13 დეკემბერი ისტორიაში

13 დეკემბერი ისტორიაში

408139
13 დეკემბერი ისტორიაში

13 დეკემბერი ისტორიაში

1522 წლის 13 დეკემბერს იმ დროის ზესახელმწიფო ოსმანეთის ფადიშაჰი სულეიმან კანონიერი თავისი ფლოტით მიადგა კუნძულ როდოსს, ალყა შემოარტყა მას და მისი დამცველი იერუსალიმის რაინდებისგან კუნძულის გასაღების ჩაბარება მოითხოვა, რის სანაცვლოდაც იგი რაინდებს ხელშეუხებლობას, კუნძულიდან მშვიდობიანად გასვლას და ამასთან მათი ქონების გარანტიასაც შეჰპირდათ. 21 დეკემბერს რაინდებმა ხელი მოაწერეს სულეიმანთან ზავს და როდოსი თურქებს გადასცეს. ამ კუნძულის დაპყრობის შემდეგ ხმელთაშუაზღვა თურქების ზღვად გადაიქცა და ყველგან კონტროლი მათ ხელში გადავიდა

1914 წლის 13 დეკემბერს, ე.ი. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ოსმანეთის საზღვაო ფლოტმა პირველი დანაკარგი განიცადა. ინგლისურმა კრეისერმა სახელწოდებით B-11-მ ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლის დროს ოსმანური ჯავშნოსანი კრეისერი “მესუდიე“ 800 მეტრის სიშორიდან ნასროლი 2 ტორპედოთი ჩაძირა. თურქულ კრეისერზე 598 მეზღვაური იმყოფებოდა და მათგან 25 შაჰიდი გახდა. სხვათა შორის ჩაძირული კრეისერი ოსმანებს 1872 წელს ინგლისელებისგან ჰქონდათ ნაყიდი


1974 წლის 13 დეკემბერს ცნობილი თურქი მწერალი, ჟურნალისტი და დიპლომატი იაკუბ კადრი კარაოსმანოღლუ სტამბოლში გარდაიცვალა. ახალგაზრდობისას მან ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ფრანგული სასწავლებელი დაამთავრა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წლებში იგი მართალია ჟურნალისტად მუშაობდა ოსმანეთის ხელისუფლების მხარდამჭერ გაზეთში, თუმცა ათათურქის მხრიდან დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას უმღეროდა. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ იგი ორჯერ იქნა არჩეული დეპუტატად, ჯერ მარდინში, შემდეგ კი მანისაში. მეორე მსოფლიო ომის წლებში მან დიპლომატიური მოღვაწეობა დაიწყო. პირველი რომანი კარაოსმანოღლუმ 1955 წელს გამოსცა. მისი ყველაზე გახმაურებული რომანებია-უცხო, დასაქირავებელი სასახლე და მამა ნური

 

1995 წლის 13 დეკემბერს თურქეთმა ევროკავშირთან საბაჟო ერთიანობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. კენჭისყრის დროს 343 ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ამ შეთანხმებას, 149 მის წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა, რითაც რატიფიცირებულ იქნა ეს შეთანხმება, რომლითაც ორ მახრეს შორის საბაჟო გადასახადები გაუქმდა და თავისუფალი ვაჭრობა დაიწყო. ევროკავშირთან საბაჟო შეთანხმებას თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა რატიფიკაცია იმავე წლის 31 დეკემბერს გაუკეთა

 



მსგავსი ინფორმაციები