28 მარტი ისტორიაში

28 მარტი ისტორიაში

284541
28 მარტი ისტორიაში

28 მარტი ისტორიაში​

1930 წლის 28 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფომ უცხოურ ქვეყნებს თურქეთის ქალაქების თურქული სახელწოდებების გამოყენება ოფიციალურად მოსთხოვა. ამ თარიღის შემდეგ საფოსტო მისამართებზე ანგორისა და კონსტანტინოპოლის სახელწოდებებზე მოსული წერილები ანკარასა და სტამბოლში ადრესატებს აღარ ჩაჰბარდათ. სტამბოლისა და ანკარის სახელები ამ დღეს მთელს მსოფლიოში იქნა რეგისტრირებული.

1939 წლის 28 მარტს გენერალ ფრანკოს არმია მადრიდში შევიდა, რითაც ესპანეთის სამოქალაქო ომი დასრულდა. რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს შორის 1936 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი სამი წელი გაგრძელდა და ესპანეთს დიდი ნგრევა მოუტანა. გენერალ ფრანკოს მიერ „რესპუბლიკური სახალხო ფრონტის„ წინააღმდეგ განხორციელებული გადატრიალებით ქვეყანაში შეიქმნა დიქტატორული რეჟიმი, რომლის მმართველობაც 1975 წლამდე გაგრძელდა. სამოქალაქო ომის დროს გენერალ ფრანკოს მხარს უჭერდა ჰიტლერი, რომლის მიზანიც ესპანეთის ბერლინი-რომის ალიანსში ჩართვა გახლდათ.

1947 წლის 28 მარტს დაარსდა გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისია. საერთაშორისო არენაზე შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ვაჭრობის გაადვილების მეთოდის შექმნის მიზნით შექმნილ კომისიაში 56 წევრი შედის. კომისიის წევრ ქვეყნებს შორის თურქეთთან ერთად არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.

1966 წლის 28 მარტს თურქეთში პრეზიდენტად ჯევდეთ სუნაი დაინიშნა. თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთორმეტე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ჯევდეთ სუნაი ჯემალ გურსელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თურქეთის რიგით მეხუთე პრეზიდენტად იქნა არჩეული.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები