თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 16/ 2017

თურქისტანთან დაკავშირებით საზოგადოებრივ-დიპლომატიური საქმიანობების ანალიზი და შედარება

718079
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 16/ 2017

 

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 16/ 2017

თურქისტანთან დაკავშირებით საზოგადოებრივ-დიპლომატიური საქმიანობების ანალიზი და შედარება.

საზოგადოებრივი დიპლომატია თურქისტანის რეგიონში საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად არის გადაქცეული.

ამ პროგრამაში გავაანალიზებთ და შევადარებთ თურქეთის და ჩინეთის თურქისტანისადმი მიმართულ საზოგადოებრივ დიპლომატიას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        ჩინეთი, თურქისტანს, ისტორიულად თავის ერთ-ერთ გავლენის არეალად მიიჩნევს.  ჩინეთში ეკონომიკასთან ერთად სწრაფად იზრდება ეკონომიკის მოთხოვნილებაც. ქვეყნის დასავლეთში, იგი ესაზღვრება აღმოსავლეთ თურქისტანს, რის გამოც მისთვის მნიშვნელოვანია თურქისტანი უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისითაც.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონტექსტში, არ არის გამორიცხული, რომ  ჩინეთს და რუსეთს შორის არსებობს საერთო თურქისტანთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური ჰეგემონობისთვის სერიოზული ბრძოლა.

        თურქეთი, რეგიონისადმი მიმართულ პოლიტიკაში მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნებთან დამოუკიდებლად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სტაბილურად, ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით, დემოკრატიული ფასეულობების დაცვით თანამშრომლობას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრირებული სახით ურთიერთობის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას. სწორედ ასეთი პოლიტიკით  გადაიქცა თურქეთი რეგიონის ქვეყნების მნიშვნელოვან თანა კომპანიონად.

თურქეთის, რეგიონთან დაკავშირებით საზოგადოებრივი დიპლომატიური საქმიანობა აქცენტირებულია   განათლების, მედიის და განვითარების დახმარებისკენ. ამ კონტექსტში გადადგმულ პირველ ნაბიჯად ითვლება 1993 წელში საერთაშორისო თურქული კულტურის ორგანიზაციის (TÜRKSOY)  დაფუძნება, რომლის წევრებად ითვლებიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ასევე კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ექვსი ავტონომიური რესპუბლიკა და დამკვირვებლის სახით არის მოლდოვასთან დაკავშირებული გაგაუზების ავტონომიური რესპუბლიკა.

        ჩინეთი ცდილობს რეგიონში რბილი პოლიტიკის გატარებას. თურქისტანში თავის ინტერესების დაცვისთვის გამოყენებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ითვლება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, სამხედრო მანევრები, ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა,  სასაზღვრო სავაჭრო რეგიონი, აზიის თავისუფალი სავაჭრო ზონა და აბრეშუმის გზის პროექტი.

თურქისტანის რეგიონული ინტეგრაციისთვის მხარდაჭერის დროს, ჩინელების გაშენებულ გაზსადენებს საფრთხე არ შეუქმნია იქაური სახელმწიფოების ჰეგემონობისთვის. ყაზახეთმა და თურქმენეთმა, ჩინეთის გაზსადენების წყალობით, შეამცირა მოსკოვზე დამოკიდებულება. მოსალოდნელია 2020 წელში ჩინეთი გადაიქცეს თურქისტანისთვის რეგიონის ნავთობის და ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდ მომხმარებელად.

 

        ჩინეთი, პროპაგანდას ორიენტირებულ მცნებად მიიჩნევს საზოგადოებრივ დიპლომატიას და ამ სფეროში მოწინავე ინსტიტუტებად მიიჩნევა სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ბიურო და HANBAN-ი, იგივე საერთაშორისო ჩინური ენის საბჭო) რომელიც ამავე დროს არის კონფუცის ინსტიტუტის მთავარი ცენტრი.

 

ეს ცენტრები მათი ადგილმდებარეობის მიხედვით, მიზნად ისახავენ ჩინეთის კულტურის,   ენის სწავლებისთვის ხელშეწყობას, სტუდენტებისთვის სტიპენდიების მიცემას, ჩინეთში სტუდენტების მიზიდვას.  სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით და გაცემული სხვადასხვა სტიპენდიებით, აზიური წარმომავლობის სტუდენტების ჩათვლით რომლებიც 75 %-ს შეადგენენ, წელიწადში 150 ათასზე მეტი სტუდენტი მიდის ჩინეთში სასწავლებლად. საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის დაფუძნებით მოხდა უცხოელი დიპლომატებისთვის სამი თვით, სასწავლო პროგრამის წარმართვა. 

        თურქეთმა, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში საგანმანათლებლო საქმიანობას, 1992 წლიდან დღემდე, ათასობით სტუდენტს უმასპინძლა თურქული სახელმწიფოებიდან. თურქული ენის გავრცელების მიზნით, თავისი სამუშაოებით, თურქეთის საზოგადოებრივი დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გადაიქცა იუნუს ემრეს ინსტიტუტი, რომელიც ასტანას და ბაქოს ცენტრების მეშვეობით მუშაობს რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთს, განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულება გააჩნია. ბიშკეკში, 1997 წლიდან მოყოლებული ფუნქციონირებს ყირგიზეთ-თურქეთის მანასის უნივერსიტეტი.  ყაზახეთის დასახლებებში, საგანმანათლებლო-კვლევით სამუშაოებს წარმართავს თურქული სამყაროს პირველი ერთობლივი  აჰმედ იასევის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩინეთი, რომელიც ჩაგრავს აღმოსავლეთ თურქისტანში მცხოვრებ უიღურებს და  ზეწოლის ქვეშ ამყოფებს რეგიონში მცხოვრებ ყაზახებს და ყირგიზებს, ეთნიკური უთანხმოების წარმოქმნას უწყობს ხელს.

სხავადასხვა სტიპენდიებით, ჩინეთში მიწვეული თურქისტანელი სტუდენტების განთავსება ძირითადად ხდება აღმოსავლეთ თურქისტანის უნივერსიტეტებში. ამ პროგრამით ჩინეთს სურს უიღურების პირადობის მინიმუმამდე დაყვანა და თურქისტანთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით აბრეშუმის გზის პროექტისთვის ინფრასტუქტურის მომზადება. გარდა ამისა, ჩინეთისთვის რეგიონთან დაკავშირებით პროპაგანდას ეწევა Tanrıdağı/Tiyanşannet-ის სახელწოდების ვებ გვერდი როგორც თურქულად, ისე უიღურულად და რუსულად.

  ჯანდაცვის, ტურიზმის, სატყეო, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სფეროებში, ფართო სასწავლო პროექტებს წარმართავს თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო TİKA ყაზახეთში, ყირგიზეთში უზბეკეთსა და თურქმენეთში.

თურქული სამყაროს საერთო ხმად გადაქცევას ისახავს მიზნად 2009 წლის 21 მარტიდან „TRT Avaz“-ი, რომელიც თურქეთის, რეგიონისთვის დაბანდებულ მნიშვნელოვან ინვესტიციად ითვლება.   TRT-ს საზღვარგარეთის მაუწყებლობის დეპარტამენტის მხრიდან თურქული ენის დიალექტებზე წარმართული რადიო და ინტერნეტ გადაცემები ამ სფეროში, კვლავ საჯარო დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ითვლება

        ჩინეთი, რომელმაც კონფუცის 15 ცენტრი გახსნა ყირგიზეთში, 4 ყაზახეთში, 2 უზბეკეთში და ერთი ტაჯიკეთში, ასევე რეგიონში ადგილობრივ ენებზე ჩინეთის საერთაშორისო რადიოს  მაუწყებლობით, მიზნად ისახავს ამ არეალზე გავლენის გავრცელებას.

        თურქეთი კი, თავისი ისტორიული ტრადიციების დაცვით ცდილობს დიპლომატიის მისთვის დამახასიათებელი, საკუთარი უნიკალური მოდელის შექმნას.

 ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები