20 დეკემბერი ისტორიაში

20 დეკემბერი ისტორიაში

636717
20 დეკემბერი ისტორიაში

20 დეკემბერი ისტორიაში                     

1915 წლის 20 დეკემბერს ჩანაქკალეს ბრძოლის ფარგლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაფარტების და არიბურნუს დატოვება და უკან დახევა დაიწყეს ინგლისისა და ახალი ზელანდიის ჯარებმა. ამ უკანასკნელებს თურქები ანზაკებს ეძახოდნენ და ისინი ინგლისის მოკავშირეებს წარმოადგენდნენ. თურქებმა ამ დღეს დილის სისხამზე, კონკრეტულად 04:00 საათზე დაიწყეს მტრის პოზიციების შტურმი და მოკავშირეებმა უკან დახევა დაიწყეს. ასე რომ, ეს რეგიონი უკანასკნელმა ინგლისელი პოლკოვნიკის ჯონ პატონის დანაყოფებმა დატოვეს. ამით თურქებმა სათავე დაუდეს გამარჯვებების სერიალს სახმელეთო ბრძოლებშიც და მომდევნო წელს ანტანტამ უკვე მთლიანად გალიპოლის ნახევარკუნძულიც მიატოვა

1987 წლის 20 დეკემბერს მინდოროს კუნძულების მახლობლად კატასტროფა განიცადა ფილიპინების კუთვნილმა Dona Paz-ის სახელწოდების სამგზავრო გემმა, რადგან აქ იგი Vector-ის სახელწოდების ტანკერს შეეჯახა, რის კვალდაკვალ ორი დიდი აფეთქება მოხდა და შედეგად 4 ათასი კაცი დაიღუპა რა, მხოლოდ 24 კაცი გადაურჩა სიკვდილს. ეს არის ერთ ერთი უდიდესი საზღვაო ტრაგედია და მას აზიის ტიტანიკსაც ეძახიან

1995 წლის 20 დეკემბერს ბოსნიაში შევიდნენ ნატოს ძალები, სადაც სამ წელზე მეტი იყო რაც სამოქალაქო ომი გრძელდებოდა სერბებთან. ამ ომს 300 ატასამდე კაცი ემსხვერპლა, ხოლო ამის პარალელურად დევნილი გახდა 2 მილიონამდე კაცი. თავიდან ნატო არ ჩაერია ამ ომში, მაგრამ, როცა მთელი მსოფლიო აღდგა ფეხზე და მწვავე რეაქცია გამოხატა დასავლეთის უმოქმედობის მიმართ, მაშინ, ნატომაც არ დააყოვნა და თავისი ძალები შეიყვანა რეგიონში, რის შემდეგ დაიტონის შეთანხმებას მოეწერა ხელი და რეგიონში მას შემდეგ მშვიდობამ დაისადგურა. მას შემდეგ რეგიონში 60 ათასი ნატოელი სამშვიდობო მსახურობს

1993 წელს სტამბოლში გარდაიცვალა თურქული ფილმისა და თეატრის განთქმული მსახიობი ჰულუსი ქენტმენი, რომელსაც ფიზიკური აღნაგობის გამო თონთონ ამჯას, ე.ი. მსუქანა ბიძას ეძახოდნენ. 1912 წელს ბულგარეთის ქალაქ ტირნოვაში დაბადებული მსახიობი თავიდან სამხედრო ოფიცერს წარმოადგენდა და მსახიობობა მხოლოდ 1940 წელს დაიწყო. მას შემდეგ დაწყებული სიკვდილამდე ჰულუსი ქენტმენი 300-მდე ფილმში იქნა გადაღებული და მას სახალხო არტისტის წოდება აქვს მინიჭებული.



მსგავსი ინფორმაციები