31 მაისი ისტორიაში

31 მაისი ისტორიაში

506764
31 მაისი ისტორიაში

31 მაისი ისტორიაში

ჩ.წ.-მდე 1279 წლის 31 მაისს ეგვიპტის ტახტზე ავიდა და მორიგი ფარაონი გახდა რამზეს მეორე, რომელიც ძველი ეგვიპტის მე-19 დინასტიის ფარაონთა წარმომადგენელი იყო. იგი 66 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს და მის პერიოდში ეს ქვეყანა იმ დროის ყველზე უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. მას დიდი ბრძოლა მოუვიდა ხეთების მეფე მუვათალლი მეორესთან და კაცობრიობის ისტორიაში პირველი წერილობითი საზავო ხელშეკრულება სწორედ მათ შორის ქალაქ კადეშში მოწერა ხელი და ამიტომ ამ ზავს ისტორიაში კადეშის ზავის სახელით მოიხსენიებენ. კადეში თურქეთის დღევანდელ და კაპადოკიაში მდებარე ქალაქ ნევშეჰირთან მდებარეობდა და ხსენებული ზავის ერთი ეგზემპლარი დღეს სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. რამზესის მიერ აშენებული მრავალი ნაგებობა თუ ტაძარი დღემდეა შემორჩენილი და მათ შორის ყველზე უნაკლოდ არის ეგვიპტის სამხრეთში მდებარე ებუ სიმპელის  ტაძარი და კიდევ ქალაქ პერ რამსესში მდებარე რამსესიუმი

1809 წლის 31 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი ფრანც იოსებ ჰაიდნი. მოცარტთან და ბეთჰოვენთან ერთად სწორედ იგი ითვლება ვენის უდიდეს კლასიკოს კომპოზიტორად.  მან მუსიკის წერა ახალგაზრდობაში დაიწყო და 1780-იან წლებში მის ნაწარმოებებს უკვე მთელს ევროპაში ასრულებდნენ. მისმა ნაწარმოებებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა თვით მოცარტზე, ხოლო ბეთჰოვენი კი ესტერზის სასახლეში მისგან მუსიკის კერძო გაკვეთილებს იღებდა. ჰაიდნიმ სიკვდილამდე 800-მდე ნაწარმოები შექმნა და მათგან 100-მდე ნაწარმოები სიმფონიას სონატს ან კონცერტს წარმოადგენდა. მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს კი პარიზისა და ლონდონის  სიმფონიები, ასევე სამყაროს შექმნისა და სეზონების ორატორია წარმოადგენს

1938 წლის 31 მაისს პარიზში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მხატვარი ჰალე ასაფი. მას ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა პარიზში სამკურნალოდ იყო ჩასული. მან სახვითი ხელოვნება პარიზის, რომისა და ბერლინის აკადემიებში შეისწავლა და სტამბოლში 1924 წელს დაბრუნდა რა, ახლა აქ მოქმედ აკადემიაში გაგრძელა სწავლა. მაგრამ, სტუდენტობის წლებმა მისთვის ძალზედ მტკივნეულად ჩაიარა, რადგან სისტემატურად ავადმყოფობდა და მრავალი ოპერაციაც გადაიტანა, თუმცა ამის პარალელურად შემოქმედებით მოღვაწეობასაც აგრძელებდა. 1929 წელს მისი თაოსნობით დამოუკიდებელ მხატვართა და არქიტექტორთა საზოგადოება შეიქმნა, რომლის ფარგლებში მან მრავალჯერ გამართა გამოფენები როგორც თურქეთში, ასევე უცხოეთშიც      

2002 წლის 31 მაისს სტარტი აიღო და პირველად ჩატარდა ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთი აზიაში რა, მისი მასპინძელი ქვეყნები ერთობლივად იყვნენ იაპონია და სამხრეთ კორეა. ეს ჩემპიონატი გაგრძელდა 30 ივნისამდის და ფინალში ბრაზილიამ 2:0 დაამარცხა გერმანია და მეხუთედ დაეუფლა ნიკეას თასს. ამ ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში 3:2 დაამარცხა მასპინძელი სამხრეთ კორეა და პირველად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს და მესამე ადგილს, რაც თურქეთის ნაკრების დღემდე ყველაზე უდიდეს წარმატებად ითვლება

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები