ნარკოტიკებით ვაჭრობაში ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს როლი

ნარკოტიკებით ვაჭრობაში ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს როლი

934663
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს როლი

ნარკოტიკებით ვაჭრობაში ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს როლი 

ტერორიზმისა და ნარკოტიკების კავშირი

მსოფლიოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, ნარკოტიკების, კაცობრიობის მიმართ საფრთხისა და რისკის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. განსაკუთრებით ახალგაზრდების და მომავალი თაობების დიდი პრობლემა ნარკოტიკები, ამავდროულად ვაჭრობის მასშტაბებით ინტერესების მქონე წრეებისთვის მოგებისა და ტერორიზმისთვის დაფინანსების წყაროა.  

ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანზაციების მიერ გამოქვეყნებულ ნარკოტიკებისა და ტერორის ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით ტერორგანიზაციები ნარკოდანაშაულებებიდან იღებენ შემოსავალს და ამ შემოსავალს იარაღის, საცხოვრებლის, კვების, პროპაგანდისა და სხვა საჭიროებების ორგანიზებისთვის იყენებენ. მსოფლიო ნარკოკონტრაბანდის ანგარიშის მოხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 320 მილიარდი დოლარია და ეს თანხა ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორგანიზაციების დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 2016 წლის ნარკოკონტრაბანდის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ევროკავშირის მასშტაბით ნარკოტიკული ბაზრის ღირებულება 24 მილიარდი ევროა.

მცდარი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ტერორგანიზაციების და ნარკოტიკებით ვაჭრობას შორის ორმხრივ ინტერესებზე დამყარებული კავშირი არსებობს. ნარკოტიკებით მოვაჭრეები ტერორისტების ორგანიზაციული სტრუქტურის მეთოდებით, იარაღის მოწოდების და საიდუმლო ორგანიზაციებში შესვლის შესაძლებლობებით სარგებლობენ, ტერორგანიზაციები ნარკოტიკებს შემოსავლის წყაროდ იყენებენ და მიღებული შავი ფულის გათეთრებაში ნარკოტიკებით მოვაჭრეების მეთოდებს მაქსიმალურად იყენებენ.  

ნათლად ჩანს, რომ ტერორგანიზაციები ერთის მხრივ არალეგალურ ნარკოტიკების წარმოებისა და ვაჭრობის გაზით თავიანთ საქმიანობას აფინანსებენ, მეორეს მხრივ ნარკოდამოკიდებული ადამიანების რაოდენობის გაზრდით ადამიანური ელემენტების განადგურებას ემსახურება. 

PKK/KCK-ს ნარკოტიკებით ვაჭრობა

წარსულში და დღეს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედი ტერორგანიზაციების სათავეში მყოფი PKK/KCK ნარკოტიკებით დიდი დაფინანსებას იღებს და ნარკოტიკების წარმოების, ვაჭრობის ყველა ეტაპში იღებს მონაწილეობას. ტერორგანიზაცია PKK/KCK-მ ნარკოტიკების წარმოებასა და ვაჭრობაში თავისი საქმიანობის დიდი ხნის მანძილზე თურქეთისა და მსოფლიოს საზოგადოებისგან დამალვა მოახერხა. ამასთან ერთად ტერორგანიზაციის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელების დაკავებით და მათი მნიშვნელოვანი აღიარებებით ბოლო წლებში თურქეთსა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული ტერორიზმთან დაკავშირებული ნარკო ოპერაციების შედეგად გამოჩნდა ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს ნარკოდანაშაულებებში მონაწილეობა. 

ტერორგანიზაციის ლიდერები ცდილობენ ნარკოტიკების წარმოებისა და ვაჭრობის საქმიანობა  დაუმალონ ტერორგანიზაციის მილიტანებსა და საზოგადოებას, რადგანაც იციან, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა მართლაც დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს დარტყმას მიაყენებს მათ საქმიანობას და უარყოფით გავლენას მოახდენს ტერორგანიზაციის პროპაგანდისტულ საქმიანობასა და ახალი მილიტანების კანდიდატებზე.

ტერორგანიზაციის 1990 წელს ჩატარებულ მეორე ეროვნულ კონფერენციაზე მიღებულ „საზღვრებზე (ე.წ) გადასახადის მოკრება, გადაზიდული პროდუქციის მოცულობისა და ღირებულების მიხედვით კონტრაბანდისტებისგან (ე.წ) გადასახადის მოკრება“-ს ფორმის გადაწყვტილება, ტერორგანიზციის ადრეული პერიოდიდან მოყოლებული ნარკოტიკების სექტორში ყოფნის დაფარული გამოხატულებაა.

ა. ოჯალანმა ტერორგანიზაციის ნარკოტიკებთან კავშირის თაობაზე 1999 წელში მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ „ნარკოტიკებით ვაჭრობას თავად არ ახორციელებინებდა და ამ საქმით დაკავებულებიდან ფულის აღება განაცხადა, ზაგორისა და მაკუს რეგიონებში მისი ძმა ოსმან ოჯალანის ჩათვლით აღნიშნულ რეგიონებში გაგზავნილი ტერორგანიზაციის წევრები ნარკოტიკებით ვაჭრობენ და ეს ქმედებები არაკონტროლირებადია.“

ტერორგანიზაცია PKK/KCK ტერაქტების განხორციელებას და შემოსავლის მისაღებად ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადებას და გასაღებას ადვილ და მომგებიან საქმედ მიიჩნევს და ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ყველა სფეროში პროფესიონალურად მოქმედებს. თავდაპირველად ნარკოტიკების დამზადება-გასაღებაში მოქმედ ორგანიზაციებზე ტერორგანიზაცია თვალს ხუჭავდა და მათგან უსაფრთხოების დაცვისათვის საკომისიოს იღებდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რამდენად დიდი მოგება მოჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობას, უპირატესობა ამ საქმეში ჩართვას მიანიჭა.

ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად დადგინდა, რომ PKK/KCK მხოლოდ ნარკოტიკებით მოვაჭრეებისგან შემოსავლის მიღებით არ შემოიფარგლა, ნარკოტიკების ვაჭრობის ყველა ეტაპზე როლს ასრულებს. ამავე ოპერაციებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები იქნა დაკავებული. შედეგად 1980-2017 წლებში ტერორგანიზაცია PKK/KCK-სთან დაკავშირებული 414 ანტი ნარკოტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, 1325 ეჭვმიტანილი დააკავეს, ათი ათასობით კილოგრამი ჰეროინი, მარიხუანა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები და დაახლოებით 88 მილიონი ცალი კანაფი ამოიღეს. ეს კი აჩვენებს რამდენად არის ამ საქმეში ჩართული ტერორგანიზაცია.

დადგინდა რომ ტერორგანიზაცია PKK/KCK

  • ნარკოტიკების დათესვას, წარმოებას, გადაზიდვასა და გასაღების კოორდინირებას თავად ახდენს,
  • ნარკოტიკების მწარმოებლებისგან ან თურქეთის საზღვრების გავლით ნარკოტიკული ნივთიერებების გადამტანებისგან და არალეგალურად შემოსვლის მცდელობის მქონე ყველა პირისა და ორგანიზაციისგან გადასახადის სახელით საკომისიოს იღებს,
  • ეფექტურია ევროპაში ნარკოტიკების განაწილებასა და ქუჩაში გასაღებაში,
  • PKK/KCK-სთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერებების გამსაღებელ პირებს ან ორგანიზებულ ჯგუფებს ტერორგანიზაცია ნარკოტიკულ ნივთიერებებს ართმევს,
  • ნარკოტიკების მწარმოებლებს ადგილით და დაცვით უზრუნველყოფს,
  • აქტიურ როლს თამაშობს აღმოსავლეთისა და სამხერთ-აღმოსავლეთის რეგიონებში არალეგალური კანაფის დათესვაში,
  • PKK/KCK-ს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ოპერაციებს ტერორგანიზაციის შიგნით სპეციალური ჯგუფები აწარმოებენ და სხვა ტერორისტებს ინფორმაცის არ აწოდებენ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია  კანაფის უკანონო კულტივირება და ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებში კანაფის ვაჭრობისგან კოლოსალური მოგება მიიღეს. გარდა ამისა, მათვე საკომისიო წილები აიღეს ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწეული კანაფისგანაც.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ ერთ დროს ლიბანის ბექაას  ხეობაში მდებარე ბანაკების რეგიონში ყაყაჩოვანი თესლების და კანაფისგან თავის მხრიდან შექმნილ ნარკოტიკების ლაბორატორიებში დიდი ოდენობით ნარკოტიკები აწარმოა, ხოლო ახლა კი ჩრდილოეთ ერაყის ბანაკებსა და თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე საზღვრისპირა სოფლებში აწარმოებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ამის პარალელურად ორგანიზაცია ერთის მხრივ ავღანური ოპიუმის დამუშავებისგან მიღებულ ეროინს ევროპის ბაზრებზე ჰყიდის, ხოლო მეორეს მხრივ შანტაჟისა და რეკეტის გზით წილში უჯდება ნარკოტიკების გამყიდველ კერძო პირებსაც.

ჩვენი ქვეყანა ხიდის ფუნქციას ასრულებს იმ რეგიონებს შორის, სადაც ნარკოტიკები იწარმოება და სადაც იყიდება. როგორც ცნობილია დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე დიდ ნარკომწარმოებლებს ავღანეთი, პაკისტანი და ირანი წარმოადგენენ და მათ ეს ნარკოტიკები ევროპის ბაზრებზე თურქეთზე გავლით გააქვთ, ე.ი. თურქეთი დიდი სატრანზიტო ქვეყანაა, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნებისთვის და ამ ტრანზიტს ორგანიზაციას პკკ-ა უწევს რა, ამ საქმეშიც დიდ მოგებას და საკომისიოს იღებს. PKK/KCK ევროპაში ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაცია-გავრცელებასაც პირადად ახორციელებს და ამიტომ ტარიფებსაც თვით აკონტროლებს რა, ყოველთვის მაღალ ფასებში გაყიდვას ახერხებს.

სწორედ ამის შესახებ წერს ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ჰენრი ჯეკსონის საზოგადოება თავის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით "დავიწყებული უცხოელი მეომრები: PKK-ელები სირიაში" (The Forgotten Foreign Fighters: The PKK in Syria), რომელშიც ხაზგასმულია, რომ PKK/KCK მთავარ შემოსავალს ევროპაში ნარკოვაჭრობიდან იღებს, რადგან სწორედ ისინი უწევენ ირანიდან თურქეთის გავლით ნარკოტიკების ტრანზიტს ევროპაში, სადაც თვით ისინი ანაწილებენ მომხმარებლებზე და აქედან უდიდეს მოგებას იღებენ

PKK/KCK-ს ნარკო საქმიანობის დაფიქსირება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მხრიდან:

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის, UNODC-ის (United Nations Office on Drugs and Crime) მონაცემებით, ცენტრალური აზიის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების ნარკოტიკების ევროპაში რეალიზაციით წელიწადში 5 მილიარდი დოლარის მოგება მიიღება და ევროპელი სადაზვერვო ანალიტიკოსების უმრავლესობის თქმით, ამ თანხის ნახევარი PKK/KCK-ს სალაროში იგზავნება.

1992 წელს, მსოფლიოს მასშტაბით 41 ნარკოტიკული ოპერაცია განხორციელდა და 23 ოპერაციაში დაკავებულებს კავშირები დაუფიქსირდათ  PKK/KCK-თან რა, ამის შესახებ ნათლად წერია INTERPOL- ის ჩანაწერებში. სწორედ ამავე ჩანაწერებით დასტურდება, რომ 1992 წელს ევროპაში ნარკოვაჭრობის 80%-ს, 1994 წელს კი 60-70%-ს PKK/KCK აკონტროლებდა.

ბოლო წლებში INTERPOL-მა გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში მოქმედი სხვადასხვა ქურთული დაჯგუფებების ნარკო ვაჭრობები გააკონტროლა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ აქტიური კავშირები აქვთ  PKK/KCK-თან. ისიც ცნობილია, რომ ამ ტერ ორგანიზაციას ნარკო ლაბორატორიები გააჩნია თურქეთში და ჩრდილოეთ ერაყში, ხოლო ამის პარალელურად დასავლეთ ევროპაში მოქმედი ქურთი ნარკოტიკების გადამყიდველებისგანაც საკომისიოს იღებენ.

PKK/KCK-ს წევრები აშშ-ს ბაზრებზეც ჰყიდიან ნარკოტიკებს და 1996 წლის პოლიციის ჩანაწერით, 1 გრამ ჰეროინს 350 დოლარად ჰყიდიდნენ. სავარაუდოა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია PKK/KCK-ს წელიწადში ნარკო რეალიზაციისაგან 1.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი გააჩნია.

EUROPOL-ის მიერ გამოქვეყნებული “2011 წლის ტერორიზმის მდგომარეობისა და მისი ტენდეციების“ სახელწოდების ანგარიშის მიხედვით, ქურთები,   PKK/KCK-ს ფინანსურად უზრუნველყოფის მიზნით ნარკობიზნესთან ერთად მის მსგავს სხვა ქმედებებსაც ეწევიან. მსგავსი შინაარსის ანგარიში გამოაქვეყნა EUROPOL-მა 2013 წელსაც, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქურთი ტერორისტები აკონტროლებენ როგორც აზიიდან ევროპაში ნარკოტრანზიტს, ასევე მისი განაწილება-რეალიზაციისაგან დიდძალ საკომისიოს იღებენ. გარდა ამისა, PKK/KCK-ს წევრები ევროპაში სხვა ნარკორეალიზატორებსაც მფარველობას უწევენ და ამის საფასურს იღებენ, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში შუამავლობასაც ეწევიან და აქედანაც კარგ მოგებას იღებენ.

NATO-ს მიერ 2007 წელს გამართული ეკონომიკური კომიტეტის სხდომის ანგარიშში ნახსენებია, რომ ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK-ს მთავარი შემოსავლის წყარო ნარკოტიკები გახლავთ. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციის (DEA) ანგარიშის მიხედვით,  PKK/KCK-ს ნარკოტიკებისგან შემოსავლის მეთოდი, ჰეროინის რეალიზება, ნარკოტიკებით მოვაჭრეებისგან გადასახადების აღება და ევროპაში ჰეროინის ბაზრის გაკონტროლება გახლავთ. DEA-ს ხელმძღვანელი,  ჰაჩინსონი ერთ-ერთ ჩანაწერში აცხადებს, რომ PKK თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნარკოტიკების რეალიზაციისგან საშემოსავლოს იღებს. DEA-ს ანგარიშის მიხედვით; ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ ტერორის მხარდასაჭერად ჰეროინის წარმოებას და  კონტრაბანდას იყენებს.  აშშ-ს  სახაზინო სამსახურის 2009-2011 წლების ანგარიშით,  PKK-ს ლიდერთაგან მურათ ქარაილანს, ალი რიზა ალთუნელს, ზუბეირ აიდერს, ჯემილ ბაიქს და სხვებს სანქციებ დაწესებულ უცხო ნარკომოვაჭრეებთან კავშირი მტკიცდება. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს ზეინედდინ გელერი, ჩერქეზ აქბულითი და ომერ ბოსტეპე, რომლებიც ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-ს სახელით ევროპაში და განსაკუთრებით, მოლდოვაში ნარკოტიკების რეალიზატორად ფიქსირდება, ამ პირების მიმართ სანქციები წესდება. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული  საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო დეპარტამენტის  სტრატეგიის (INCSR) ანგარიშის მიხედვით, ავღანეთიდან თურქეთის მიმართულებით განხორციელებული ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით მრავალი ქურთი და ირანელი პირი იქნა დაჭერილი, რომლებიც PKK/KCK-ს მხარდაჭერაში იყვნენ მხილებული.  

გაერთიანებული სამეფოს პოლიციის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით,  მთელს ევროკავშირის ქვეყნებში რეალიზებულ ნარკოტიკების თითქმის ნახევარს PKK/KCK აკონტროლებს.  ამავე მონაცემებით ტერ ორგანიზაციის 1988 წლის შემოსავალი,  85 მილიონი დოლარი გახლდათ და ამ შემოსავლის 44%-ს ნარკოტიკებისგან იღებს.

გერმანიის მთავარი პროკურატურის მონაცემებით, ევროპაში ამოღებული ნარკოტიკების 80%-ი, PKK/KCK-ს ეკუთვნის. ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK გერმანიაშიც დაკავდა  ნარკოტიკებით ვაჭრობით  და იარაღის კონტრაბანდით, რაც სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს, რადგან  შეძლება ამ ყველაფერმა სამომავლოდ  ქვეყანას პრობლემები შეუქმნას. 

საფრანგეთის კრიმინოლოგიის ინსტიტუტი,  1995 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ტერ ორგანიზაცია  PKK/KCK-ს კავშირს,  ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ტერ ორგანიზაციასა და ნარკოკარტელებს შორის ბიოლოგიური, პოლიტიკური  და სხვა კავშირები არსებობს. იმავე წელს ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მესუთ ბარზანი,  PKK/KCK-ს კონტრაბანდისტულ ქმედებებს ადასტურებს.  იტალიის ფინანსური პოლიციის მონაცემებით, რომელიც  1998 წელს გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ PKK/KCK შემოსავალს ნარკოტიკებთან ერთად საზღვარგარეთ მოღვაწე თურქი ბიზნესმენებისგან და მუშებისგან  სისტემატური ფულის გამოძალვით იღებს.

დასკვნა და შეფასება

ზემოთ აღნიშნული მოვლენების მსგავსად ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK-ს მთავარი შემოსავლის წყარო ნარკოტრეფიკინგია. თურქეთში განხორციელებული მრავალ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ტერ ორგანიზაციის წევრები იქნენ დაკავებული და ასევე დოკუმენტებიც იქნა  ამოღებული. ამასთან ერად დაკავებული პირების ჩვენებით და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშით მტკიცდება, რომ ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK-ს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კონკრეტული ურთიერთობები გააჩნია.

 


საკვანძო სიტყვები: #ნარკოტიკები , #ტერორგანიზაცია

მსგავსი ინფორმაციები