არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია გაზეთში Daily Sabah 06.10.2018

1065471
არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია გაზეთში Daily Sabah 06.10.2018

მშვიდობის, როგორცმარადიულიღირებულებისმიღწევაშესაძლებელიამხოლოდმაშინ, როდესაცისეფუძნებასამართლიანობას. ყველასხვავარიანტიგანწირულიაწარუმატებლობისთვის.

2012 წელში, სირიის ომის გაშუქების დროს, ასთმის შეტევის შედეგად დაღუპულმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა, ენტონი შადიდმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში და მუსულმანურ სამყაროში, სადაც არ უნდა წახვიდეთ, მუდმივად მოისმენთ ერთს სიტყვას და ეს არ არის დემოკრატია, სამოქალაქო უფლებები ან თავისუფლება, ეს არის "სამართლიანობა". ეს არ არის შემთხვევითი დაკვირვება. იგი პრობლემაზე ყურადღებას არა მხოლოდ მუსლიმურ ტერიტორიებზე არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამახვილებს. იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ იდეას, რომ არ არსებობს მშვიდობა, არც წესრიგი და არც უსაფრთხოება სამართლიანობის გარეშე.

განვიხილოთ პალესტინის საკითხი. იგი თანამედროვე ისტორიის ყველაზე გრძელვადიანი ოკუპაციაა. პალესტინის ხალხის საგას მე-20 საუკუნის ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ კონფლიქტში ანალოგი არ აქვს. 1948 წლიდან მოყოლებული უამრავი ინიციატივით ცდილობენ ამ კონფლიქტის მოგვარებას. ამ საკითხის გამო ერებმა ომის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ვერც ერთმა სამშვიდობო ინიციატივამ კონფლიქტი ვერ დაასრულა. რატომ? ისრაელის პროპაგანდისტების განცხადებების საპირისპიროდ ამის მიზეზი პალესტინელების და არაბების მშვიდობით არ დაინტერესება ან ისრაელის მიერ მშვიდობის დამყარებისათვის პარტნიორის ვერ პოვნა არაა. მიზეზი ის არის რომ ე.წ. სამშვიდობო წინადადებებს პალესტინელებისთვის ყოველთვის აკლდა სამართლიანობის ძირითადი ელემენტები. პალესტინის მიწების გაყოფა და პალესტინელების ისრაელის უსაფრთხოებისთვის ძირითადი უფლებების გარეშე დატოვება, იმის გამო რომ სამართლიანობას არ ეფუძნება, ვერ შესძლებს ხანგრძლივი მშვიდობის მოტანას. მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ პალესტინელების უფლებების აღიარებით, პალესტინელებისადმი თანაბარი და სამართლიანი მოპყრობით იქნება შესაძლებელი. ამ ფაქტს ვერც ერთი  უსაფრთხოების საკითხი ან პოლიტიკური ვალდებულება ვერ შეცვლის.      

სირიის ომი კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული. სირიის რეჟიმმა შესაძლოა განაცხადოს, რომ თავისი მოკავშირეების დახმარებით ომი მოიგო. მაგრამ ეს ვითარება შედეგს სამართლიანს ან ლეგიტიმურს ვერ გახდის. რეჟიმის სირცხვილს მოკლებული, სირიის ოპოზიციის არენიდან და  მოლაპარაკებების მაგიდიდან წაშლის მცდელობები სირიას მშვიდობას ან სტაბილურობას არ მოუტანს. ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა სირიელს სამართლიანად და თანაბრად მოეპყრობიან.

იგივე პრინციპი ვრცელდება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მზარდ უფსკრულზეც. ის ფაქტი, რომ დღევანდელი ეკონომიკური სისტემა მდიდარ ქვეყნებს კიდევ უფრო ამდიდრებს და ღარიბებს სიღარიბის უძირო უფსკრულში ითრევს, სამყაროს უკეთეს ვერ გახდის.   

ისლამური ინტელექტუალური ტრადიციის თანახმად, სამართლიანობა ნიშნავს "რამეს მათ სწორ ადგილზე დადებას." ყველაფრის თავის ადგილზე დადება, სამართლიანად მოპყრობას ნიშნავს. იგი სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიის განურჩევლად ყველას უფლების აღიარებაა. უნივერსალური პრინციპი საზოგადოებას აერთიანებს. როგორც სოციალურ-პოლიტიკური პრინციპი წესრიგს და სტაბილურობას იცავს.    

ამ ფართო გაგებით, მშვიდობა არ შეიძლება იყოს ომის არარსებობა, რადგანაც კონფლიქტის დროებით თავიდან აცილება საკმარისი არ არის მშვიდობის მისაღწევად. მას უნდა ჰქონდეს სხვა ელემენტები, რომლებიც მშვიდობას სამუდამოს გახდის. ზოგიერთი მეცნიერის "პოზიტიური მშვიდობის" სახელწოდების მიდგომის შემცველი ეთიკური და პოლიტიკური პრინციპების მეშვეობით შეიძლება მშვიდობა მუდმივი გახდეს და შეიძლება ყველას უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანოს. ეს კი ჩვენ სამართლიანობის პრინციპთან გვაბრუნებს.

ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი თემა სტამბოლში 3-4 ოქტომბერს გამართულ TRT- ს მსოფლიო ფორუმზე სახელწოდებით "მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა დანაწევრებულ სამყაროში".  ფორუმზე, რომელშიც მსოფლიო ლიდერები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ, სულ უფრო ქაოტურ და უწესრიგო მსოფლიოში, მშვიდობის, წესრიგის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საკითხებზე ძლიერი მესიჯები გავრცელდა. ფორუმის დახურვის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა მშვიდობიან სამყაროს წესრიგს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ემყარება. პრეზიდენტმა გაეროს ახლანდელ სტრუქტურაზე, თურქეთის ევროკავშიში გაწევრიანების, სირიის ომსა და პალესტინის კონფლიქტზე, თურქეთის არა მხოლოდ ძლიერი და მდიდარი ერის არამედ მსოფლიოს ყველა ერისთვის მშვიდობასა და სამართლიანობაზე დამყარებულ გლობალურ სამშვიდობო დიპლომატიაზე ისაუბრა.    

ამ სამყაროში, სადაც იზრდება ურთიერთდამოკიდებულება, არავინაა უსაფრთხოდ მანამ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ არის. მანამ, სანამ სიმდიდრე თანაბრად არ იქნება განაწილებული, ვერც ერთი ერი ვერ იქნება სრული გაგებით კეთილდღეობაში. სამართლიანობას მოკლებული მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო ყველასთვის. ის მხოლოდ უფრო მეტ კონფლიქტსა და ტანჯვას წარმოქმნის. და ეს ყველას სახიფათოდ და არასაიმედოდ ქმნის.

მშვიდობის, როგორც მარადიული ღირებულების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ეფუძნება სამართლიანობას. ყველა სხვა ვარიანტი განწირულია წარუმატებლობისთვის. თანამედროვე კონფლიქტების ისტორია კი ამ მარტივი ჭეშმარიტების სამწუხარო მტკიცებულებაა.  


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #სტატია , #Daily Sabah

მსგავსი ინფორმაციები