ევროპის პრობლემები

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი - DailySabah 2016 წლის 5 დეკემბერი

624958
ევროპის პრობლემები

ევროპის პრობლემები

„მომდევნო წელში ჩასატარებელ რიგ არჩევნებთან ერთად ჩანს, რომ ევროპის პოლიტიკა გააღრმავებს საკუთარ თავში ეჭვის შეტანას და ბებერი კონტინენტის მასშტაბით ხელს შეუწყობს პოპულისტური, ანტიმიგრანტული, ისლამოფობიური და ქსენოფობიური განწყობის ზრდას.“

ევროპა გლობალური უნდობლობის, რეგიონული ქაოსის და მიგრანტების გამრიყავ გარემოში ჯიუტი და პოტენციურად დამანგრეველი პოლიტიკური პოპულიზმისა და ოპორტუნისტული ტალღის წინაშეა. ეს ტენდეცია ბრექსიტის შემდეგ ევროპის იდეას ემუქრება და ევროკავშირის დასუსტების საფრთხეს ქმნის. მომდევნო წელში ჩასატარებელ რიგ არჩევნებთან ერთად ჩანს, რომ ევროპის პოლიტიკა გააღრმავებს საკუთარ თავში ეჭვის შეტანას და ბებერი კონტინენტის მასშტაბით ხელს შეუწყობს პოპულისტური, ანტიმიგრანტული, ისლამოფობიური და ქსენოფობიური განწყობის ზრდას. თუ ევროპა საკუთარ სახლში  ძლიერ და ერთიან  მსოფლიოში  თვალსაჩინო დარჩება ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საჭიროა გონივრული შეფასებები გააკეთონ.

ზრდადი ნეო-რასისტული და პოლიტიკური ოპორტუნიზმის თაობაზე სერიოზული შეშფოთების მქონე ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ვან დერ ბელენის რადიკალურად მემარჯვენე ნორბერტ ჰოფერთან გამარჯვებით დამშვიდნენ. ჰოფერი თურქებისა და მუსლიმების შესახებ ღიად ავრცელებს რასისტულ მოსაზრებებს და სათავეში უდგას კამპანის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირს (თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა) და ბრექსიტის მსგავსი რეფერენდუმის გამართვა მოითხოვა. გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას ღიად უკიდურესად მემარჯვენე და ისლამოფობი პრეზიდენტი ეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოფერი დამარცხდა, მისი იდეები ისევ ცოცხლობს. იგი არა მხოლოდ თურქეთის ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგე იყო, ამავდროულად ეწინააღმდეგებოდა თურქებისა და მუსლიმების ევროპაში შესვლას რა, ეს პოზიცია ევროპის ბევრ ქვეყანაში თანდათან ვრცელდება. ამავდროულად ავსტრიის არსებულ მთავრობას თურქეთის მიმართ ისევ საკამათო და მტრული პოზიცია აქვს.     

ავსტრიის არჩევნების შედეგებმა იმის მცირედი იმედი ჩასახა, რომ ავსტრიასა და ევროპაში არსებული პრობლემებისათვის მუსლიმების, თურქების და მიგრანტების დადანაშაულება ყოველთვის წარმატებას არ მოიტანს. ევროპაში ზოგიერთები მაინც ხედავენ ჭეშმარიტებას: შერეული პრობლემების ერთ მიზეზთან დაკავშირებამ და ადამიანების გარკვეული ჯგუფის განტევების ვაცად გამოცხადებამ შესაძლოა მოკლე ვადებში მოგება მოიტანოს, თუმცა გრძელ ვადებში იგი პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

მომდევნო წელს გასამართ საფრანგეთის არჩევნებზე, სავარაუდოდ, ამ ვითარებას განმეორებით ვიხილავთ. მარინ ლე პენის ლიდერობით ეროვნულმა ფრონტმა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამომრჩეველთა ბაზა გააფართოვა. სავარაუდოდ, პარტია 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი მეტოქე იქნება. მომდევნო დღეებში ვნახავთ ოლანდის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს და ანკეტებში სოციალისტების ცუდ პერფორმანსზე რესპუბლიკელთა პარტია და პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამ პოლიტიკურ დინამიკაზე როგორ რეაქციას გამოხატავს. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იგივე ანტიმიგრანტული, ანტიგლობალისტური, ანტითურქული და ანტიმუსლიმური მოსაზრებები საფრანგეთის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრექსიტის მოდელის შემდეგ საფრანგეთმა უარი თქვას ევროკავშირზე. თუმცა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე ინტეგრაციის, ისლამოფობიის, რადიკალიზაციის, უმუშევრობის პრობლემები და საფრანგეთის თვითმყოფადობის გრძნობა და თვითაღღქმა ისევ გაბატონებული იქნება საფრანგეთის სოციალურ და პოლიტიკურ არენზე.

