„კუთხე-კუნჭული“ 47/2019

„კუთხე-კუნჭული“ 47/2019

1322481
„კუთხე-კუნჭული“ 47/2019

„კუთხე-კუნჭული“ 47/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

დღევანდელ მსოფლიოში საკვები პროდუქტის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ე.წ. ორგანულ საკვებზე. ჩვენ გადაცემებში არაერთხელ გქვონია ჯანმრთელ, ბიოლოგიურად სუფთა საკვებზე საუბარი, თუმცა მხოლოდ ცალკეული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით შემოვიფარგლებოდით. დღეს მინდა ორიოდე სიტყვით ზოგადად ამ საკითხის შესახებ ვისაუბროთ. რა არის ორგანული საკვები და მასზე მოთხოვნილების გაზრდა რამ გამოიწვია?

ალბათ, ურიგო არ იქნება თუკი სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ და ვიტყვი, რომ ასეთ საკვებ პროდუქციაზე ყურადღება საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს გამახვილებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მათ ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულის ბინადრობის თეორიაშია დარწმუნებული. მაგრამ მსგავს პროდუქციაზე მოთხოვნილებას მაინც ფასი განაპირობებს და როგორც ვიცით ორგანული საკვების ღირებულება კონვენციურისას ორჯერ აღემატება.

დავუშვათ გადავწყვიტეთ სწორი, ჯანსაღი და უკვე ტრენდად ქცეული სიტყვა რომ მოვიშველიოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით კვება, მაშინ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ საკვები გმო-ს და სასუქების გარეშეა მოყვანილი. ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი საკვები უფრო მეტ ვიტამინებსა და სიცოცხლის გასახანგრძლივებელ აუცილებელ ელემენტებს შეიცავს. ევროკავშირის სტანდარტებზე ერთი თვალის შევლებაც კი კმარა იმისათვის, რომ წარმოვიდგინო, ჩვენი წინაპრები სრულად დააკმაყოფილებდნენ იმ პირობებს, რასაც დღეს საერთაშორისო კანონმდებლობა ბიომეურნეობაზე სერთიფიკატის სახით გასცემს. ვგულისხმობ შემდეგს: მაგალითისათვის საქართველოში, სულ რაღაც სამი თაობით ადრე გლეხები, რომელთა სამეურნეო საქმიანობაც დღევანდელი ტერმინით მცირე მეწარმეობის ჩარჩოში ჯდება, მიწას ყოველი სამი წლის თავზე ასვენებდნენ ხოლმე. დასვენებულო მიწა კი მომავალი წლიდან უფრო ბარაქიან მოსავალს იძლეოდა. იმის გამო, რომ ორგანულ საკვებზე საუბრისას, უმეტესწილად ბოსტნეულსა და ხილს ვგულისხმობთ, რაც მიწათმოქმედებასთან უშუალოდ კავშირშია, ამიტომაც მიწის ვარგისიანობას და ქიმიური დანამატებისგან მთლიანად დაცლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოშიც და თურქეთშიც თავად ვარ იმის მოწმე, რომ ღია ბაზრებში, სადაც პროდუქციას გადამყიდველი გლეხისგან იძენს, მყიდველზე ასაღებს როგორც ორგანულს. თუმცა ფაქტი ერთია: ჩვენი საუკუნე, რომელიც ყველაფერს ამბალაჟს აკრავს, ორგანულ საკვებთან დამოკიდებულებაშიც მეტად მკაცრია და მხოლოდ რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად გაცემული სერტიფიკატის დამოწმებით ამა თუ იმ პროდუქტს „ეკო“ს ანუ ეკოლოგიურად სუფთას ეტიკეტს აწებებს. ასეც უნდა იყოს, მაგრამ ორგანული საკვების ერთადერთი წყარო სოფელი, ამ ეტიკეტის მიღებას ხშირ შემთხვევაში ვერ იმსახურებს, რადგანაც ამინდზე და სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულ მოსავლიანობის ვარგისიანობას ჰორმონებითა და ქიმიური დანამატებით აშველებს ხელს.  

ამიტომაც მათ ვისაც ორგანული საკვებით სიცოცლხლის გახანგრძლივება სურს, ისღა დარჩენია ეტიკეტებს მიაჩერდეს. გლეხი ისევ წაგებული რჩება, რადგანაც ძირეულად სუფთა პროდუქციის მოყვანა დიდ ხარჯებთან და ბევრ მუშა ხელთანაა დაკავშირებული. ვთქვათ, გლეხმა სერთიფიცირებული სუფთა თესლი შეიძინა, სათბურში დათესა, თუმცა მცენარეს დაავადება შეეყარა და გლეხი დაავადებასთან საბრძოლველად ქიმიურ წამალს ვერ გამოიყენებს. ან კიდევ თუკი გლეხი მცირე მეწარმეც არის ამავე დროს, და მოყვანილი პროდუქციის დიდ მანძილზე ტრანსპორტირება დასჭირდება, ვერც ამაში გაუღიმებს ბედი, რადგანაც ორგანულ პროდუქციას მალე ფუჭებადი თვისება აქვს.

გამოსავალი, ალბათ, ისევ სახელმწიფო პროგრამაშია, რომელიც მოსახლეობაში ორგანული საკვების აუცილებლობის მენტალობას ჩამოაყალიბებს და ამავე დროს ორგანული საკვების რეალიზაციისათვის მეწარმეებს ხელს შეუწყობს. თურქეთში, ამ საკითხს „სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველების“ სამინისტრო აგვარებს, რომლის მიერ გაცემული ამბალაჟი ასეთ ინფორმაციას შეიცავს: „ორგანული მეურნეობა - თურქეთის რესპუბლიკა“. ეს უკვე ეკო-პროდუქციის ნამდვილობის გარანტია.

 



მსგავსი ინფორმაციები