19 მარტი ისტორიაში

19 მარტი ისტორიაში

1165881
19 მარტი ისტორიაში

1406 წლის 19 მარტს ცნობილი მუსლიმანი მეცნიერი იბნ-ი ჰალდუნი გარდაიცვალა. იბნ-ი ჰალდუნი ტუნისში დაიბადა და აქ მან ყურანთან ერთად არაბული ენა და ისლამის სამართალი მამისგან ისწავლა. ამის შემდეგ იგი ალჟირში და მონაკოში მოგზაურობის პერიოდში ფიყჰი, (ისლამური სამართლის თეორიული და პრაქტიკული გამოყენების კანონმდებლობა) ლიტერატურა და ლოგიკა შეისწავლა და ახალგაზრდულ ასაკში პოლიტიკაში ჩაერთო. სოციოლოგიის, ისტორიის და სხვა მეცნიერების ჩამომყალიბებელი ჰალდუნი ეგვიპტეში გარდაიცვალა და მისი ნეშტი იქ ასვენია.

1452 წლის 19 მარტს ფრიდრიხ III გახლდა ბოლო რომის იმპერატორი, რომელსაც გვირგვინი პაპმა დაადგა.  

1866 წლის 19 მარტს ოსმალეთის მთავრობამ სუეცის არხის გახსნას ნება დართო.

1883 წლის 19 მარტს ფეხსაცმლის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა განხორციელდა. ერთ-ერთმა ამერიკელმა ფეხსაცმლის მეწაღემ, ჟან ერნესტ მათზელიგერმა გამოიგონა მანქანა, რომელსაც მთლიანი ფეხსაცმლის წარმოება შეეძლო. ეს კი ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში ისტორიული მოვლენა იყო. მათზელიგერის მიერ გამოგონებულ მანქანას ერთი ფეხსაცმლის სამ წუთში დამზადება შეეძლო. ამით კი ფეხსაცმლის ღირებულება შემცირდა.

1915 წლის 19 მარტს მზის სისტემის პლანეტებიდან პლუტონის პირველი სურათი იქნა გადაღებული.

კარგად ბრძანდებოდეთ....


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #19 მარტი

მსგავსი ინფორმაციები