15 დეკემბერი ისტორიაში

15 დეკემბერი ისტორიაში

409534
15 დეკემბერი ისტორიაში

15 დეკემბერი ისტორიაში

1072 წლის 15 დეკემბერს თურქული სახელმწიფოს, სელჯუკთა ფადიშაჰი ალფარსლანი დაიღუპა. იგი მოკლა მისი მხრიდან დაპყრობილი ციხე-სიმაგრის მეთაურმა იუსუფმა. სელჯუკთა ტახტზე იგი 1063 წელს, იმხანად ტახტის მფლობელი ბიძის, თუღრულ ბეის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მანამდე კი იგი ჰორასანის მელიქი იყო. საქართველოსა და სომხეთის დაპყრობის შემდეგ ალფარსლანი ანატოლიისაკენ გაეშურა და 1071 წელს მალაზგირთის დიდ ომში დაამარცხა რა ბიზანტიის იმპერატორი რომანოს დიოგენე, ამით თურქები მცირე აზიაში საბოლოოდ დამკვიდრდნენ. ალფარსლანი ძალზედ განათლებული და კულტურული პირონება იყო და მისი სულთნობის პერიოდში სელჯუკთა იმპერია დიდად გაძლიერდა და ოსმანეთის იმპერიის შექმნას დაუდო სათავე

1256 წლის 15 დეკემბერს მონგოლმა სარდალმა, ჰულაგუს ხანმა ირანში მდებარე ალამუთის ციხე-სიმაგრე, რომელიც ხაშხაშებს ეკუთვნოდა, მიწასთან გაასწორა. ხაშხაშების სექტა ირანელი ჰასან ბინ საბბაჰის მხრიდან იყო შექმნილი და მონგოლების შემოსვლამდე შიშის ზარს სცემდა მთელს ახლო აღმოსავლეთს, რადგან, უდიდესი სამხედრო ძალა გააჩნდა, ხოლო ალამუტის ციხე-სიმაგრე კი მათ მთავარ ფორპოსტს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, მონგოლებმა ამ ციხე-სიმაგრეში არსებული ბიბლიოთეკაც გაანადგურეს, რომელშიც უიშვიათესი ხელნაწერები ინახებოდა

1994 წლის 15 დეკემბერს თურქეთის ერთ ერთი უდიდესი სახელმწიფო კომპანია Türkiye Petrolleri Anonim Ortaklığı, ე.ი. სააქციო საზოგადოება თურქეთის ნავთობი შეიქმნა, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებელი გახდა თურქეთში, ხოლო ამის პარალელურად ამ კომპანიამ პირველმა დაიწყო თურქეთში ნავთობისა და გაზის ძიება, ამიტომაც იგი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ექვემდებარება. 2004 წლიდან მოყოლებული ეს ფირმა სადაზვერვო და საძიებო სამუშაოებს ატარებს შავი ზღვის, მარმარილოს და ხმელთაშუაზღვის შელფებშიც. სწორედ ამ ფირმამ აღმოაჩინა საშუალო დონის ნავთობის რეზერვები ედირნესა და ბათმანის რეგიონებში

 



მსგავსი ინფორმაციები