22 დეკემბერი ისტორიაში

22 დეკემბერი ისტორიაში

636737
22 დეკემბერი ისტორიაში

22 დეკემბერი ისტორიაში

1574 წლის 22 დეკემბერს ოსმანეთის ტახტზე ავიდა რიგით მე-12 სულთანი მურატ მესამე. 1558 წელს მისმა ბაბუამ, ოსმანეთის ყველაზე გამოჩენილმა ფადიშაჰმა სულეიმან კანონიერმა, იგი ჯერ ალაშეჰირის სადროშოს ბეგად, შემდეგ კი მანისას გუბერნატორად დანიშნა, რომელიც უფლისწულთა სადროშოდ ითვლებოდა. 1574 წლის 15 დეკემბერს მამამისი, ოსმანეთის სულთანი სელიმ მეორე გარდაიცვალა და ერთი კვირის შემდეგ მის მაგივრად ტახტზე მურატ მესამე ავიდა და იგი 21 წლის განმავლობაში დარჩა იმპერიის სათავეში. სწორედ მისი ფადიშაჰობის პერიოდში შეიერთეს აზერბაიჯანის და ირანის უდიდესი ნაწილი, ხოლო დასავლეთში კი ავსტრიას და პორტუგალიას ებრძოდნენ. მურატ მესამე 1595 წელს გარდაიცვალა და მის მიერ დაწერილი რამდენიმე ლექსი დღემდეა შემორჩენილი

1914 წლის 22 დეკემბერი შავი ასოებით არის შესული ოსმანეთის და საერთოდ თურქი ხალხის ისტორიაში, რამეთუ სწორედ ამ დღეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სარიკამიშში ერთ ღამეში 80 ათასზე მეტი თურქი ჯარისკაცი გაიყინა, რომლებიც ამ რეგიონში რუსთა ჯარს ებრძოდნენ. ამ მძიმე დანაკარგის შემდეგ რუსებს ხელ-ფეხი გაეხსნათ და ქვეყნის შუაგულისკენ დაიძრნენ რა, ერზრუმი, ვანი, მუში და ბიტლისი დაიპყრეს, თუმცა მოგვიანებით გონს მოსულმა თურქებმა უკან დაიბრუნეს ეს მიწები. სარიკამიშის ტრაგედია არის ყველაზე უმძიმესი თურქი ხალხის ისტორიაში, რადგან მტერთან უბრძოლველად, გაუგონარი ყინვის შედეგად დაიღუპა 80 ათასზე მეტი ჯარისკაცი       

1989 წლის 22 დეკემბერს რუმინეთში დაწყებული სახალხო რევოლუციის შედეგად ბოლო წერტილი დაესვა ნიკოლაი ჩაუშესკუს მმართველობას, რომელსაც იგი 1967 წლიდან მართავდა. ჩაუშესკუმ დროთა განმავლობაში ჩაახშო ოპოზიციის ხმები და დიქტატორული რეჟიმი დაამყარა რა, რუმინელმა ხალხმა ვეღარ აიტანა მისი მმართველობა და აჯანყება დაიწყო, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლაი ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენე საზღვარგარეთ გაქცევას შეეცადნენ, მაგრამ, ისინი შეიპყრეს და კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქვეყნის ღალატში და მიტინგების დარბევაში დასდეს რა ბრალი, ორივენი სიკვდილით დასაჯეს

2004 წლის 22 დეკემბერს კუჭის სიმსივნის ავადმყოფობით სტამბოლში გარდაიცვალა მეორე თურქი ქალი პილოტი ნეზიჰე ვირანიალი. იგი იმ 4 ქალ პილოტთაგან ერთ ერთს წარმოადგენდა, რომლებსაც ფრენა პირველმა პილოტმა, საბიჰა გოქჩენმა შეასწავლათ. 1955 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჯერ გერმანიაში და შემდეგ ჰოლანდიაში ჩატარებულ პილოტთა შოუში, საიდანაც ამერიკაში გადავიდა და აქ სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელი დაასრულა. ვირანიალმა ასობით ნახტომი განახორციელა პარაშუტით და რამდენიმე რეკორდი დაამყარა, ხოლო ამასთან ერთად პირველი თურქი ქალია, რომელმაც პლანერითაც იფრინა



მსგავსი ინფორმაციები