19 აპრილი ისტორიაში

19 აპრილი ისტორიაში

477165
19 აპრილი ისტორიაში

19 აპრილი ისტორიაში

1775 წლის 19 აპრილს ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მიეცა სტარტი და ინგლისის საიმპერატოროსაგან გამოყოფის მიზნით აჯანყება დაიწყო 13 კოლონიაში. პირველი შეტაკება მოხდა მასაჩუსეტსის პროვინციის ქალაქ ლექსინგტონში და შემდეგ ეს აჯანყება დანარჩენ კოლონიებსაც მოედო. აჯანყების დაწყების მეორე წლისთავზე უკვე ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გაავრცელეს. 1781 წელს ამერიკელებს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა საფრანგეთმა და კოლონიებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს. აჯანყების მერვე წლისთავზე ხელი მოეწერა პარიზის შეთანხმებას, რომლითაც ინგლისმა აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი 

1926 წლის 19 აპრილს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე ხმის უმრავლესობით მიიღეს კაბოტაჟის კანონი, რომლითაც მოწესრიგებულ იქნა ახლად შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი საზღვაო საქმეები და აქამდე თუ საზღვაო საქმეებში უცხოელებს გქონდათ უპირატესობები, ამ ახალი კანონით უცხოელებს ჩამოერთვათ კაბოტაჟის უფლებები და ისინი თურქეთის მოქალაქეებს მიეცათ. უცხოელებს ეს უფლებები მიცემული ჰქონდათ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ოსმანეთის  საიმპერატოროს თავს მოხვეული კაპიტულაციის პირობებით, თუმცა იგი გააუქმეს 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებით. ახალი კაბოტაჟის კანონი ძალაში შევიდა 1926 წლის 1 ივლისს და მას შემდეგ ამ დღეს თურქეთში კაბოტაჟის დღედ აღნიშნავენ 

1971 წლის 19 აპრილს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გატყორცნა პირველი კოსმოსური სადგური სალიუტ პირველი, რომელიც მოსკოვმა გატყორცნა ამერიკელების მხრიდან მთვარეზე გაგზავნილი პირველი ასტრონავტების საპასუხოდ. მალე რუსებმა ხსენებულ სადგურზე მიავლინეს კოსმოსური ხომალდი სოიუზ 11, რომლის ბორტზე მყოფმა რუსმა კოსმონავტებმა წარმატებით შესძლეს შეპირაპირება კოსმოსურ სადგურთან, თუმცა უკან, დედამიწაზე დაბრუნებისას სოიუზ 11-ში ტექნიკური ხარვეზი წარმოიშვა, რამაც კატასტროფა გამოიწვია და სამივე რუსი კოსმონავტი დაიღუპა 

1993 წლის 19 აპრილს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი, პოეტი და დრამატურგი საბაჰატტინ კუდრეთ აქსალი. მან სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა და ერთ ხანობას სტამბოლის სკოლებში ფილოსოფიის მასწავლებლად მუშაობდა, მომდევნო წლებში კი სტამბოლის კონსერვატორიის ინსპექტორის და დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა. პირველი ლექსები და ნოველები მან 1930 წელს ლიტერატურულ ალმანახში გამოსცა, ხოლო მისი პირველი დრამატული ნაწარმოები სახელწოდებით “სახლის ზედა ღრუბლები“ 1948 წელს სტამბოლის საქალაქო თეატრში დაიდგა. 1961 წლიდან იგი ამავე თეატრის დირექტორი გახდა. მთელი ცხოვრების მანძილზე აქსალმა მრავალი ლექსების, მოთხრობების და სპექტაკლების კრებულები გამოსცა და მრავალი ჯილდოებიც მიიღო. მისი ნაწარმოებები უმეტეს წილად ფსიქოლოგიურ თემაზეა აგებული

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები