თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 51/ 2017

გოქალფისგან ათათურქს:-“თანამშრომლობა თურქულ სამყაროში“

873656
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 51/ 2017

                      თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები: 51/ 2017

                         გოქალფისგან ათათურქს:-“თანამშრომლობა თურქულ სამყაროში“  

თურქული სამყაროს ურთიერთ-თანამშრომლობით საქმიანობაში უდიდესი წვლილის მქონე, ერთ-ერთი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე  გახლავთ ზია გოქალფი. მის შემოქმედებას და იდეებს დიდი ზეგავლენა ჰქონია თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქზე და თურქულ სამყაროზე.

ჩვენც ამ პროგრამაში გავაანალიზებთ ზია გოქალფის იდეოლოგიას და მის ასახვას თანამედროვე ცხოვრებაზე. 

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

          დიარბექირელი ზია გოქალფი დაიბადა 1876 წლის 23 მარტს. იგი არის დიარბექირის კეთილშობილური ოჯახებიდან მუფტიზადების და ფირინჩზადების წევრი. კონსტიტუციის მეორე დეკლარაციით, მან დიარბექირში დააფუძნა კავშირის კომიტეტის და პროგრესის ფილიალი და დაიწყო მისი მოთავეობა. დააჩქარა კულტურული და სამეცნიერო საქმიანობა. 1912 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ერგანის დეპუტატის სახით შევიდა პარლამენტში. 1913 წელში, ჟურნალ „თურქ იურდში“ გამოაქვეყნა სერიული სტატიები:-„თურქიფიკაცია, „ისლამიზმი“ და „მოდერნიზაცია“. ამ სტატიებში ავტორი გამოთქვამს იდეას, რომ ეს სამი მიმდევრობა  კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს ერთმანეთს.

1919 წელს ხელისუფლებაში მოსული დამათ ფერით ფაშა, დაიწყებს კავშირისა და პროგრესის კომიტეტის წევრების დაკავებას. 1919 წლის 30 მარტს დაპატიმრებული გოქალფს ინგლისელები გადაასახლებენ მალტაში. გოქალფი სტამბოლში დაბრუნდება 1921 წლის 19 მაისს. დიარბექირში ჩასვლის შემდეგ დაიწყებს სკოლაში მასწავლებლად მუშაობას. ჩაატარებს ეროვნული ბრძოლის მხარდამჭერ, წამახალისებელ სხდომებს და კონფერენციებს. 1923 წლის არჩევნებში, იგი, დიარბექირის დეპუტატად შევიდა პარლამენტში.  გააგრძელა ინტელექტუალური და კულტურული მუშაობა.

          გოქალფიც, გასპირალი ისმაილის მსგავსად, საჭიროდ მიიჩნევდა სტამბოლური თურქული ენის, თურქული სამყაროს საერთო ენად გადაქცევას. იგი ამბობდა, რომ ყველას ვალია სტამბოლური თურქულის, თურქული სამყაროსთვის საერთო სალიტერატურო ენად გადაქცევა. ამის განხორციელების შემთხვევაში, თურქები ერთ ენიან ერად გარდაიქმნებიან. მან ეს გამონათქვამი მემკვიდრეობად დაუტოვა მომავალ თაობებს. საჭიროდ მიიჩნია თურქეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თურქებთან ყველაზე უმაღლეს დონეზე კულტურული თანამშრომლობა.

          გოქალფის აზრით, იმის გამო, რომ სათანადო მნიშვნელობა არ ეძლევა თურქულ ენას, მძიმედ ხდება თურქული სათვისტომოების წინსვლა. გაწყვეტილია ხალხს და ელიტას შორის კავშირი.  გოქალფი საჭიროდ თვლიდა ენის გამარტივებას, თურქული ენის გამოცოცხლებას და თურქული სამყაროსთვის საერთო ენად გადაქცევას.  მისი აზრით, თურქული სამყაროს ერთიანობისთვის საჭიროა საერთო თურქულის შექმნა. ამისათვის კი, საერთო ენად მიიჩნევდა სტამბოლურ თურქულს.

          თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის, რომელმაც ზია გოქალფს იდეოლოგიის მამა უწოდა, უპირველესი პრიორიტეტული დღის წესრიგი გახლდათ თურქული სამყაროს ურთიერთ თანამშრომლობა. ათათურქმა, თურქეთის რესპუბლიკის 1923 წელში  დაარსებიდან მოყოლებული, გაატარა სტაბილური და გონივრული საგარეო პოლიტიკა.  რესპუბლიკის პერიოდში ათათურქის მხრიდან განისაზღვრა და ჩამოყალიბდა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპები. მუსტაფა ქემალ ათათურქის აზრით,  თურქულ სამყაროში, პირველ რიგში უნდა განვითარდეს კულტურის ერთიანობა. ამის შესახებ ასე აღნიშნავდა იგი:-უპირველეს ყოვლისა საჭიროა თურქეთის ფარგლებს გარეთ დარჩენილი თურქების კულტურული საკითხებით და პირობებით დაინტერესება, ამ საკითხზე ფართო და დადებითი მსჯელობა. თურქეთის დიდებულ ისტორიაშიც კი, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ თურქული ენის წყაროებს, მის მდიდარ დიალექტებს და ძველ თურქულ ნამუშევრებს. არ ვახდენთ ბაიკალის ტბის მიღმა იაკუტური ენის და კულტურის უგულებელყოფასაც კი. 

          ათათურქმა, თურქული სამყაროს გაწყვეტილი კულტურული პროგრესის წინსვლის და დასავლეთთან ურთიერთობების რეგულარულად წარმართვისთვის, 1928 წლის 1 ნოემბრიდან გაატარა ლათინურ ანბანზე გადასვლის რეფორმა. ანბანის ცვლილებით, დიდი შესაძლებლობა გამოიკვეთა თურქულ სამყაროში გაწყვეტილი კულტურული ურთიერთობის აღმოსაფხვრელად. მაგრამ, საბჭოთა კავშირმა, რომელიც დააშინა თურქული სამყაროს თანამშრომლობის იდეამ, მეორე მსოფლიო ომის წინ, მის შემადგენლობაში მყოფ თურქებს აიძულა კირილური ანბანის გამოყენება. მოიწადინა თურქეთის და თურქული სამყაროს ერთმანეთთან კულტურული კავშირის გაწყვეტა.

ყოველივე ამის მიუხედავად, ზია გოქალფის იდეები, მუსტაფა ქემალ ათათურქის საქმიანობით და პრინციპებით, დღეს, პრაქტიკაში თავისებურ ასახვას პოულობს.

          რ.თ ერდოღანის, ნურსულთან ნაზარბაევის და ილჰამ ალიევის მსგავსი ლიდერების მცდელობით, ზია გოქალფის იდეალები ცოცხლდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში. სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან თურქული საბჭო, თურქეთის აკადემია, TÜRKSOY და სხვა.

გოქალფის და ათათურქის იდეალების ცხოვრებაში გატარება თავისებურ წვლილს შეიტანს ევრაზიის მშვიდობის დამყარებაში.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასება...



მსგავსი ინფორმაციები