16 დეკემბერი ისტორიაში

16 დეკემბერი ისტორიაში

410186
16 დეკემბერი ისტორიაში

16 დეკემბერი ისტორიაში 

1474 წლის 16 დეკემბერს თურქი ასრტონომი, მათემატიკოსი და ენათმეცნიერი ალი ქუშჩუ სტამბოლში გარდაიცვალა. მე-15 საუკუნის დასაწყისში უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დაბადებულმა ქუშჩიმ მათემატიკის და ასტრონომიის განათლება მიიღო. იგი ასევე თემურ ლენგის საინპერატოროში ცნობილი ასტრონომის ულუღ ბეის თანაშემწე და შენდეგ ობსერვატორიის დირექტორიც გახლდათ. ალი ქუშჩუ ოსმალეთის იმპერატორ მეჰმეთ მეორის მიწვევით სტამბოლში ჩავიდა და აიასოფიის მედრესეს დირექტორი გახდა. ამის შემდეგ იგი სტამბოლში დარჩა და ასტრონომიის, მათმატიკის, ფიზიკის და ენათმეცნიერების სფეროში მრავალი კვლევები ჩაატარა. მან ასევე გამოსცა მრავალი მნიშვნელოვანი ნაწარმოებიც.

1727 წლის 16 დეკემბერს ოსმალეთში პირველმა სტამბამ ფუნქციონირება დაიწყო. ევროპის სხვადასხვა ყვეყნებიდან ჩამოტანილი სტამბის ნაწილები ისევ ევროპიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების მეშვეობით იქნა აწყობილი. სტამბაში პირველი წიგნი 1729 წელს ”ვან ყულუ”-ს სახელწოდებით დაიბეჭდა.

1925 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის მიერ ჟენევაში მიღბული გადაწყვეტილების მიხედვით თურქეთ-ერაყს შორის ახალი საზღვარი გაივლო, რომლის მიხედვითაც ქალაქი მუსული ერაყს გადაეცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთი არ დაეთანხმა, რის გამოც თურქეთ ინგლის შორის ურთიერთობა დაიძაბა და შედეგად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ერთი წლით შეწყდა.

1991 წლის 16 დეკემბერს ყაზახეთმა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლით დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გახლავთ, რომელმაც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ხელი მოაწერა და ეს დღე ანუ 16 დეკემბერი მას შემდეგ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. 1992 წელს ყაზახეთის დამოუკიდებლობა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანამ აღიარა.



მსგავსი ინფორმაციები