თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 40/ 2017

ყაზახეთის ლათინურ ანბანზე გადასვლა

821635
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 40/ 2017

                თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 40/ 2017

                    ყაზახეთის ლათინურ ანბანზე გადასვლა

ევრაზიის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყაზახეთი, ლათინურ ანბანზე გადადის. დღევანდელ პროგრამაში სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

      ყაზახეთში გრძელდება ლათინურ ანბანზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდებიან ევრაზიასა და თურქულ სამყაროში.

პროგრამის ავტორის, ჯემილ დოღაჯის, ცნობით თვითონაც, როგორც ენათმეცნიერი, საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვნად მიიჩნევს ანბანს. იმიტომ, რომ იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში, თითოეული ერის ადგილის განსაზღვრაში.

სინამდვილეში, თურქული ენების დამწერლობაში შეიძლება რამდენიმე ანბანის გამოყენება.  ტექნიკური თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანია ანბანი როგორ ასახვას ენაში არსებულ ხმებს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ლათინურ ანბანზე გადასვლის შესახებ ყველაზე ზუსტი განაცხადი გააკეთა 2012 წელში გამოცემული 2050 სტრატეგიის მომცველ დოკუმენტში.    

პრეზიდენტმა, ლათინურ ანბანზე გადასვლისთვის დაასახელა 2025-ი მიზანი. დაგეგმილია ანბანზე თანდათან გადასვლის 2018 წელში დაწყება და პროცესის 2025 წელში დასრულება. ეკონომიკური თვალსაზრისით ანბანისთვის გამოიყო 600 მილიონი თენგე, დაახლოებით მილიონ 800 ათასი დოლარი.

      თურქული ენებისთვის ლათინური ანბანის გამოყენება არ არის ახალი მოვლენა. მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში, ყივჩაღური თურქული დიალექტით დაიწერა Codex Cumanicus-ი (Kuman Kitabı).

 ადაპტირებულ ლათინურ ანბანზე გადავიდა თურქეთის რესპუბლიკა 1928 წელში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ამავე გზას დაადგა აზერბაიჯანი და თურქმენეთი, 2001 წელში კი, უზბეკეთი.  1926 წელს ბაქოს ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ლათინურ ანბანზე გადასვლის პროცესი ნაწილობრივ, შუალედური პერიოდი გახდა თურქული სამყაროს ენის და ანბანის ისტორიაში. სწორედ თურქეთის, ლათინურ ანბანზე გადასვლის მთავარი მიზეზი 1928 წელში, იყო ის, რომ   არ ჩამორჩენოდა ამ პროცესს.

 როცა ოფიციალური სახე მიიღო ლათინური ანბანის, თურქულენოვანი ხალხების საერთო ანბანად გადაქცევამ, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უკმაყოფილება გამოიწვია.

სსრკ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1935 წლის ივნისში გამოითქვა, რომ ლათინურ ანბანზე გადასვლა ეს არის დიდი შეცდომა და ამაში პასუხისმგებლობა ეკისრება ახალი ანბანის კომიტეტს.

ამან, თურქულ სამყაროში, გამოიწვია ლათინური ანბანის ლიგაში დასრულების დასაწყისი. ყოველი თურქული სათვისტომოსთვის, შემოღებულ იქნა ომის პერიოდში დაწესებული, ფონეტიკურ მართლწერას დაფუძნებული, 18 სხვადასხვა კირილური დამწერლობა.

ყაზახეთში, საკითხთან დაკავშირებით ენათმეცნიერების მხრიდან მომზადებული ანბანის შესახებ წინადადება წარედგინა პარლამენტს. 42 ასოიანი ყაზახური ანბანი დაყვანილ იქნა 25 ასომდე. თუმცა ყაზახურში არსებული და მათთვის დამახასიათებელი 8 ხმის წარმოსათქმელად, საჭირო გახდა ორი ასოს ერთად გამოყენება. ომარ ჰალისდემირის უნივერსიტეტის მკვლევარის თურგაი დუღენეს ცნობით, ეს მეთოდი გააძნელებს ყაზახურ მართლწერას და მართლმეტყველებას. ამიტომაც სასარგებლო იქნება ერთი ხმის და ერთი ასოს პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სხვა თურქულ ხალხებთან დაახლოებისთვისაც. ამისათვის მისაღებად იქნა მიჩნეული თურქულისა და აზერბაიჯანულის ხმებთან მსგავსების გამო, იქ გამოყენებული ასოების ყაზახურში გამოყენებაც.

რა თქმა უნდა ამ პროცესს გააჩნია პოლიტიკური განზომილებაც. რუსეთს სერიოზული დაინტერესება აქვს რუსულად მოლაპარაკე რეგიონებისადმი. აქედან გამომდინარე, იგი არ მოინდომებს ყაზახურის ლათინურ ანბანზე გადასვლას. ამისათვის არ არის გამორიცხული გადადგას საწინააღმდეგო ნაბიჯები. ვიმედოვნებთ რუსეთი გაგებით მიუდგება ყაზახი ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს.  

      ანბანი, ერთის მხრივ ყაზახეთისთვის პოლიტიკურ არჩევანად ითვლება. ყაზახეთი მუდამ საბჭოთა კავშირთან იქნება მოხსენიებული, თუ იმოქმედებს მის განუყოფელ ნაწილად ქმნილ თურქულ სამყაროსთან და დასავლეთის სახელმწიფოებთან. თურქეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი გადავიდნენ სხვადასხვა ლათინურ დამწერლობაზე.  ამასვე გეგმავს ყირგიზეთი.

      ყაზახეთის ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა ისტორიული გარდატეხა იქნება ქვეყნის სულიერ და კულტურულ განვითარებაში. ისტორიული წარსულით, კულტურასთან და ტერიტორიასთან ერთად, ენა ყოველთვის არის ერის/სახელმწიფოს გამაერთიანებელი პრინციპი. ამ მიმართებით, ყაზახეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ვხედავთ პრეზიდენტ ნაზარბაევის ყაზახური ენის განვითარებისთვის მიცემულ დიდ მნიშვნელობას.

      ყაზახეთი, ანბანის გამოცვლით უფრო დაუახლოვდება დასავლეთის ცივილიზაციას. დიდი გავლენა ექნება ლათინური ანბანის გამომყენებელ თურქეთის სხვა რესპუბლიკებთან, ყაზახეთის სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებზე. თურქული სამყაროს აქსაქალის, რეგიონის ლიდერის ნურსულთან ნაზარბაევის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ლათინურ ანბანზე გადასვლა შეიძლება შეფასებულ იქნეს, როგორც ყაზახეთის, მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში ადგილის განმტკიცებისთვის გადადგმულ ნაბიჯად და თურქულ სამყაროში კულტურული ერთობის მიზნით გადადგმული ნაბიჯი.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...



მსგავსი ინფორმაციები