21 მარტი ისტორიაში

21 მარტი ისტორიაში

698703
21 მარტი ისტორიაში

21 მარტი ისტორიაში

21 მარტი ნოვრუზის ბაირამია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის პირველი დღე 21 მარტი გაზაფხულის დღესასწაულია. ნოვრუზი, რომელსაც თურქეთში, ირანსა და მთელს თურქულ რესპუბლიკებში აღნიშნავენ, 1995 წლის შემდეგ თურქეთშიც დღესასწაულად იქნა აღიარებული. ნოვრუზი, რომელიც თურქული ტომების მიერ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მერვე საუკუნიდან  აღინიშნებოდა, სელჩუკთა და ოსმალეთის პერიოდში ეროვნულ დღესასწაულად იქნა აღიარებული. ნოვრუზი, რომელიც დივანი ლუგატშიც გაზაფხულის მოსვლის ნიშნადაა აღნიშნული, თურქების 12 ცხოველიანი კალენდარსა და მელიქშაჰის ჯელალის კალენდარშიც ახალ წლად ითვლება.  

1590 წლის 21 მარტს ოსმლეთსა და სეფიანთა ირანს შორის ფერჰათ ფაშას ზავი იგივე კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება დაიდო. ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ კავკასიის მთლიანად დასაპყრობად დაწყებული სეფიანთა ბრძოლების მანძილზე ოსმალეთსა და ირანსა შოროს რამდენიმე ზავი დაიდო. ფერჰათ ფაშას ზავის მიხედვით, ყარაბაღი, თავრიზი, საქართველო, დაღესტანი და შირვანი ოსმალეთის სახელმწიფოს გადაეცა, რითაც იმპერიის აღმოსავლეთით საზღვარმა ყველაზე გრძელ მანძილს მიაღწია.

 1963 წლის 21 მარტს დაიხურა ამერიკის ყველაზე ცნობილი ალკატრასის ციხე. სანაპიროდან ორ ნახევარი კილომეტრით დაშორებულ ალკატრასის კუნძულზე აგებული ციხე 1861 წელში გაიხსნა. მსოფლიოს ყველაზე კარგად დაცულ ალკატრასის ციხეში მხოლოდ ყველაზე საშიში დამნაშავეები გადაყავდათ. ციხიდან 29 წლის მანძილზე 34-მა პატიმარმა სცადა გაქცევა და მათგან მხოლოდ ხუთის დაჭერა ვერ მოახერხეს.

1973 წლის 21 მარტს გარდაიცვალა აშიქ ვეისელი. ცნობილი თურქი სახალხო მელექსე აშიქ ვეისელ შათიროღლუ სივასის სოფელ სივრიალანში გარდაიცვალა. აშიქ ვეისელი 7 წლის ასაკში ნატურალური ყვავილის დაავადებით დაავადა, რის გამოც მხედველობა დაკარგა და მამის მიერ ნაყიდი საკრავი საზით მუსიკის სამყაროში პირველი ნაბიჯი შედგა.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები