28 თებერვალი ისტორიაში

28 თებერვალი ისტორიაში

441997
28 თებერვალი ისტორიაში

28 თებერვალი ისტორიაში

1922 წლის 28 თებერვალს ეგვიპტემ გაერთიანებული სამეფოსაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1500-იანი წლებში ოსმალეთის მმართველობაში შესვლიდან დაახლეობით 400 წლის შემდეგ 1882 წელს იგი ოსმალეთს გამოეყო და ინგლისის მფარველობაში შევიდა. 1922 წლის 28 თებერვალს დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად 30 წლის მანძილზე ინგლისელების პოლიტიკური ჩარევით მართული ეგვიპტის სამეფო 1952 წლის „თავისუფალი ოფიცრების მოძრაობით“ გაუქმდა და ერთი წლის შემდეგ ეგვიპტე რესპუბლიკად გამოცხადდა.

1945 წლის 28 თებერვალს თურქეთმა ხელი მოაწერა გაერთიანებული ერბის ორგანიზაციის დეკლარაციას. თურქეთის დესპანის ორჰან ეროლის მიერ ამერიკაში დეკლარაციის ხელმოწერიდან 8 თვის შემდეგ გაერო ოფიციალურად შეიქმნა.

1947 წლის 28 თებერვალს ტაივანში სახალხო ამბოხი სისხლში ჩაახშვეს. ხალხის მიერ ხელისუფლებაში მყოფი გუმინდაგის პარტიის წინააღმდეგ დაწყებული ამბოხის დროს სამხედრო ჩარევის შედეგად 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.

1958 წლის 28 თებერვალს საპრეზიდენტო სიმფონიური ორკესტრის პირველი დირიჟორი და ეროვნული ჰიმნის შემქმნელი ოსმან ზექი ონგური გარდაიცვალა. უნგორი, რომელიც 11 წლის ასაკში სასახლის ორკესტრში ჩაირიცხა და ვიოლინოს განყოფილება დაასრულა, აბდულჰამიდ მეორის საკონცერტო მევიოლინედ აღიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები