1 თებერვალი ისტორიაში

1 თებერვალი ისტორიაში

1136604
1 თებერვალი ისტორიაში

1964 წლიდან საფრანგეთში დევნილობაში მყოფი ირანის ისლამური რევოლუციის სულიერი ლიდერი, აიათოლა ხომეინი 1979 წლის 1 თებერვალს თეირანში დაბრუნდა, სადაც მას ხალხმრავალი ცერემონიით დახვდნენ. მისი ხელმძღვანელობით ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რითაც ბოლო წერტილი დაესვა ირანის ბოლო შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის რეჟიმს

...

თურქეთის სუპერლიგაში 1988-1989 წლების საფეხბურთო სეზონში 39 გოლის გამტანი გალათასარაელი თანჟუ ჩოლაქი, ევროპის ბომბარდირიც გახდა და 1989 წლის 1 თებერვალს, ქალაქ მონტე კარლოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მას “ოქროს ბუცი" გადაეცა. თანჟუ გახდა პირველი თურქი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბუცი მოიპოვა

...

თურქეთში როკ მუსიკის ერთ-ერთი პიონერთაგანი ბარიშ მანჩო 1999 წლის წლის 1 თებერვალს გულის შეტევის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი ავტორია 200-ზე მეტი სიმღერისა და მიღებული აქვს თორმეტი ოქროსა და ერთი პლატინის ალბომისა და კასეტის ჯილდოები. მისი ზოგიერთი სიმღერები მსოფლიოს მრავალ ენაზე იქნა შესრულებული. წლების განმავლობაში ბარიშ მანჩოს წარმატებით მიჰყავდა მრავალი სატელევიზიო პროგრამა.

კარგად ბრძანდებოდეთ...


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #1 თებერვალი

მსგავსი ინფორმაციები