გლობალური პერსპექტივა 28

​​​​​​​15 ივლისი: მკვლელი რობოტების სისხლიანი ამბოხი

1010537
გლობალური პერსპექტივა 28

გლობალური პერსპექტივა 28.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

15 ივლისი: მკვლელი რობოტების სისხლიანი ამბოხი

საზღვარგარეთ მცხოვრები გაუკონტროლებელი რობოტები, იგივე FETÖ-ელები, რომლებიც სპეციალური ვირუსით იმართებოდნენ,   საკუთარ თავს მისიონერებად მიიჩნევდნენ.  კაცობრიობისთვის მეტად საშიშ,  გაუკუღმართებულ სექტაში გაწევრიანებული ადამიანების წინაშე ბრძოლა მხოლოდ ფილმებში გვქონდა ნანახი. თურქეთმა 2016 წლის 15 ივლისს სწორედ ასეთი მოვლენა განიცადა. სახელმწიფო სტრიქტურებში შეღწეულმა ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის, FETÖ-ს წევრებმა სამხედრო გადატრიალება სცადეს.

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

რა მოხდა იმ ღამეს?

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწეულმა FETÖ-ს წევრებმა, აშშ-ში მცხოვრები გაუკუღმართებული რელიგიური ლიდერის,  ფეთჰულლაჰ გულენისგან მიღებული ბრძანებით, 2016 წლის 15 ივლისს გადატრიალების მცდელობა სცადეს. მათ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა,  TRT-ს და  CNN Türk-ის ჩათვლით,  ზოგიერთი  ტელე-რადიო მაუწყებლობები აიღეს. ომის პერიოდშიც კი ხელშეუხებელი „პარლამენტი“ დაბომბეს. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის შესაპყრობად სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის საწინააღმდეგოდ ქუჩაში გამოსული მოსახლეობის მიმართ  რობოტებად ქცეულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მათ სამოქალაქოებს საბრძოლო თვითმფრინავებით გაუხსნეს ცეცხლი. რამდენიმე საათის შემდეგ კი ასობით დაღუპული (შეჰიდი) და ათასობით დაშავებული...

დემოკრატიის გაკვეთილი მთელს მსოფლიოს

პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებით ქუჩაში გამოსულმა თურქმა ხალხმა, დემოკრატიის და სამშობლოს  დაცვის საკითხში მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა. მსგავსის ნახვა ფილმებშიც კი შეუძლებელია. მთელი თურქეთის მასშტაბით, მილიონობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. სამოქალაქოებმა როგორც სახელმწიფო,  ასევე სამხედრო დაწესებულებები ალყაში მოაქციეს. მათ, მიუხედავად FETÖ-ს სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლისა,  არანაირად არ დაიხიეს უკან და მედგრად დაიცვეს დემოკრატიაც და თავიანთი მხრიდან არჩეული ხელისუფლებაც.  

თურქეთში ადრეც მოხდა გადატრიალებები. მაგრამ ეს პირველი იყო, როდესაც საკუთარი ხალხის წინაშე გამოყენებული იარაღით ამდენი სისხლი დაიღვარა. განსხვავებული აზრის ადამიანებმა, გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მთელი კვირეები ქუჩაში გაატარეს რა, სამშობლო, მომავალი, ღირსება, დემოკრატია და ადამიანობა დაიცვეს. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი მთელი კვირეები ქუჩაში იდგა, არანაირი ძარცვა და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამით, თურქეთმა მსოფლიოს დემოკრატიის გზით სამშობლოს დაცვლის პრაქტიკული მაგალითი უჩვენა.

1990-იან წლებში ერთ-ერთი ღირსეული ჩინელი ახალგაზრდა ტიანანმენის მოედანზე ტანკის წინ გამოვიდა. გონების სხვისი მხრიდან გაუკონტროლებელი  ჩინელი  სამხედოები ახალგაზრდის საქციელმა შეაჩერა კიდეც. ჩინეთის სამხედროების ასეთმა საქციელმა  მთელი მსოფლიოს მხრიდან მოწონება დაიმსახურა. FETÖ-ს წევრებმა კი პირიქით, სამოქალაქოებს ცეცხლი გაუხსნეს. მსოფლიო მედიამ  ერთი პირის კი არა, მთელი ერის ასეთი გმირული ქმედება შეიძლება ითქვას, რომ არც კი დაინახა მაგრამ, სამშობლოს დასაცავად თურქი ხალხის ასეთ ღირსეულ დგომას მომავალი თაობები არასოდეს დაივიწყებენ.

რა არის FETÖ?

თუ რა არის FETÖ,  საერთაშორისო საზოგადოებას  ჯერ კიდევ კარგად არ აქვს   გათვითცნობიერებული. FETÖ-ს წევრები თავიანთ ლიდერს, ანუ ფეთჰულლაჰ გულენს შეიძლება ითქვას, რომ „მესიად“ მიიჩნევენ და მათი  გაუკუღმართებული რწმენით, ახალი სამყაროს შექმნას ცდილობენ. ისინი საკუთარ თავს მხსნელებად მიიჩნევენ. ლიდერს კი მსოფლიოს რჩეულ იმამად  აღიქვამენ. აი რაოდენ საშიში საერთაშორისო  ტერ-ორგანიზაციაა, FETÖ.

FETÖ-მ,  მის დაქვემდებარებაში მყოფი წევრების ამ ყველაფერში დასარწმუნებლად  დიდი დრო და ჯაფა დახარჯა. გულენს მათ მიმართ სპეციალური აღმზრდელობითი პროგრამები ჰქონდა მომზადებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან თავისი მიმდევრები  ოჯახებს, სამშობლოს სიყვარულს, საზოგადოებას და რწმენასაც კი დააშორა. მათ ამ ყველაფრისთვის მზადება 1970-იან წლებში დაიწყეს. ოჯახებმა, რომლებმაც შვილები FETÖ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღზარდეს, თანდათან შეამჩნიეს, რომ შვილები საკუთარ ოჯახებს შორდებიან. ზოგიერთმა ეს ყველაფერი უფრო მოგვიანებით შეამჩნია, მაგრამ უკვე გვიანი იყო.  მათი შვილები უკვე სულ სხვა სამყაროში იყვნენ გადახვეწილნი. ეს შვილები საკუთარ თავს ერთგვარ მისიონერებად მიიჩნევდნენ. FETÖ-ს წევრებმა, მევლანა ჯალალედდინ რუმის ფილოსოფიური გამონათქვამი „ან როგორიც ხარ ისე გამოჩნდი, ან როგორც ჩანხარ ისეთი იყავი“ პირიქით გაიგეს და როგორებიც იყვნენ ისე არ გამოიყურებოდნენ  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები