6 თებერვალი ისტორიაში

6 თებერვალი ისტორიაში

427967
6 თებერვალი ისტორიაში

6 თებერვალი ისტორიაში

1958 წლის 6 თებერვალი მანჩესტერ იუნაითედის თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაშვების დროს ჩამოვარდა, რა დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის იყო ინგლისური საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაითედის 8 ფეხბურთელი. ავიაკატასტროფის შემდეგ ფიქრობდნენ, რომ საფეხბურთო კლუბი დაიშლებოდა, თუმცა დაშავებული ფეხბურთელებისა და ახალგაზრდებისაგან საოცნებო გუნდი ჩამოაყალიბეს. ახლად შექმნილმა გუნდმა 1968 წლის ევროპის თასი მოიგო, რაც პირველი იყო ინგლისური საფეხბურთო გუნდებისათვის.

1959 წლის 6 თებერვალს აშშ-ს კუთვნილი კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ტიტანი წარმატებით გამოსცადეს. ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსური სადგურიდან გატყორცნილი რაკეტა 1960-იანი წლებში კოსმოსური ხომალდის აპოლოს მთვარეზე დაშვებისას და კოსმოსური ხომალდების ორბიტაზე გასაყვანად იქნა გამოყენებული.

1960 წლის 6 თებერვალს კლასიკური თურქული მუსიკის კომპოზიტორი და ტამბურზე შემსრულებელი სელაჰათინ პინარი გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაიწყო უდზე დაკვრა და იგი გახლდათ უსკუდარის მუსიკალური საზოგადოების დამაარსებელი. მან პირველი ნაწარმოები 18 წლის ასკაში შექმნა და მუსიკალური წრეების ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემი პიროვნება გახდა. სელაჰათინ პინარი იყო მეუღლე პირველი თურქი ქალი მსახიობისა აფიფე ჟალესი და განქორწინების შემდეგაც კი შექმნილი ნაწარმოებების უმრავლესობას სწორედ აფიფე ჟალეს უძღვნიდა. იგი ათათურქისთვისაც უკრავდა ტამბურს და მისი სიმღერა „მოდი არ წახვიდე“ ათათურქის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა იყო.

1968 წლის 6 თებერვალს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით პირველად იქნა ნაჩვენები თეატრალური წარმოდგენა და ეს გახლდათ „პოეტის ქორწილი“, რომელიც დაწერა 1860 წელში ოსმალეთის პერიოდის მწერალმა და ჟურნალისტმა იბრაიმ შინასიმ.



მსგავსი ინფორმაციები