18 ნოემბერი ისტორიაში

18 ნოემბერი ისტორიაში

418452
18 ნოემბერი ისტორიაში

18 ნოემბერი ისტორიაში

1601 წლის 18 ნოემბერს ნადკანიჟას ციხესიმაგრე დაპყრობილ იქნა. ოსმალეთის სარდლის ჰასან ფაშას მეთაურობით ჩასულმა არმიამ ჯვაროსნების კონტროლის ქვეშ მყოფი ნადკანიჟას ციხესიმაგრე დაპყრო. იმ პერიოდში ციხის მმართველი ფრანც ფერდინანდი გახლდათ. ორი თვის განმავლობაში ალყაში მყოფი ციხესიმაგრის დამცველებს საკვები და წყალი გამოელიათ, რითაც ოსმალეთის არმიამ იხელთა და მისი დაპყრობა შესძლო. ამ გამარჯვების შემდეგ სულთან მეჰმედ III-მ ციხის ზედამხედველად ჰასან ფაშა დანიშნა.

1773 წლის 18 ნოემბერს სულთან მუსტაფა III-ს პერიოდში ოსმალეთში საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი გაიხსნა. ამ სასწავლებელში როგორც ოსმალეთის ბოლო პერიოდში, ასევე თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგაც, მრავალი მეზღვაური და ინჟინერი აღიზარდა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე ოსმალეთის იმპერიაში ზღვაოსნობის სფეროს კონტროლი მამიდან შვილზე გადადიოდა, მაგრამ 1773 წლის შემდეგ იგი სამეცნიერი ცენტრად გადაკეთდა. 1999 წლის 17 აგვისტოს მარმარის რეგიონის მიწისძვრის დროს დაზიანებულ სასწავლებელს რესტავრაცია ჩაუტარდა და 2001 წლიდან მოყოლებული დღემდეგ საგანმანათლებლო პროცესს უწყვეტად აგრძელებს.

1913 წლის 18 ნოემბერს თვითფრინავში პირველი თურქი ქალი ჩაჯდა. იგი ქალბატონი ბელქის შევქეთი გახლდათ. ქალბატონი ბელქის შევქეთი სულთან მაჰმუდ მეორის ვეზირის ალი ნამიქ ფაშას შვილიშვილია იგი ასევე ოსმალეთში ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ჩამომყალიბებელი გახლავთ.

1976 წლის 18 ნოემბერს ესპანეთმა 37 წლიანი დიქტატორული მმართველობიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 1936 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ გენერალმა ფრანკომ ნაცისტური გერმანიის და იტალიის მხარდაჭერით დაახლოებით 40 წლიანი დიქტატურა შეინარჩუნა. 1975 წელს გენერალ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის მმართველობა მეფე ხუან კარლოსმა გადაიბარა. მისი პირველი რეფორმატორული ნაბიჯი პოლიტიკური პარტიების ხელმეორედ ჩამოყალიბება და პოლიტიკური გზით დაპატიმრებულების განთავისუფლება გახლდათ. ამის შემდეგ კი 37 წლიანი დიქტატორული მმართველობა დასრულდა და დემოკრატიული მმართველობა დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები