4 დეკემბერი ისტორიაში

4 დეკემბერი ისტორიაში

399712
4 დეკემბერი ისტორიაში

4 დეკემბერი ისტორიაში

1131 წლის 4 დეკემბერს ცნობილი სპარსი პოეტი, ფილოსოფი, მათემატიკოსი და ასტრონომი ომარ ხაიამი მშობლიურ ნიშაპურში გარდაიცვალა. იბნი სინას შემდეგ იმ პერიოდის ყველაზე დიდ სწავლულად აღიარებული ხაიამი მრავალი თეორემის უსახელო ავტორია. ომარ ხაიამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ალგებრის ქრესტომათია, რომელიც 10 ნაწილისაგან შედგება. ხაიამი პირველ ოთხ ნაწილში კუბურ განტოლებას იკვლევს და კლასიფიკაციას ახდენს. მათემატიკის ისტორიაში პირველად ეს კლასიფიკაცია სწორედ ხაიამმა მოახდინა. ხიამმა ისპაჰანში თავად დააარსა ობსერვატორია, საიდანაც ცას აკვირდებოდა და მეცნიერულ სამუშაოებს აწარმოებდა. ომარ ხაიამის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კი მისი რობაიებია.

1897 წლის 4 დეკემბერს ოსმალეთის სახელმწიფოსა და საბერძნეთს შორის სტამბოლის ხელშეკრულება გაფორმდა. საბერძნეთის მიერ ოსმალეთზე თავდასხმით დაწყებული ომში ეთემ ფაშას სარდლობით ოსმალეთის არიამ ბერძნები რამდენიმეჯერ დაამარცხა და საბერძნეთი იძულებული იყო ზავი მოეთხოვა. ომში ევროპის ქვეყენები და რუსეთი არ ჩართულან, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებაში შუამავლის როლის შესრულების გამო ოსმალეთმა ფრონტზე დამარცხებული ბერძნებისაგან მაგიდასთან სასურველი შედეგი ვერ მიიღო. სტამბოლის ზავის მიხედვით ოსმალეთმა დაკავებული თესელიას რეგიონი დატოვა საბერძნეთი კი სანაცვლოდ ოსმალეთს ომის კომპენსაციას გადაუხდიდა. ასევე გადაწყდა კრეტა ოსმალეთს დარჩენოდა, პირობა კი გახლდათ ფადიშაჰის მიერ ქრისტიანი მმართველის დანიშვნა.

1938 წლის 4 დეკემბერს ფადიშაჰ მაჰმუდ მეორის პერიოდში დაარსებულ მექთები მულქიეს სახელწოდება შეიცვალა და მას პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა დაერქვა. ოსმალეთის პერიოდში არასამხედრო სახელმწიფო მოხელეთა აღსაზრდელად შექმნილი სკოლა სტამბოლში ილდიზის რეგიონში დაარსდა, თუმცა სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ სკოლა ანკარაში ჯებეჯის უბანში გადაიტანეს. 1950 წლის 3 აპრილს ამოქმედებული ნომერ 5627 კანონის თანახმად, სკოლას პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაერქვა და იგი გახლავთ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უმაღლესი სკოლა, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა, სახელმწიფო მოხელეთა, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალისტები იზრდებიან.

1943 წლის 4 დეკემბერს კაიროს მეორე კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც რუზველტი, ჩერჩილი და თურქეთის წარმომადგენლად ისმეთ ინონუ ესწრებოდნენ. კონფერენციის პირველ ნაწილში მეორე მსოფლიო ომში შორეული აღმოსავლეთის საკითხი განიხილეს, მეორე ნაწილში კი თურქეთის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა არ ჩართვის საკითხზე იმსჯელეს, მაგრამ მოლაპარაკებებზე საბოლოო შედეგს ვერ მიაღწიეს.



მსგავსი ინფორმაციები