როგორც ჩანს, მომავალი წლის საყოველთაო არჩევნებზე გერმანიის პოლიტიკა დაუპირისპირდება მსგავს პრობლემებს. ალბათობის მიუხედავად, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს გერმანიის და ევროპის ყველაზე ძლიერი ლიდერი ანგელა მერკელი, მაინც დაუპირისპირდება იგი ევროპის ეკონომიკის გაძლიერების საკითხში წარმოქმნილ პრობლემებს. ევროპისადმი მიმართული, მიგრანტთა კრიზისის შეჩერებისთვის წარმართული მაღალი დონის მცდელობების და წარმატებების მიუხედავად, არჩევნებში მერკელი, თვითონ დაუპირისპირდება სანაცვლო პრობლემებს და დიდი შედეგების მქონე პოლიტიკური პოპულიზმის და ოპორტუნიზმის საკითხებში პირისპირ აღმოჩნდება თავისი ქვეყნის და ევროპის წინაშე.

ამას დაემატება ხმის არ მიმცემთა მოპოვებული გამარჯვების და იტალიის პრემიერის მატეო რენცის გადადგომით დასრულებული იტალიის კონსტიტუციური რეფერენდუმით, როგორც იტალიის, ისე ევროპის პოლიტიკური დესტაბილიზაციის გაღრმავება.

იტალიაში, ინტენსიურად შეცვლილი ხელისუფლებით და არასტაბილური პარტიის პოლიტიკით, მართალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 64 მთავრობა შეიქმნა, მაგრამ ახალი მთავრობის კრიზისი, როგორც მისთვის ისე ევროპისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს.  

ევროპაში წარმოქმნილი, გაუგებარი პოლიტიკური მდგომარეობის, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენა ბუნებრივია.  არსებულ განსხვავებებს კიდევ უფრო აღრმავებს და ამაში ტოქსიკურ როლს თამაშობს, თურქეთის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიმართული სტაბილურობისთვის მხარდაჭერის უკმარობა. ევროპის უსაფრთხოებისთვის გასაღების პოზიციის მქონე თურქეთის უსაფრთხოების პრობლემებისადმი უყურადღებობა, ასაზრდოებს ღრმა უნდობლობის გრძნობებს.

დაუჯერებლად ნელი და დაგვიანებული გაწევრიანების განხილვები არ იძლევა მომავლის იმედებს.  ურთიერთობების დაძაბვას იწვევს კიდევ, ევროპის, მიგრანტთა კრიზისში გავლენიანი წარუმატებლობა. საქმეს უფრო ართულებს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ერდოღანის და თურქეთის ოპორტუნიზმის სახით „გასხვისება“. ამ ჩიხიდან გამოსავალია პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრა და იმის გათვითცნობიერება, რომ ყველა დონეზე საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის დამყარება დაკავშირებულია ერთობლივ მუშაობასთან. ამ ეტაპზე, როცა ურთიერთ დამოკიდებულება და საერთო სიძნელეები მრავლად არის, შესაძლებელია ორივე მხარისთვის გამაძლიერებელი ატმოსფეროს შექმნა.  შეგვიძლია უარი განვაცხადოთ ისეთ სცენარებზე, რომელიც არ იქნება მომგებიანი. ევროპას შეუძლია, ახალი ხედვის პოლიტიკა მსხვერპლად არ შესწიროს უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალიზმის და რასიზმის დაკისრებულ ვალდებულებებს. მან უნდა შესძლოს ახალი ხედვის პოლიტიკის ხელახლა გათავისება და გამოსავლის გამონახვა. ამ პროცესში, თურქეთთან ურთიერთობაში ახალი გვერდის გახსნა, ძალიან სასარგებლო იქნება.

თურქეთთან მიმდინარე შენგენის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საბოლოო გამოსავლის გამონახვა შექმნის ახალი პარტნიორობის ატმოსფეროს. ეს არის ისედაც თურქი მოქალაქეებისთვის წინასწარ მიცემული უფლება. ევროკავშირისთვის მეორე მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება მიგრანტებთან დაკავშირებით მიცემული პირობის შესრულება და თურქეთის ტვირთის გაზიარება.

უკანასკნელად კი, ევროპის არსებული მტრული ატმოსფეროს გამოცვლას ხელს შეუწყობს თურქეთის, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობის წინა და შემდგომი პერიოდის უსაფრთხოების პრობლემების გაგება.

პოლიტიკური პოპულარიზმის გამო, თურქეთისადმი მტრული დამოკიდებულება, თურქეთზე მეტ ზიანს აყენებს თავად ევროპას.

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი - DailySabah 2016 წლის 5 დეკემბერი


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ ქალინი , #DailySabah , #სტატია

მსგავსი ინფორმაციები