16 მარტი ისტორიაში

16 მარტი ისტორიაში

265177
16 მარტი ისტორიაში

16 მარტი ისტორიაში


1870 წლის 16 მარტს ოსმანეთში პირველი თეატრი გაიხსნა. ოსმანეთის ფადიშაჰმა აბდულაზიზ პირველმა თეატრის გახსნის ნებართვა მისცა გულლი აკოფს და ამით ოფიციალური სახე მიეცა თეატრის მოქმედებას, რომელიც 1860-იანი წლებიდან სტამბოლში მცხოვრები სომხების მხრიდან იყო გახსნილი და არაოფიციალურად მოქმედებდა რა, მაყურებლებიც მხოლოდ სომხები იყვნენ. ასე რომ, ოსმანი ფადიშაჰის მიერ ნებართვის მიცემის შემდეგ თეატრში მოღვაწეობა დაიწყეს მუსლიმანებმაც. 1882 წელს ოსმანი ფადიშაჰის აბდულჰამიტ მეორის თხოვნით გულლი აკოფი სასახლის თეატრში იქნა მიწვეული და აქ მუსლიმანობა მიიღო რა, გულლი იაკობის სახელი დაირქვა.

1920 წლის 16 მარტს ანტანტის ქვეყნებმა ოფიციალურად დაიპყრეს სტამბოლი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ანატოლიაში ათათურქის ხელმძღვანელობით ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო და ამით განაწყენებულმა დასავლეთელებმა, რომ გაეტეხათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ამიტომაც სტამბოლის მთავრობას მიმართეს, მაგრამ, როცა ამ უკანასკნელებმაც უარი თქვეს თავიანთი თანამემამულეებთან ბრძოლაზე, მაშინ, ანტანტის ნაწილები სტამბოლში მოქმედ ქვეყნის პარლამენტში შეიჭრნენ რა, სტამბოლის დაპყრობა ოფიციალურად გამოცხადეს და ამის კვალდაკვალ ზოგიერთი ურჩი დეპუტატი კუნძულ მალტაზე გადაასახლეს. სტამბოლში დარჩენილი ზოგიერთი პარლამენტარები და სამხედროები ვერ შეურიგდნენ ქალაქის ოკუპაციას და ამიტომ ცენტრალურ ანატოლიაში გაიქცნენ და შეუერთდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც 1923 წელს ინტერვენტების გარეკვით და თურქების გამარჯვებით დასრულდა.


1921 წლის 16 მარტს საბჭოთა კავშირის და თურქეთის პარლამენტებმა ე.წ. მოსკოვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც ამ ქვეყნებმა ფაქტიურად სცნეს და აღიარეს ერთმანეთი. ამ შეთანხმებით თურქეთმა ჯერ ერთი გარანტიის ქვეშ აიყვანა თავის აღმოსავლური საზღვრები, ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვისგან სამხედრო იარაღის დახმარება მიიღო, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში გამოიყენა. ამ შეთანხმებით რუსეთი გახდა მთელს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა თურქეთის თავს მოხვეული სევრის კაბალური შეთანხმების ცნობაზე, ხოლო ამის პარალელურად უარი თქვა ასევე ოსმანეთის ვალების თურქეთის რესპუბლიკისგან მოთხოვნაზე. მოსკოვის შეთანხმებას თურქეთის მხრიდან ალი ფუატ ფაშამ და დოქტორმა რიზა ნურმა, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან ჩიჩერინმა და ჯელალედინ ქორქმაზოვმა მოაწერეს ხელი.

1988 წლის 16 მარტს ერაყის იმდროინდელი პრეზიდენტის სადდამ ჰუსეინის ბრძანებით ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰალეპჩეს ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა, სადაც ფაქტიურად მხოლოდ ქურთები ცხოვრობდნენ. ერაყის არმიის კუთვნილ 8 სამხედრო თვითმფრინავზე მომწამვლელი გაზიანი ბომბები დატვირთეს და სწორედ ისინი ჩამოაგდეს ჰალეპჩეში,რომელიც იმ დროს ირანის ოკუპაციის ქვეშ იყო და რის შედეგადაც 5 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა. სადდამმა ეს მეთოდი გამოიყენა ირანის მიერ წაქეზებული ქურთების მხრიდან დაწყებული აჯანყების ჩასახშობად და ქიმიურ გაზებს მრავალი ირანელიც შეეწირა. 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის დასრულების შემდეგ ჰალეპჩე კვლავ ერაყს დაუბრუნდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები