8 მარტი ისტორიაში

8 მარტი ისტორიაში

252414
8 მარტი ისტორიაში

8 მარტი ისტორიაში

1857 წლის 8 მარტს ამერიკაში საპროტესტო აქცია მოაწყო 40 ათასამდე მუშამ, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მაგრამ, აქციის დროს პოლიციის გულგრილობის შედეგად ხანძარი წარმოიშვა, რასაც 130 კაცი ემსხვერპლა და მათ შორის უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ. 1910 წელს კოპენჰაგენში ქალთა ყრილობა გაიმართა და მასზე მიიღეს დადგენილება, რომ ამერიკაში დაღუპულ ქალთა ხსოვნის პატივსაცემად 8 მარტი მშრომელ ქალთა დღედ აღინიშნოს, თუმცა ამ მოძრაობამ მთელს მსოფლიოში ვერ მოიკიდა ფეხი, უფრო მეტიც, პირველი და მეორე მსოფლიო ომის წლებში ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს ამ დღის აღნიშვნა. 1975 წელს გაეროს გენერალურ სესიაზე მიღებული დადგენილებით კი 8 მარტი ქალთა დღედ გამოცხადდა.

1403 წლის 8 მარტს დაიღუპა ოსმანეთის ფადიშაჰი ილდირიმ ბეაზიდი, რომელიც 1402 წლის ანკარის ბრძოლაში თემურ ლენგთან დამარცხდა და სიკვდილამდე მისი ტყვე იყო. ბეაზიდმა ოთხჯერ მოახდინა კონსტანტინოპოლის ალყა, მაგრამ ვერ შესძლო მისი აღება და ეს დიდი პატივი როგორც ცნობილია ერგო მის შვილიშვილ მეჰმედ მეორეს, რომელმაც ეს ქალაქი 1453 წელს აიღო. ბეაზიდს შეიძლება კონსტანტინოპოლის მეოთხე ალყის დროს ეს ქალაქი აეღო, მაგრამ, ოსმანეთს ამ დროს თავს დაესხა თემურ ლენგი და ბეაზიდმაც მოხსნა რა კონსტანტინოპოლის ალყა, თემურ ლენგთან საბრძოლველად გაემართა და ანკარის ბრძოლაში დამარცხდა.

1917 წლის 8 მარტს რუსმა ხალხმა პეტროგრადში ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, რომელიც რევოლუციაში გადაიზარდა. რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორემ მკაცრი ზომები მიიღო აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ, მისი ცდები წარუმატებლად დასრულდა და ამიტომ ტახტიდან გადადგა. პეტროგრადს, რომელიც მისი დამაარსებლის, რუსი მეფის პეტრე პირველის სახელს ატარებს, სანქტ პეტერბურგი დაერქვა, თუმცა საბჭოთა წლებში ლენინის პატივსაცემად მას ლენინგრადი შეარქვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლენინგრადი კვლავ სანქტ პეტერბურგი გახდა.

1948 წლის 8 მარტს გარდაიცვალა ცნობილი თურქი ექიმი, პროფესორი ჰულუსი ბაჰჩეტი. სწორედ მის სახელს ატარებს კანის დაავადება, რომელიც პირველად მან 1937 წელს დააფიქსირა და ამიტომ მის პატივსაცემად ამ დაავადებას “ბაჰჩეტის დაავადება“ უწოდეს. იგი 59 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა. მანვე კანის დაავადების შემდეგ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა ლეიშმანიოზის, ეგზემას და სიფილისის დაავადებებსაც.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები