29 ივნისი ისტორიაში

29 ივნისი ისტორიაში

323702
29 ივნისი ისტორიაში

29 ივნისი ისტორიაში

1871 წლის 29 ივნისს ინგლისის პარლამენტმა მთელს მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა პროფკავშირების კანონი. ეს ის პერიოდია, როცა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპაში ინდუსტრიალიზაციის რევოლუცია იწყება და მის პარალელურად მუშათა კლასიც ჩნდება. ამ უკანასკნელმა კი თავისთავად პროფკავშირული მოძრაობებისა და პროფკავშირული გაერთიანებების წარმოქმნას შეუწყო ხელი, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ დროინდელ მთავრობასთან და ამიტომ ხშირად კამათობდნენ ამ თემაზე. ბოლოს ბენჟამინ დისრაელის მთავრობამ გამოსცა ეს კანონი, რომელიც დამტკიცებულ და მიღებულ იქნა პარლამენტის მხრიდანაც და ოფიციალურად აღიარებულ იქნა რა პროფკავშირული კავშირები, მისი წევრობაც აღარ ჩაითვალა დანაშაულად

1913 წლის 29 ივნისს სტარტი აიღო ბალკანეთის მეორე ომმა. პირველ ბალკანურ ომში ბულგარეთმა ვერ მიაღწია სასურველ ზავს და ამიტომ იგი ხშირად ესხმოდა თავს საბერძნეთს და სერბეთს. მაგრამ, ბულგარეთმა მეორე ბალკანური ომის დროსაც ვერ მოიპოვა უპირატესობა ვერც სერბეთზე და ვერც საბერძნეთზე. პირველი ბალკანეთის ომში საკმარისი ტერიტორიები დაკარგა ოსმანეთის იმპერიამაც და ამ მიწების დაბრუნების იმედით ოსმანეთიც ჩაერთო ბალკანეთის მეორე ომში. იმ დროს პოდპოლკოვნიკ მუსტაფა ქემალ ფაშას, ე.ი. ათათურქის ნაწილმა მოულოდნელი იერიშები განახორციელა ბულგარეთის საზღვრებზე რა, ზედიზედ აიღეს ქეშანის, ენეზის, იფსალას, კარააღაჯის და დიმეტოკას რაიონები, ახლოს მიადგნენ ქალაქ ედირნეს. ბულგარელებმა ვეღარ გაუძლეს თურქების შეტევებს და სტამბოლის ზავს მოაწერეს ხელი, რომლის ძალითაც ხსენებული რაიონები და ქალაქი ედირნე კვლავ ოსმანეთს დაუბრუნდა

2002 წლის 29 ივნისს თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონია-სამხრეთ კორეაში მიმდინარე მორიგ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა მასპინძელი სამხრეთ კორეა და პირველად ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თურქმა ფორვარდმა ჰაქან შუქურმა პირველი გოლი თამაშის მე-11 წამზე გაიტანა და დღემდე წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გატანილ გოლს და იგი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული

2003 წლის 29 ივნისს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი კინომსახიობი კატერინა ჰეპბურნი. იგი ყველა ფილმში ფაქტიურად ძლიერი ქალის როლს თამაშობდა. ჰაპბურნი ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში იყო, როცა მესამე ფილმში, “Morning Glory”-ში გადაიღეს და ამ როლისათვის მას ოსკარის პრემია გადაეცა. 1999 წელს ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა ეს მსახიობი ყველა დროის ერთ ერთ ყველაზე საუკეთესო ქალ მსახიობად აღიარა. მან მომდევნო წლებში იგი 12 ჯერ იყო წარდგენილი და აქედან კიდევ 4 ჯერ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო ქალის როლის შესრულებისათვის. კატერინამ ბოლო როლი ფილმში 1994 წელს “Love Affair”-ში ითამაშა და წლების განმავლობაში იგი ჰოლივუდის ნომერ პირველ მსახიობ ქალს წარმოადგენდა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები