12 დეკემბერი ისტორიაში

12 დეკემბერი ისტორიაში

405656
12 დეკემბერი ისტორიაში

12 დეკემბერი ისტორიაში

1901 წლის 12 დეკემბერს იტალიელმა გამომგონებელმა გულელმო მარკონიმ უკაბელო ტელეგრაფის სისტემა შექმნა და ინგლისიდან ატლანტის მეორე სანაპიროზე უკაბელო გზავნილის გაგზავნა მოახერხა. 1874 წელში იტალიის ქალაქ ბოლონიაში დაბადებული გამომგონებლის მიერ შექმნილი სისტემის გამოყენება 1914 წელში პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად აქტიურად დაიწყეს. მარკონის, რომელმაც 1919 წელში მსოფლიოს პირველი სამაუწყებლო სადგური შექმნა, 1909 წელში ნობელის პრემია მიანიჭეს ფიზიკის დარგში. მარკონი 1937 წელში გულის შეტევით გარდაიცვალა.

1928 წლის 12 დეკემბერს ცნობილი ყირგიზი მწერალი ჯენგიზ აიტმატოვი ყირგიზეთის პროვინცია ტალასში დაიბადა. მაქსიმ გორკის სახელობის ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ აიტმატოვმა მუშაობა გაზეთ პრავდაში დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული მან დაიწყო ნაწარმოებების წერა, რომლებმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აიტმატოვი ლუქსემბურგში მისი ქვეყნის ელჩის მოვალეობასაც ასრულებდა. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 150-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

1995 წლის 12 დეკემბერს გაეროს 50-ე სხდომაზე დამტკიცებული იქნა თურქმენეთის მუდმივ ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადების გადაწყვტილება. შვეიცარიისა და ავსტრიის შემდეგ მსოფლიოს მესამე ნეიტრალურ ქვეყანად გამოცხადებულ თურქმენეთში 12 დეკემბერს ნეიტრალიტეტის დღეს აღნიშნავენ. თურქმენბაშმა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის შესახებ წინადადება პირველად 1992 წლის 10 ივლისს ეუთოს ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე წამოაყენა და მას მხარი ეუთომაც დაუჭირა.

2003 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰაიდარ ალიევი სამკურნალოდ ჩასულ აშშ-ის კლივლენდის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წელში გახდა და ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. 2003 წელს ავადმყოფობის გამო თანამდებობა შვილს ილჰამ ალიევს გადააბარა. 1999 წელში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა ჰაიდარ ალიევს ათათურქის სახელობის მშვიდობის პრემია გადასცა.

 



მსგავსი ინფორმაციები