23 თებერვალი ისტორიაში

23 თებერვალი ისტორიაში

228298
23 თებერვალი ისტორიაში

23 თებერვალი ისტორიაში

632 წლის 23 თებერვალს ისლამური რელიგიის ფუძემდებელმა, ალლაჰის ბოლო ელჩმა, შუამავალმა წმინდა მუჰამედმა არაფატის ხეობის შუაგულში, დაახლოებით 120 ათასზე მეტი მუსლიმანის წინაშე “Veda Hutbesi“, ე.ი. გამოსამშვიდობებელი ქადაგება წაიკითხა და მასში მრევლს მიანიშნა, რომ მალე გარდაიცვლებოდა და მომდევნო ჰაჯობის რიტუალსაც ვეღარ ჩაატარებდა. სწორედ ამის გამო ეძახიან ამ ქადაგებას გამოსამშვიდობებელს, ანდა გამოსამშვიდობებელ ჰაჯობას. ამ ქადაგებაში მოხსენიებული საკაცობრიო ღირებულებების შეხსენების მიზნით 2009 წლის აქეთ 23 თებერვალი აღინიშნება როგორც მსოფლიო ისლამის დღე

1941 წლის 23 თებერვალს პლუტონიუმის ელემენტი იქნა აღმოჩენილი. მსი აღმომჩენები გახდნენ შვეციელი ქიმიკოსი მეცნიერები გლეერ სეიბორგი და ედვინ მაკმილანი. მათ შესძლეს 94 ნომრიანი პლუტონიუმისგან ატომის დაყოფა და მისი წარმოება, რის გამოც 1951 წელს ისინი ქიმიის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ. მათი აღმოჩენიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკელმა ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ურანიუმის მსგავსად პლუტონიუმის გაყოფაც შესაძლებელია და ამიტომ მისი გამოყენებაც შეიძლება ატომური ბომბის დამზადებაში. ამ განცხადების შემდეგ მართლაც დაიწყეს ექსპერიმენტული სამუშაოები პლუტონიუმისგან ატომური ბომბის დასამზადებლად

1944 წლის 23 თებერვალს სტალინის ბრძანებით 500 ათასი ჩეჩენი, ინგუში და თათარი მოსწყვიტეს საკუთარ კერებს და ყაზახეთში და ციმბირში გადაასახლეს. მოსკოვმა ეს ხალხები დაადანაშაულა წითელი არმიის საწინააღმდეგოდ გერმანიასთან კავშირში და ამიტომ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასახლეს ისინი. გასახლებულები დიდ პატარიანად შეჰყარეს სატვირთო ვაგონებში და ისე გაამგზავრეს სამშობლოდან ათასობით კმ-ით დაშორებულ რეგიონებში. მათმა მგზავრობამ რამდენიმე კვირა გასტანა და ამიტომ გადასახლებულთაგან სულ ცოტა მეხუთედი მაინც შიმშილისა და ავადმყოფობის გამო ჯერ კიდევ გზაში დაიღუპა.

1945 წლის 23 თებერვალს თურქეთიც შეუერთდა მეორე მსოფლიო ომსა და მის ფარგლებში ომი გამოუცხადა გერმანიას და იაპონიას. ეს დადგენილება გამოიტანა თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა ხანგრძლივი და მკაცრი კამათების შემდეგ. მანამდე გაერომ განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც 1945 წლის 1 მარტისათვის დანიშნულ იალტის კონფერენციამდე ომს გამოუცხადებდა გერმანიას და იაპონიას, გაწევრიანებულ იქნებოდნენ ახლიდან შესაქმნელ გაეროში და სწორედ ამ ფაქტმა იქონია მთავარი ზეგავლენა თურქეთის ომში ჩაბმის საკითხში. თუმცა თურქეთის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, რადგან, მალე დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც თურქეთს არც სამხედრო და არც ეკონომიკური დანაკარგები არ ჰქონია

1997 წლის 23 თებერვალს მოხდა მსოფლიოში პირველი გენეტიკური პროდუქტის, დოლის სახელწოდების ცხვრის ასლის მიღება. დიახ, მედიცინის ისტორიაში პირველი გენეტიკური ასლის მეთოდი განხორციელდა და 23 თებერვალს ასე მიიღეს პირველი ძუძუმწოვარი ცხოველი ცხვრის სახით, რომელსაც დოლი შეარქვეს. მისი კლონირება მოხდა ზრდასრული ცხვრისგან აღებული უჯრედით და მან 6 წელი იცხოვრა. მოკლედ, დოლი ითვლება პირველ ძუძუმწოვარ ცხოველად, რომელიც უმამოდ, ე.ი. არა ბუნებრივი მეთოდით, მეცნიერული ჩარევით დაიბადა. დოლის კლონირება მოხდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში



მსგავსი ინფორმაციები