19 დეკემბერი ისტორიაში

19 დეკემბერი ისტორიაში

413786
19 დეკემბერი ისტორიაში

19 დეკემბერი ისტორიაში 

1918 წლის 19 დეკემბერს ჰათაის პროვინციის დაბა დორთიოლში ფრანგული ძალების წინააღმდეგ პირველი ტყვია ომერ ხოჯას ვაჟმა ქარა მეჰმედმა გაისროლა, რაც ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დასაწყისად მიიჩნევა. ეს ფაქტი კი მოჰყვა ფრანგული და სომხური ძალების მიერ დაკავებულ რეგიონებში თურქულ სოფლებზე თავდასხმას და ცხოველების გატაცებას. სოფელში შესულ ფრანგულ ძალებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ, რის გამოც იძულებულები გახნენ უკან დაეხიათ და დორთიოლში დაბრუნებულიყვნენ.

1941 წლის 19 დეკემბერს სტამბოლში პურის გაცემა ტალონებით დაიწყო. იანვრის თვის დასაწყისიდან მთლიანად თურქეთში ამოქმედებული გადაწყვტილებით პურის გაყიდვა შეიზღუდა და მისი გაყიდვა გამგებლების მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე დაიწყეს და ხუთი წელი გაგრძელდა. 1946 წელში მიღებული გადაწყვტილებით სტამბოლში ანკარასა და იზმირში პურის ტალონებით გაყიდვა დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზის და იმ პერიოდის გვალვები პურის შეზღუდული წარემობისა და გაყიდვის მიზეზი გახდა.

1953 წლის 19 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ მილიკანი გარდაიცვალა. მან 1985 წელში კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილება დაასრულა, რის შემდეგაც პარიზის, ბერლინისა და გოტინგენის უნივერსიტეტებში მუშაობდა და ჩაატარა კვლევები კოსმოსურ სხივებზე, ულტრაიისფერ სხივებზე და ფოტოელექტრიკაზე. 1917 წელში აშშ-ის სამხედრო მიზნით წარმოებული კვლევების ხელმძღვანელად დანიშნულმა მილიკანმა 1923 წელში ნობელის პრემია მიიღო.

1984 წლის 19 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყდა ჰონგ კონგის ჩინეთისათვის გადაცემის საკითხი, თუმცა ეს მოგვიანებით 1997 წელში განხორციელდა. 1842 წელში ჩინეთისათვის ჩამორთმეული და ინგლისის კოლონიად გადაქცეული ჰონგ კონგი მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა დაიკავეს და იგი ინგლისელებს 1945 წელში დაუბრუნეს. 1997 წლის 1 ივლისიდან კი იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა. ჰონგ კონგი მაჟამად აზიის ყველაზე დიდი თავისუფალი ბაზარი და ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრია.

 



მსგავსი ინფორმაციები