გლობალური პერსპექტივა 30

როგორი უნდა იყოს პოზიცია დასავლეთის „შესახებ“?

1019457
გლობალური პერსპექტივა 30

გლობალური პერსპექტივა 30.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

როგორი უნდა იყოს პოზიცია დასავლეთის „შესახებ“?

ბოლო ორი საუკუნეა თითქმის ყველა არა დასავლურ საზოგადოებაში მცირე ან დიდი დოზით „დასავლეთიზაციის“ პროცესი მიმდინარეობს. ეს არსებითად დასავლეთის და მისი ცივილიზაციის ამ პროცესში შეძენილი დომინანტური ხასიათიდან გამომდინარეობს. დასავლეთთან ბრძოლაში დამარცხებული საზოგადოებები გამოსავლის მოსაძებნად გარკვეული დოზით დასავლეთიზაციის პროცესში შედიან.

არა დასავლური საზოგადოებების დასავლეთთან დამარცხების მიზეზი, ეჭვს არ იწვევს, რომ მხოლოდ დასავლეთში განვითარებული მოვლენები არ არის. არსებული ვითარების შესაძლო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზებია ამ საზოგადოებების მიერ საკუთარი ისტორიის, ტრადიციების, კულტურისა და ცივილიზაციებისგან, საკუთარი თავის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად რეპროდუცირების ვერ მოხდენა, წარმოქმნილი საჭიროებების ან საფრთხეების ვერ აცილება. ამ საზოგადოებებს იმისათვის, რომ მომდევნო საუკუნეებში არსებობა გააგრძელონ, ესაჭიროებათ საკუთარი მიმართულება, ონტოლოგიური ხედვა,  ეპისტემოლოგიური გაგებით ძიების გაგრძელება.

ეჭვს არ იწვევს, რომ ეს საზოგადოებები ამ ძიებას გააგრძელებენ. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. არა დასავლურ საზოგადოებებს არ შიძლება უთხრან „ჯერ საკუთარი თავი განაახლონ და მერე დაამყარონ კავშირი დასავლეთთან.“ ამ მცდელობებთან ერთად, გარდაუვალია, რომ ასევე ურთიერთობები ექნებათ აღმოსავლეთთან, დასავლეთთან, ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, რადგანაც ცხოვრებას ვერ შეაჩერებ. აქ საკუთარი ონტოლოგიური პოზიციის დაზუსტების გარეშე შესაძლოა წარმოიშვას კითხვა, არა დასავლური საზოგადოებები დასავლეთთან და მის ცივილიზაციასთან როგორ კავშირს დაამყარებს, დასავლეთთან მიმართებაში რა პოზიციას დაიკავებს?. ისლამური ცივილიზაციები გუშინ არ წარმოქმნილა და ისინი ღრმა ფესვების მქონე ცივილიზაციებია. საუკუნეების მანძილზე შეძენილი აქვთ განსხვავებული საზოგადოებების თანაცხოვრების გამოცდილება.

ჩნდება კითხვა, არა დასავლური საზოგადოებები ერთის მხრივ საკუთარი ფესვებიდან მრავალმხრივი რეპროდუცირების მცდელობებთან ერთად დასავლეთის შესახებ როგორ პოზიციას დაიკავებენ?

ამ კითხვაზე პასუხი გუშინაც მნიშვნელოვანი იყო და დღესაც. დასავლეთის გავლენა მთელს მსოფლიოში ბოლო ორ საუკუნეში კიდევ უფრო გაიზარდა. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს არა მუსლიმი საზოგადოებებიდან ათეულობით მილიონი ადამიანი დასავლეთში ცხოვრობს. იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლურ საზოგადოებებთან დასამყარებელი კავშირები.

როგორც ოკუპაციის პოლიტიკის გამო არა დასავლურ საზოგადოებებში, ასევე ასიმილაციის პოლიტიკის გამო დასავლეთში მცხოვრებ დასავლეთის გარედან მოსულ საზოგადოებებში ანტიდასავლური განწყობა საკმაოდ გავრცელებულია. ამასთან ერთად ზოგჯერ ეს განწყობა მხოლოდ დასავლეთით არ შემოიფარგლება და ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ყველგან შეიძლება ნახოთ ანტი დასავლური, ანტი მოდერნისტული, ანტი კაპიტალისტური, ანტი გლობალისტური მიდგომა.

ეჭვს არ იწვევს, რომ დასავლეთსა და მის ცივილიზაციაში ბევრი ელემენტია ისეთი, რომელსაც უნდა შეეწინააღმდეგო. მცდარი არ არის დამაჯერებლად გაკეთებული შეფასებების შემდეგ წინააღმდეგობის გაწევა, მცდარია ერთდროული წინააღმდეგობა. შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის, დამარცხების, ზეწოლის განცდის დროს ყველაფრის მიმართ წინააღმდეგობა დამამშვიდებელი იყოს, მაგრამ რამის მიმართ წინააღმდეგობაზე იდეოლოგია ვერ შეიქმნება. მეორეს მხრივ, რეაგირებით წინააღმდეგობაზე პოზიცირებას კომფორტულობის მიუხედავად, ალყაში მოქცევის განცდის კიდევ უფრო გაღრმავების, ცხოვრებისგან, მსოფლიოსგან და ჭეშმარიტებიდან მოწყვეტის მეტი რისი მოტანა შეუძლია? მხოლოდ მოწინააღმდეგეობაზე პოზიცირება, ადამიანის საკუთარი თავის განსჯის, სიმართლის და შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოსპობის გამო არსებითად გამოუვლ მდგომარეობას კიდევ უფრო აღრმავებს. ამგვარ რეაქციას ძირითადად ის მხარეც ძლიერად უჭერს მხარს, რომლის წინააღმდეგნიც არიან. ასასინებსა და ჯვაროსნებს შორის კავშირი, დღეს რადიკალურ მიმდინარეობებს და ზოგიერთ დასავლურ სადაზვერვო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ამის კონკრეტული მაგალითია. დღეს საჭიროა არა ჩიხის გაღრმავება, დამარცხებულის ფსიქოლოგიით ყველაფრის მოწინააღმდეგობა, არამედ თვითდაჯერებულად საკითხების მოგვარების მცდელობა. ამის გამო საჭიროა კეთილგონიერებითა და დამაჯერებლობით ყველა მხარესთან კავშირის დამყარება.

საჭიროა საკითხი დავიწყოთ არა სიტყვებით „დასავლეთის წინააღმდეგ“, არამედ „დასავლეთის შესახებ“ რადგანაც გამოთქმა „დასავლეთის წინააღმდეგ“ ჯერ კიდევ საკითხის დასაწყისში წინააღმდეგობის არსებობას გამოხატავს. წინააღმდეგობაზე დაფუძნებული ყველა სახის პოზიცია ჩვენს საკუთარ გზას მოგვწყვეტს. მეორეს მხრივ „დასავლეთის წინააღმდეგ“ პოზიციის ძიება ბუნებრივად დასავლეთის ცენტრში ჩაყენების პოზიციის მიღებაა, მაშინ როდესაც, არა დასავლურმა საზოგადოებებმა საკუთარი რწმენის, კულტურისა და ცივილიზაციების ცენტრში ჩაყენების პოზიცია უნდა დაიკაონ.

დღევანდელ პირობებში დასავლეთის მიმართ რა პოზიცია და შეხედულება უნდა გვქონდეს? ეს კამათი არსებითად ახალი არ არის. მას ორ საუკუნოვანი წარსული აქვს. ამ გამოცდილების ფონზე შეფასებებს გავაგრძელებთ - წერს  ანკარისილდირიმბეიაზეთისუნივერსიტეტისპოლიტიკურიმეცნიერებისფაკულტეტისდეკანი, პროფესორქუდრეთბულბული.


საკვანძო სიტყვები: #გლობალური პერსპექტივა

მსგავსი ინფორმაციები