმედგაცრუებული გულშემატკივრები  სტადიონის დასატოვებლად ემზადებოდნენ,  თუმცა მოულოდნელად „რეინჯერებმა“ ანგარიში გაათანაბრეს, გახარებულმა ქომაგებმა სტადიონზე დაბრუნება გადაწყვიტეს მაგრამ გზად სხვა გულშემატკივრების ნაკადს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მასობრივი ჭყლეტა დაიწყო. გარდაიცვალა 66 ადამიანი, 200-ზე მეტმა კი   მძიმე დაზიანება მიიღო.

            

2016 წლის 2 იანვარს ირანსა და საუდის არაბეთს შორის „სიკვდილით დასჯის“ კრიზისი წარმოიქმნა. საუდის არაბეთის მთავრობამ 57 წლის შიიტი მოლას ტერორიზმის ბრალდებით სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო, რის საპასუხოდაც ირანში საუდის არაბეთის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა და თეირანში, საუდის არაბეთის საელჩო გადაწვეს.

                                   


საკვანძო სიტყვები: #2 იანვარი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები